რუსმა ოლიგარქებმა უკრაინას $13.4 მლნ-მდე გადასახადები არ გადაუხადეს

რუსმა ოლიგარქებმა, როტენბერგებმა, რომლებიც კიევში სავაჭრო და გასართობ ცენტრს Океан Плаза-ს ფლობენ, 2016-2021 წლებში უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტში 500 მილიონ გრივნაზე მეტი, დაახლოებით $13.4 მლნ-მდე, გადასახადები არ გადაუხდიათ. ამის შესახებ Интерфакс-Украина იტყობინება. „რუსი ოლიგარქები – იგორ და არკადი როტენბერგები ფლობენ Океан Плаза-ს. დადგინდა, რომ 2016-2021 წლებში აღნიშნულმა საწარმომ თავი აარიდა გადასახადებს და 546 მილიონი გრივნა უკრაინის […]

საია – მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს სამართალდამცავების მიერ უფლებამოსილების გადამეტებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობის ფაქტები, ასევე შსს-ს, მისცეს დაკავებულებთან შეხვედრის შესაძლებლობა ადვოკატებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კეკელიძის N1-ში აღსრულების პოლიციის მიერ ოჯახის გამოსახლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში საია აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა სტანდარტებს არღვევს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ფიზიკური ძალის დამამცირებელი ფორმებით გამოყენება, მათ შორის, პრობლემურია, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს გარანტიებს, რომელიც აკრძალავდა ზამთრის ან ღამის პერიოდში გამოსახლებას, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებსა და სოციალური სახელმწიფოს პრინციპს. საია […]

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ევროპაში წითელას მზარდი შემთხვევების ფონზე სასწრაფო ვაქცინაციის მოწოდებით გამოდის

ევროპაში, წითელას მზარდი შემთხვევების ფონზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია “სასწრაფო” ვაქცინაციის მოწოდებით გამოდის. ამის შესახებ განცხადებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის ოფისი ავრცელებს. მათი ცნობით, 2023 წლის პირველ 10 თვეში ევროპაში წითელას 30-ჯერ მეტი შემთხვევა დაფიქსირებულა, ვიდრე წინა წლის იმავე პერიოდში. განცხადებაში ისინი ევროპის ქვეყნებს მოუწოდებენ, “სასწრაფოდ” დაიწყონ იმუნიზაციის კამპანიები. კერძოდ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისმა […]

მარიამ ზაქარიაშვილი – „ლელოს“ წევრებმა ახალგაზრდებს ბოდიში უნდა მოუხადონ, რომ საარჩევნო დაპირებად იყენებენ იმ პროექტს, რომელიც უკვე განხორციელებულია

„ლელოს“ წევრებმა ახალგაზრდებს ბოდიში უნდა მოუხადოთ, რომ საარჩევნო დაპირებად იყენებენ იმ პროექტს, რომელიც უკვე განხორციელებულია , – ამის შესახებ საკრებულოს წევრმა მარიამ ზაქარიაშვილმა განაცხადა, რითაც სტაჟირების ანაზღაურებასთან დაკავშირებით ფრაქციის „ლელო – პარტნიორობა თბილისისათვის“ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. ზაქარიაშვილმა საკრებულოს სხდომაზე კოლეგებს და პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერს მოუწოდა, აღარ შეიყვანონ მოსახლეობა შეცდომაში და არ გასცენ ცრუ დაპირებები. […]

ნათია მოდებაძე – ამ ხელისუფლების პირობებში ძალიან ბევრი პროექტი დაიწყება, გაგრძელდება და ჩაბარდება ვადებში

საკრებულოს წევრ, ნათია მოდებაძის განცხადებით, წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო პროექტის განხორციელების ვადები ჯერ არ არის ამოწურული და ოპოზიცია შეტევაზეა გადმოსული. როგორც მან აღნიშნა, პრობლემა იმ ადამიანებშია, რომლებსაც ყველანაირი სიკეთე უნდათ კატასტროფად და კორუფციად შერაცხონ. „ყველამ ვნახეთ ფოტოები, თუ რა მდგომარეობაში იყო გაყვანილობები და ქსელები, იყო თუ არა შესაცვლელი? იყო, ჰოდა დაიწყო რეაბილიტაცია. ათასგზის გაკეთდა განცხადება, რომ […]

