„საქართველოს ირჩევს ევროპას, ევროპულ განათლებას, ამოიღე ხმა“ – თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ამ მოწოდებით აქცია მიმდინარეობს

„საქართველოს ირჩევს ევროპას, ევროპულ განათლებას, ამოიღე ხმა“ – თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ამ მოწოდებით აქცია მიმდინარეობს. სტუდენტების ნაწილი შესასვლელთან შეიკრიბა და სხვა სტუდენტებს მოუწოდებენ მხარდაჭერისკენ. პროტესტის მთავარი მოთხოვნა ქვეყნისთვის ევროპულ გზაზე დაბრუნება და ხელახალი არჩევნებია. აქციაში მონაწილე სტუდენტები ლექციაზე დასწრებას არ აპირებენ და პროტესტის გაგრძელებას გეგმავენ. აქციაზე ასევე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც.

გიგი გიგიაძე – კობახიძე დღეს საგარეო სამინისტროში მივა და შეეცდება პროპაგანდისტული ხაზის გატარებას, რომ ყველაფერი ნორმალურადაა – თვითმარქვია რეჟიმი საქართველოს ევროკავშირთან ვერასდროს დააახლოებს

[ირაკლი კობახიძე] დღეს საგარეო სამინისტროში მივა იმისთვის, რომ წარადგინოს ვითომ ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი, რასაკვირველია, ამას მოყვება გასაუბრება თანამშრომლებთან, სადაც ის შეეცდება მათთვის ჩვეული პროპაგანდისტული ხაზის გატარებას – ადამიანების დარწმუნებას, რომ ყველაფერი თითქოს ნორმალურადაა, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, გიგი გიგიაძემ განუცხადა. მისივე თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების შეშინება და დაშინება […]

“ეს პერსონალურ დონეზეც სარგებელს მოუტანს” – რა თქვა კონტემ კვარაცხელიაზე?

სერია A-ს მე-14 ტურში “ნაპოლი” “ტორინოს” ესტუმრა და 1:0 დაამარცხა. “პარტენოპეის” გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ აღნიშნულ შეხვედრაში საგოლე პასი შეასრულა, ქართველის გადაცემით სკოტ მაკტომინეიმ ნეაპოლელებს მოაგებინა. მატჩის შემდეგ “ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ჟურნალისტებთან ისაუბრა. “ბევრი ვიშრომეთ, “რომასთან” მატჩისგან განსხვავებით “ტორინოსთან” ბევრად უკეთესად ვითამაშეთ. გუნდი როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად იზრდება. ჩემი აზრით, შეგვეძლო, რომ უფრო დიდი […]

„თბილისის ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე“ – საქართველოს ევროპული ინტეგრაცია მოსახლეობის ისტორიული არჩევანია და ამ გზიდან გადახვევა დაუშვებელია – საქართველოს მომავალი ევროპაშია

„თბილისის ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის“ თანამშრომელთა ნაწილი, ვინც თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ “ახალგაზრდობის ეროვნული სასახლეში” არიან დასაქმებულნი, მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩეროს, ემიჯნება. ისინი აქციის მონაწილეთა დაკავებებს, ფიზიკურ ანგარიშსწორებას გმობენ და მიიჩნევენ, რომ საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევა დაუშვებელია. „ჩვენ, „ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის” თანამშრომლები, ვგმობთ უკანონო დაკავებებსა და ფიზიკურ ანგარიშსწორებას მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე. საქართველოს ევროპული ინტეგრაცია […]

მიხეილ სარჯველაძე „მავნებლურსა და დივერსანტულს“ უწოდებს საჯარო მოხელეების მიმართ მოწოდებებს, რომ მუშაობა შეწყვიტონ

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე „მავნებლურსა და დივერსანტულს“ უწოდებს საჯარო მოხელეების მიმართ მოწოდებებს, რომ მუშაობა შეწყვიტონ და აცხადებს, რომ ეს მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების მერკანტილურ ინტერესებს ემსახურება. როგორც სარჯველაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამგვარი მოწოდებები „დიდი დრამატურგიის ნაწილია“. „მინდა, ყველა საჯარო მოხელეს, რომელიც საკუთარ მოვალეობას კეთილსინდისიერად ასრულებს, მადლობა გადავუხადო. დღევანდელ დღეს და არა მხოლოდ, […]

