„ჩვენ ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ“ – ევროპული საბჭოს პრეზიდენტი

„ჩვენ ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ“ – ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოსტა გმობს თბილისში, მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობას. ამის შესახებ კოსტა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასთან ერთად საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს. „ჩვენ ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. ხელისუფლების ქმედებები ეწინააღმდეგება ხალხის […]
ბითაძის მე-6 ორმაგი დუბლი სეზონში | “ორლანდოს” სუპერსერია გრძელდება [VIDEO]

გოგა ბითაძემ სეზონში მე-6 ორმაგი დუბლი მიითვალა, მისმა “ორლანდომ” კი ბოლო 13 მატჩიდან, რომლებშიც ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში შეუცველად იდგა, 12 მოიგო. მორიგი მატჩი “ორლანდოელებმა” ბრუკლინში მოიგეს, სადაც 2 დღის წინ უკვე მოიპოვეს გამარჯვება. ბითაძემ პირველ პერიოდში 9 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა, მთლიანად მატჩში კი თავი 12 ქულას, 13 მოხსნას, 3 ჩაჭრას, 2 პასს […]
შსს – მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში, ნებისმიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება

შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებს მოუწოდებს, პროტესტი კანონით დადგენილ ფარგლებში გამოხატონ. როგორც უწყებაში აცხადებენ, ნებისმიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. „როგორც ცნობილია, დღესაც, თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დაგეგმილია საპროტესტო აქციები. შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები იქნებიან გამართული აქციების მიმდებარე ტერიტორიაზე. საქართველოს კანონმდებლობით დაცულია შეკრება-მანიფესტაციისა […]
აქციის კიდევ ორი მონაწილე დააკავეს სისხლისსამართლებრივი ბრალდებით

შსს-მ სისხლის სამართლებრივი ბრალდებით თბილისში დააკავა საპროტესტო აქციების ორი მონაწილე, მათ ბრალად ედება სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელებზე თავდასხმა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანება. შსს-ს მიერ დღეს, 2 დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, დაკავებული არიან 2007 წელს დაბადებული მ.გ. და 2003 წელს დაბადებული გ.მ. მათთვის წაყენებული ბრალი შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების თანახმად, 29 ნოემბერს, […]
სასამართლოს ამ დროისთვის აქციებზე დაკავებული 98 პირის საქმის მასალები აქვს წარდგენილი, საიდანაც წარმოება 74-ის მიმართ დასრულდა – 36 პირს ჯარიმა დაეკისრა, 34-ს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, 4 პირის მიმართ კი შენიშვნა გამოიყენეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე აქციებზე დაკავებულ პირთაგან თბილისის საქალაქო სასამართლოს 98 პირის ადმინისტრაციული საქმის მასალები უკვე წარედგინა, რომელთაგან 74 პირის მიმართ საქმის წარმოება დასრულდა. ამასთან, უწყების ინფორმაციით, 36 პირს ჯარიმა დაეკისრა, 34 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, 4 პირის მიმართ კი შენიშვნა გამოიყენეს. „მსგავსად წინა დღეებისა მიუხედავად არაერთგზის გაფრთხილებისა, აქციის მიმდინარეობის დროს, აქციის მონაწილეთა […]
შსს-ს ინფორმაციით, გასულ ღამეს, აქციაზე ჯანმრთელობის დაზიანება 21-მა სამართალდამცავმა მიიღო, ბოლო დღეების განმავლობაში კი 113 პოლიციელი დაშავდა, საიდანაც 4 კლინიკებში რჩება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასულ ღამეს თბილისში მიმდინარე აქციაზე ჯანმრთელობის დაზიანება სამინისტროს 21-მა თანამშრომელმა მიიღო. უწყების ცნობითვე, ჯამურად, ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე აქციებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს 113 თანამშრომელი დაშავდა, რომელთაგან 4 სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, მიმდინარე წლის 1-2 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების შესახებ. აქციის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო […]
ულებადამცველი გიორგი დავითური დაიჭირეს – ქუჩა–ქუჩა დასდევდნენ

გამთენიისას, აქციის დარბევის შემდეგ, უფლებადამცველი გიორგი დავითურიც დააკავეს. დავითური ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში (IDFI) კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელია. აქციცის მონაწილეების დაშლა ძალოვანებმა დილის 6:30-ზე დაიწყეს. საპოლიციო ძალები რუსთაველის გამზირიდან, კოსტავას გამზირისკენ მიმავალ აქციის მონაწილეებს გაეკიდნენ, ნაწილი რუსთაველის გამზირზევე დააკავეს და სცემეს, ნაწილი – ჭავჭავაძეზე. ადამიანებს მისდევდნენ მეტროებშიც, რამდენიმე თავისუფლების მეტროში დააკავეს. როგორ […]
შშს ჩადის დანაშაულს – საია

საია აცხადებს, რომ საპოლიციო ძალების მიერ მომიტინგეთა ალყაში მოქცევის პრაქტიკამ ფართომასშტაბიანი ხასიათი მიიღო, რაც დაუშვებელია. ორგანიზაცია განმარტავს, რომ აქციის დარბევის დროსაც კი, სპეცრაზმი ვალდებულია, მისცეს მოქალაქეებს ტერიტორიის თავისუფლად დატოვების შესაძლებლობა. საია ყურადღებას ამახვილებს ფაქტზეც, როდესაც ცერმალსადენი გაზი პოლიციამ დაუხურულ სივრცეში გამოიყენა. მათი განცხადებით, ადგილი აქვს ასევე ჟურნალისტებისთვის მიზანმიმართულ ხელშეშლას და მათზზე ფიზიკურ ძალადობას. ცრემლსადენი გაზი […]
ქართული კომპანიები და ბიზნესმენები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან

ქართული კომპანიების და ბიზნესმენების დიდი ნაწილი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებებს ავრცელებენ. კომპანიები ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერას გამოხატავენ და მომიტინგეების მიმართ ძალადობას გმობენ. საქართველოს ბანკი საქართველოს ბანკი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “საქართველოს ბანკისთვის, რომლის სახელსაც განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, ქვეყნის ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზას ალტერნატივა არ აქვს. ევროპისკენ მიმავალ გზაზე – არ გაჩერდე”, – წერია საქართველოს […]
„ვეწინააღმდეგები გადაწყვეტილებას ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების მოლაპარაკებების შეწყვეტის თაობაზე“ – ილია თოფურია

ჩემი მკაფიო მხარდაჭერა ყველა იმ პროტესტანტის მიმართ, ვინც ჩვენს უფლებებსა და ამბიციებს იცავს, – ამის შესახებ UFC-ის მებრძოლი, ჩემპიონი ილია თოფურია სოციალურ ქსელში წერს. თოფურია ეხმაურება თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას და განვითარებულ მოვლენებს „ინსტაგრამზე“ და წერს, რომ რცხვენია იმის ნახვა, თუ როგორ ექცევიან საქართველოს შვილებს. “ვეწინააღმდეგები გადაწყვეტილებას ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების მოლაპარაკებების შეწყვეტის თაობაზე. მრცხვენია იმის […]