ლაშა ხუციშვილი შვედეთის სამეფოს ელჩს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ანა ლიბერგთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და ერიკ ილესი, შვედეთის ელჩის მოადგილე/განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში. „მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. განსაკუთრებით ყურადღება გამახვილდა შვედეთის საერთაშორისო განვითარების […]

ანა კაკაბაძე – თბილისის მერია მიმდინარე წელს ძალიან ბევრ მასშტაბურ და კარგ პროექტს განახორციელებს, რომლებიც უკვე დაანონსებულია

თბილისის მერია მიმდინარე წელს ძალიან ბევრ მასშტაბურ და კარგ პროექტს განახორციელებს, რომლებიც უკვე დაანონსებულია, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, ანა კაკაბაძემ დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა. ან კაკაბაძის განცხადებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც მუნიციპალიტეტი ასრულებს, ბავშვებზე ზრუნვაა. „მიმდინარე წელს თბილისის მერმა გააჟღერა სიახლე, რომ ბაგა-ბაღებში 12 ათასამდე თანამშრომელს 15%-იანი ხელფასის ზრდა ექნება. წელს უკვე […]

სანატორიუმი „წყალტუბო“ კატარელმა ბიზნესმენმა იყიდა – ადგილზე 420-ნომრიანი სასტუმროს და მრავალფუნქციური კომპლექსის მოწყობა იგეგმება

რისი გაკეთება იგეგმება სანატორიუმ „წყალტუბოში“, – ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის მიხედვით. სანატორიუმის ახალი მფლობელი კომპანია ვალდებულია არაუგვიანეს 60 თვის ვადაში მინიმუმ 33 784 500 ლარის ინვესტიცია ჩადოს. ამასთან, საინვესტიციო ვალდებულებების მიხედვით, კომპანიამ უძრავ ქონებებში უნდა მოაწყოს არანაკლებ 420-ნომრიანი სასტუმრო და მრავალფუნქციური კომპლექსი რესტორნებით, საკონფერენციო დარბაზებით, სავაჭრო ცენტრებით, დასასვენებელ-გამაჯანსაღებელი ცენტრით, ღია და დახურული აუზებით და ა.შ. […]

თბილისის “დინამომ” ლიეტუველი შემტევი დაიმატა

თბილისის “დინამომ” ლიეტუველი შემტევი დაიმატა, – ამის შესახებ დედაქალაქური კლუბი თავისი საიტით იტყობინება: “ლიეტუვის ნაკრების 27 წლის ნახევარმცველი – დანიელ რომანოვსკი “დინამოში” ითამაშებს. ჩვენს კლუბსა და ვილნიუსელ ფეხბურთელს შორის 2-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. დანიელ რომანოვსკი ვილნიუსის “ჟალგირისის” აღზრდილია და იმავე კლუბში 6 წელი ასპარეზობდა. სხვადასხვა დროს “შტუმბრასის”, კაუნასის “ჟალგირისის”, დონეცკის “ოლიმპიკის” და “ბანგას” ღირსებას იცავდა. ბოლო […]

“მორატორიუმი ყველა გამოსახლებას! გათავისუფლდნენ დაკავებულები” | აქცია კეკელიძის ქუჩაზე

“ვითხოვთ მორატორიუმს ჩანიშნულ გამოსახლებებზე! გათავისუფლდნენ დაკავებულები”, – ამის შესახებ კეკელიძის ქუჩაზე შეკრებილი აქტივისტები საუბრობენ. საპროტესტო აქციაზე, რომელიც დღეს განვითარებული მოვლენების შემდეგ ჩაინიშნა, მოითხოვეს ყველა დაკავებულზე სამართლებრივი დევნის შეწყვეტაც. ეს მოთხოვნა აქტივისტმა ბექა წიქარიშვილმა გააჟღერა. მან მოუწოდა მოსახლეობას, ხვალ, 24 იანვარს, დილის 9 საათიდან ცოტნე დადიანის 259 ნომერში მივიდნენ, სადაც მორიგი ოჯახის გამოსახლება იგეგმება. ფოტო: ვახუშტი […]