მიხეილ სარჯველაძე – გასული დღე-ღამის განმავლობაში, აქციებიდან კლინიკებში 37 ადამიანი გადაიყვანეს

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, აქციებიდან კლინიკებში 37 ადამიანი გადაიყვანეს. როგორც მან ჟურნალისტებს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, დაშავებულ მოქალაქეებს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში დაზიანებები არ აქვთ. „ამ დროისთვის, გასული ღამის განმავლობაში, კლინიკებში 37 ადამიანი იქნა გადაყვანილი. არცერთ მათგანთან მიმართებით არ არის რაიმე სახიფათო და საყურადღებო ვითარება. ამ 37 ადამიანიდან, 24 ადამიანი […]

კლასიკური ნეო ფაშისტური ,,ბულინგი” რაც დღეს რამდენიმე უნივერსიტეტსა და სკოლაში შეიმჩნევა კოორდინირებულია კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების მიერ და საფრთხეს უქმნის განათლების სექტორს

კლასიკური ნეო ფაშისტური ,,ბულინგი” რაც დღეს რამდენიმე უნივერსიტეტსა და სკოლაში შეიმჩნევა კოორდინირებულია კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების მიერ და საფრთხეს უქმნის განათლების სექტორს მეგობრებო, ის ქაოსი, რომლის შემოტანასაც ოპოზიციური პარტიები ცდილობენ, რისკის ქვეშ აყენებს არამხოლოდ საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას, არამედ მოქალაქეებისა და მათ შორის ბავშვების ჯანმრთელობას. კლასიკური ნეო ფაშისტური ,,ბულინგი” რაც დღეს რამდენიმე უნივერსიტეტსა და სკოლაში შეიმჩნევა […]

სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკისათვის საქართველოს მიმართ ასეთია: სავაჭრო ურთიერთობები – არა! უვიზო რეჟიმი – არა! პირდაპირი ფრენები – არა! – მაშინ რა შეჩერდა? არც არაფერი!

სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკისათვის საქართველოს მიმართ ასეთია: სავაჭრო ურთიერთობები – არა! უვიზო რეჟიმი – არა! პირდაპირი ფრენები – არა! – მაშინ რა შეჩერდა? არც არაფერი! სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკისათვის საქართველოს მიმართ ასეთია: სავაჭრო ურთიერთობები – არა! უვიზო რეჟიმი – არა! პირდაპირი ფრენები – არა! 30 წლის მანძილზე მხოლოდ 6 მილიარდი საიდანაც თანხის 90% -ით საკუთარი NGO – […]

აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი არასდროს ყოფილა, მუდმივად გვამადლიან, რომ რამდენიმე მილიარდი აქვთ დახარჯული, რომლის ნაწილი სესხის სახით არის მოცემული, ნაწილით კი კოლექტიური ლომჯარია-გიგაურები ჰყავთ დაფინანსებული

აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი არასდროს ყოფილა, მუდმივად გვამადლიან, რომ რამდენიმე მილიარდი აქვთ დახარჯული, რომლის ნაწილი სესხის სახით არის მოცემული, ნაწილით კი კოლექტიური ლომჯარია-გიგაურები ჰყავთ დაფინანსებული აშშ-ის განცხადებამ სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ, აშშ-ს იმპერიალისტური ზრახვების ლუსტრაცია მოახდინა. სიმართლეს თვალი გავუსწოროთ, აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი არასდროს ყოფილა, სავაჭრო ურთიერთობა გვქონდა? უვიზო მიმოსვლა თუ პირდაპირი ფრენები? ან იქნებ […]

ჩვენს თვალწინ გაცოცხლდნენ ერთი საუკუნის წინ შავ ლაბადებში ჩაცმული მაუზერიანი ბოლშევიკები

დღეს მიმდინარე საპროტესტო აქციების ორგანიზატორებს კარგად აქვთ გააზრებული, თუ რას ემსახურებიან და საით უნდათ ქვეყნის გადაჩეხვა. მათი გეგმების მიხედვით, დღევანდელ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში შემკვეთების სტრატეგიული ინტერესების გასატარებლად რეგიონში საქართველო უნდა იყოს “ცეცხლოვანი რკალის” პლაცდარმი, – წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე, სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, ახალგაზრდების უმეტესობას, ორგანიზატორებისგან განსხვავებით, არ ესმის რა საფრთხის წინაშეა […]