ინდური high-tech კომპანიის გენერალური დირექტორი კორპორატიულ საღამოზე თანამშრომლების თვალწინ დაიღუპა

ინდური მაღალტექნოლოგიური კომპანიის გენერალური დირექტორი კორპორატიული ღონისძიების დროს თანამშრომლების თვალწინ დაიღუპა. Vistex-ის ტოპ მენეჯერები კორპორატიული წვეულების დროს 4,5 მეტრის სიმაღლიდან ჩამოცვივდნენ. პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი წამყვანი ინდური კომპანიის ხელმძღვანელი – სანჯაი შაჰი ადგილზე გარდაიცვალა, პრეზიდენტი ვიშვანათ რაჯუ დატლა კი რეანიმაციაშია. კომპანიის ხელმძღვანელებს, კორპორატიულ საღამოზე ეფექტურად წარდგენა სურდათ და დაკიდებულ კონსტრუქციით გადაადგილდებოდნენ, მაგრამ მოულოდნელად ბაგირი გაწყდა და […]

პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის თხევადი გაზის (LPG) იმპორტის აკრძალვას ითხოვენ

პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები ემხრობიან თხევადი ბუნებრივი აირისა (LNG) და ალუმინის რუსეთიდან იმპორტის აკრძალვის შეტანას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტში, რომელიც უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით ამჟამად განიხილება ევროკავშირში. ამის შესახებ სოციალურ ქსელში რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს უფროსი რიკარდ იოზვიაკი წერს. Bloomberg-ი ადრე იტყობინებოდა, რომ ევროკავშირის ქვეყნები სანქციების ახალ პაკეტს განიხილავენ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის […]

comcom-ის მხრიდან ტარიფების ნეგატიურად წარმოჩენა, სავარაუდოდ, ბაზრის რეგულირებისთვის საფუძვლის შექმნას ემსახურება – სილქნეტი

სატელეკომუნიკაციო მომსახურების კომპანია „სილქნეტში“ კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას განცხადებით პასუხობენ, რომელშიც აცხადებენ, რომ ტარიფების ნეგატიურად წარმოჩენა comcom-ის მხრიდან მობილური და ფიქსირებული ბაზრების რეგულირებისთვის საფუძვლის შექმნას ემსახურება.

სეზონი, ჯერჯერობით, სრულად ჩავარდნილია – სასტუმრო “ფალიანი” მესტიაში

სეზონი, ჯერჯერობით, სრულად ჩავარდნილია, – ამის შესახებ BMG-ის მესტიაში მდებარე სასტუმრო „ფალიანის“ დამფუძნებელმა, ეკა გველესიანმა განუცხადა. მისი თქმით, სეზონის ჩავარდნის მიზეზი ინფრასტრუქტურული პრობლემებია, ისევე როგორც პერიოდული უშუქობა და არასაკმარისი მარკეტინგი. „ეს სეზონი ჯერჯერობით ჩავარდნილია სრულად. დამსვენებლები პრაქტიკულად არ არიან, თუ არიან, ძირითადად რუსეთის მოქალაქეები. პრობლემა წელსაც არის უშუქობა, რის გამოც ხშირად ითიშება საბაგიეროები. შესაბამისად, სასრიალოდ […]

რევაზ სოხაძე – აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიას საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2-ის სტატუსი მიენიჭა – ეს იყო ტექნიკური გადაწყვეტილება, რომელიც არაფერს ცვლის

აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიას საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2-ის სტატუსი მიენიჭა, ნაწილს სატრანსპორტოსი – ეს იყო ტექნიკური გადაწყვეტილება, რომელიც არაფერს ცვლის,- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ რევაზ სოხაძემ განაცხადა. მისივე თქმით, აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიას დაედო ის შესაბამისი ზონები, რომელიც გათვალისწინებული იყო განაშენიანების რეგულირების გეგმის დროს. “ეს იყო ტექნიკური გადაწყვეტილება, რომელიც არაფერს ცვლის. […]

აზერბაიჯანში თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ ქარხანაში აფეთქება მოხდა

