ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

ბათუმში, შარტავას ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა “აჭარა თაიმსი” ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დაშავებულებს აღენიშნებათ მრავლობითი, ზედაპირული ტრავმები, ისინი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ავარიის გამომწვევ მიზეზზე მიმდინარეობს გამოძიება.
თურქეთის პარლამენტმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა

თურქეთის პარლამენტმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა. როგორც Bloomberg წერს, დოკუმენტი პარლამენტმა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს საბოლოო ხელმოწერისთვის გადაუგზავნა. შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში დადგა, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას არ ეთანხმება, რადგან ისინი მხარს უჭერენ ტერორისტულ ორგანიზაციას […]
რუსეთის სახელმწიფო რადიო “სპუტნიკი” სომხეთში მაუწყებლობას განაახლებს

სომხეთის ტელევიზიისა და რადიოს კომისიამ გააუქმა კომპანია “ტოსპასთვის” სთვის ადრე დაწესებული მაუწყებლობის აკრძალვა. სწორედ აღნიშნული კომპანია ახორციელებდა რუსულ რადიოსადგურ Sputnik Armenia-ს რეტრანსლიაციას, რომელიც 25 იანვრიდან კვლავ განახლდება. დეკემბერში ამავე კომისიამ მაუწყებლობის ლიცენზია 30 დღით შეაჩერა, ხოლო 500 ათასი დრამით (დაახლოებით 1,200 აშშ დოლარით) დააჯარიმა კომპანია, რომელიც სომხეთის ტერიტორიაზე „სპუტნიკის“ რეტრანსლირებას უზრუნველყოფდა. ასეთი სანქციის მიზეზი გახდა […]
გამოსახლების დროს, პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობის საქმეზე გამოძიება დაიწყო

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 23 იანვარს კეკელიძის N1-დან გამოსახლების და საპროტესტო აქციის დროს, პოლიციელების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. “სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად”, – აცხადებენ უწყებაში. პოლიციამ დღეს, […]
Apple-მა ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის ტიტული დაიბრუნა – მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების რეიტინგი

გასული წელი გლობალური საფონდო ბირჟისთვის საკმაოდ პოზიტიური აღმოჩნდა, მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების აქციების ღირებულება ძირითადად ზრდადი ტენდენციით ხასიათდებოდა. 2023 წლის ბოლოს გლობალური რეიტინგის სათავეში Microsoft იყო, თუმცა ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Appla-მა საბაზრო კაპიტალიზაციით Microsoft-ს კვლავ გადაუსწრო და გლობალურ რეიტინგში ლიდერის პოზიციას დაუბრუნდა. Apple-ის საბაზრო შეფასება ამჟამად 2 ტრილიონ 974 მილიარდ დოლარს შეადგენს, ერთი აქციის ფასი კი […]
გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე 5 დაკავებულის სასამართლო გადაიდო

გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული 5 პირის სასამართლო გადაიდო. „ინფორმაცია“ ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ დაკავებულების ადვოკატმა, ქეთი ჩუთლაშვილმა დაუდასტურა. „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტის თქმით, სამი მათგანის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას ხვალ, 24 იანვარს გამოაცხადებს, ორი პირის ადმინისტრაციულ საქმეზე კი გადაწყვეტილება 26 იანვარს გამოცხადდება. ადვოკატის თქმით, ხუთივე დაკავებული, რომელთა სასამართლო პროცესებიც დღეს გაიმართა, ამ დროისთვის თავისუფლები არიან, ადმინისტრაციული წესით […]
აღსრულების მანქანის დაზიანების საქმეზე დაკავებულები გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა არიან

გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულები მოძრაობა „ხმის“ აქტივისტები გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა არიან. ინფორმაციას ამის შესახებ ორგანიზაცია თავად ავრცელებს: „სხვა დაკავებულებისგან განსხვავებით, პოლიცია მათ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას ედავება, კერძოდ, აღსრულების პოლიციის ფანჯრის ჩამსხვრევას – და მათ მიმართ 3-დან 6 წლამდე პატიმრობით იმუქრება. გიორგი და კაკო ჩვენი მოძრაობის თანადამფუძნებლები არიან. კაკო თბილისის […]
თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ამონაგები კლებად ტრენდზე დარჩა – “თიბისი კაპიტალი”

დოკუმენტში ნათქვამია, რომ მისი გასაყიდი ფასი უფრო მეტად გაიზარდა ვიდრე ქირა, ამიტომ თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ამონაგები კვლავ კლებად ტრენდზე დარჩა და 10.7% შეადგინა. ეს მაჩვენებელი 1.2 პროცენტული პუნქტით ჩამორჩება წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამართალდამცავების მხრიდან კეკელიძის ქუჩაზე მიმდინარე მოვლენებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამართალდამცავების მხრიდან კეკელიძის ქუჩაზე მიმდინარე მოვლენების დროს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება სსსკ-ის 333-ე მუხლით მიმდინარეობს. “სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, სამართალდამცავების მხრიდან, 2024 წლის 23 იანვარს, ქ. თბილისში, კ.კეკელიძის ქუჩაზე მიმდინარე მოვლენების და საპროტესტო აქციის დროს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე […]
რეგისტრირებულ კოოპერატივს საკრედიტო კავშირს “უნივერსს” არასაბანკო სადეპოზიტო-საკრედიტო ლიცენზია გაუუქმდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 04 მაისის N195 განკარგულებით, რეგისტრირებული კოოპერატივი საკრედიტო კავშირი “უნივერს”-ს (ს/ნ: 202457493) არასაბანკო სადეპოზიტო-საკრედიტო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა და ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, 2023 წლის 9 ოქტომბრის N211 განკარგულებით, რეგისტრირებულ კოოპერატივის საკრედიტო კავშირ „უნივერს“-ის (ს/ნ: 202457493) ლიკვიდატორად დაინიშნა – როინ ცაციაშვილი. „რეგისტრირებული კოოპერატივის […]