ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა – 23 იანვრის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.45 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან – 0.25 თეთრით. 23 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6633 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.8971 ლარი. კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.71 ლარია, ხოლო ევროსი – 2.96 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.67 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.91 ლარად.
მთივლიშვილი: ერთ-ერთმა პოლიციელმა მკრა ხელი, მიმახეთქა ხეს და შემაგდეს პოლიციის მანქანაში

კეკელიძის ქუჩაზე მივედი დაგვიანებით, თბილისში არსებული საცობის გამო. როდესაც მივედი პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად, უკვე პოლიციის დანაყოფები შესული იყვნენ ამ ბინაში, იქიდან გამოყრილი ჰყავდათ ადამიანები და გარეთ მყოფ აქტივისტებს, რომლებიც აპროტესტებდნენ იქ მიმდინარე პროცესებს, აკავებდნენ. აი ზუსტად 2-3 წუთის მისული ვიყავი, მე აქციასთან არავითარი საერთო არ მქონია, არც შიგნით არ ვყოფილვარ, არც არავისთვის ხელი არ შემიშლია. […]
თბილისის ქუჩები, რომლებსაც 24 იანვარს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 24 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. საბურთალოს რაიონი ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ლისის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ფერმწერთა, ავთო ვარაზის, ზაალიშვილის და ტაბიძის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), გიორგი […]
ნეთანიაჰუ: “ბრძოლას აბსოლუტურ გამარჯვებამდე არ შევწყვეტთ”

ღაზის სამხრეთით მდებარე ერთ-ერთი მთავარი ქალაქის, ხან იუნის ალყისას, 24 ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ, ისრაელის სამხედრო მაღალჩინსონები ავრცელებენ. ეს, „ჰამასის“ წინააღმდეგ ღაზაში მიმდინარე ომის განმავლობაში, ისრაელის თავდაცვის ძალებისთვის, ერთ დღეში განცდილი ყველაზე დიდი დანაკარგია. სამხედრო უწყების სპიკერმა, კონტრადმირალმა დანიელ ჰაგარიმ თქვა, რომ 21 ჯარისკაცი დაიღუპა, როდესაც ორი შენობა, რომელიც დანაღმული იყო დანგრევის მიზნით […]
მედიაკოალიცია: გამოიძიეთ ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, უკანონო დაკავების შემთხვევები

მედიის ადვოკატირების კოალიცია თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლების გაშუქების დროს ჟურნალისტების საქმიანობაში უკანონო ჩარევის ფაქტებსა და ჟურნალისტების დაკავების შემთხვევაზე შეშფოთებას გამოხატავს და მომხდარს მკაცრად გმობს. მედიაკოალიციის განცხადების თანახმად, აღნიშნული ინციდენტები აუარესებს მედიაგარემოს და ჟურნალისტების ფუნდამენტური უფლებების აშკარა დარღვევას წარმოადგენს. დღეს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან გამოსახლების პროცესის გაშუქებისას პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა ონლაინ მედია […]
გარდაიცვალა ჯგუფ Boney M.-ის დამფუძნებელი ფრენკ ფარიანი

83 წლის ასაკში გარდაიცვალა გერმანელი მუსიკოსი, კომპოზიტორი და ჯგუფ Boney M.-ის შემქმნელი. ფრენკ ფარიანი (ნამდვილი სახელია ფრანც როიტერი). ამის შესახებ BBC News-ი ფარიანის ოჯახზე დაყრდნობით იუწყება. იგი თავის სახლში აშშ-ს ფლორიდის შტატში, მაიამიში, გარდაიცვალა. ფარიანი იყო ბონი ჯგუფ Boney M.-ის დამფუძნებელი. იგი ავტორია ისეთი ჰიტებისა, როგორიცაა Rasputin-ი და Daddy Cool-ი. ფარიანი 70-80-იანი წლების ყველაზე წარმატებულ […]
“მეგონა, მახრჩობდნენ” – ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი დაკავების პროცესს იხსენებს

ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი, რომელიც თბილისში, კეკელიძის N1-თან გამართულ აქციაზე დააკავეს, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. წინასწარი დაკავების იზოლატორის დატოვების შემდეგ მან თავისი დაკავების პროცესი გაიხსენა. ჟურნალისტებთან საუბარში მთივლიშვილი ჰყვება, რომ ადგილზე პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად მივიდა, მოგვიანებით კი პოლიციამ დაუმორჩილებლობის მიზეზით დააკავა: “ზუსტად 2-3 წუთის მისული ვიყავი, აქციასთან არანაირი საერთო არ მქონია, არც შიგნით ვყოფილვარ, არც არავისთვის ხელი […]
“ლელოს” მოქმედი და “ნაცების” ყოფილი სტრატეგოსი “ქოცია”, იქიდან გამომდინარე, რომ რასაც მოკიდა ხელი ყველაფერი ქოცებმა მოიგეს” – იაგო ხვიჩია

“ნაციონალური მოძრაობის” ლობისტი, რომელიც “ლელოს” პიარ-კონსულტანტი გახდა, თბილისშია. ჯერემი როზნერი, “კურიერის” ინფორმაციით, “ლელოს” წევრებს უკვე შეხვდა. პარტიაში ადასტურებენ, რომ როზნერთან და მის ლობისტურ კომპანიასთან აქტიური კომუნიკაცია აქვთ. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “გირჩი” თავმჯდომარის იაგო ხვიჩიას განცხადებით, “ლელოს” მოქმედი სტრატეგოსი “ქოცია”. “ლელოს” მოქმედი და “ნაცების” ყოფილი სტრატეგოსი “ქოცია”, იქიდან გამომდინარე, რომ რასაც მოკიდა ხელი ყველაფერი ქოცებმა მოიგეს […]
ზურაბ აბაშიძე – დღეს საქართველოში ოპოზიცია არის განადგურებული, რაც ძალიან სამწუხაროა

დღეს საქართველოში ოპოზიცია არის განადგურებული, რაც ძალიან სამწუხაროა, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რითაც ოპოზიციის მხრიდან დასმულ საკითხებს გამოეხმაურა. ზურაბ აბაშიძის განცხადებით, დედაქალაქში უკანასკნელი წლების განმავლობაში, რაც კახა კალაძე არის მერი, განხორციელდა მრავალი მასშტაბური პროექტი, ხოლო ამ პროექტების განხორციელებით კი ძალიან დიდ სიკეთეს იღებს თითოეული მოქალაქე. „დღეს […]
ადამიანის უფლებათა საბჭო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურების დამტკიცების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

მიმდინარე წლის 22 იანვარს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურები დამტკიცდა. ინფორმაციას ადამიანის უფლებათა საბჭო ავრცელებს. საბჭო განმარტავს, რეფერირების პროცედურების დოკუმენტით განისაზღვრა ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც ხელს […]