აზერბაიჯანში ქარხანაში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ განცხადებას აზერბაიჯანის გენერალური პროკურორის ოფისი ავრცელებს. აფეთქება ქალაქ შირვანში მდებარე ქარხანა “არაზში“ მოხდა, რომელიც აზერბაიჯანის თავდაცვითი მრეწველობის სამინისტროს მიეკუთვნება. წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ აფეთქების შედეგად სხვადასხვა სიმძიმის ფიზიკური დაზიანებები სამმა ადამიანმა მიიღო. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება მას შემდეგ მოხდა, რაც ქარხნის ერთ-ერთმა მუშამ 120 მმ საარტილერიო ჭურვს […]

გივი ჩხარტიშვილი – წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს

წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარმა, გივი ჩხარტიშვილმა განაცხადა, რითაც წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის საკითხს გამოეხმაურა. გივი ჩხარტიშვილის განცხადებით, როგორც რაიონის მაჟორიტარი, თავს ვალდებულად მიიჩნევს, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მოსახლეობას ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოს. მისივე თქმით, სამუშაოები წერეთლის გამზირზე აპრილში დაიწყო და იანვრის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ობიექტზე ჩატარებული ინსპექტირებების […]

ჯოზეფ ბორელი – ერთი რამ ნათელია – ისრაელს არ შეიძლება ვეტოს უფლება ჰქონდეს პალესტინელი ხალხის თვითგამორკვევის უფლებაზე

ისრაელს არ შეიძლება ვეტოს უფლება ჰქონდეს პალესტინელი ხალხის თვითგამორკვევის უფლებაზე. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “ერთი რამ ნათელია – ისრაელს არ შეიძლება ვეტოს უფლება ჰქონდეს პალესტინელი ხალხის თვითგამორკვევის უფლებაზე. გაერო აღიარებს და არაერთხელ უღიარებია პალესტინელი ხალხის თვითგამორკვევის უფლება. არავის არ შეუძლია ამაზე ვეტოს დადება,” […]

რა განსხვავებაა იპოთეკის ხელშეკრულებებსა და ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით გაფორმებულ ხელშეკრულებებს შორის – მარიკა არევაძის განმარტებები

ადვოკატი მარიკა არევაძე სოციალურ ქსელში განმარტებას აკეთებს, თუ რა განსხვავებაა იპოთეკის ხელშეკრულებებსა და ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით გაფორმებულ ხელშეკრულებებს შორის: „ბოლო პერიოდში (წლებს ვგულისხმობ) გახშირებულია სესხის/იპოთეკის ხელშეკრულებების ნაცვლად ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულებების გაფორმება. ამ დროს რეალურად მსესხებელს, გონია რომ აფორმებს სესხის ხელშეკრულებას და სინამდვილეში ურთიერთობაში შედის როგორც გამყიდველი, რომელიც გამოსყიდვის უფლების შენარჩუნებით (დროის კონკრეტულ პერიოდზე) ყიდის ბინას. ამ […]

„ასე თუ არ მოხდება, მაშინ ადამიანი ვეღარ გამოიყენებს უძრავ ქონებას სესხის ასაღებად და მოუწევს გაყიდვა“ – ოთო კახიძე

ყოფილი პარლამენტარი ოთო კახიძე: „1. მტაცებლური სესხი/მტაცებელი გამსესხებელი მავნებლური კომუნისტური ტერმინოლოგიაა, ანტისემიტიზმთან (მევახშე ურიები) მჭიდრო ბმით. 2. კანონი ვერავის დააძალებს ფულის გასესხებას. არავინაა ვალდებული თავისი შრომით მოპოვებული ფინანსური რესურსი სხვას უზრუნველყოფის და სარგებლის გარეშე ასესხოს. 3. პირს, ვისაც აქვს ფინანსური რესურსი, მიმართავენ ფულის სესხების თხოვნით. თუ გასესხება ფინანსურად მომგებიანია გამსესხებლისთვის და პირობები მისაღებია მსესხებლისთვის, მხარეები […]