როგორ გახდა “ნაციონალური მოძრაობის” ლობისტი “ლელოს” პიარ-კონსულტანტი

როგორ გახდა “ნაციონალური მოძრაობის” ლობისტი “ლელოს” პიარ-კონსულტანტი? თბილისში მყოფ ჯერემი როზნერთან დაკავშირებით, უკვე მეორე დღეა, ქართველი პოლიტიკოსები საუბრობენ. “ლელოში” ამტკიცებენ, რომ ამერიკელ ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად პოლიტ-ტექნოლოგს, 10 წელიწადზე მეტია, “ნაცმოძრაობასთან” კავშირი არ ჰქონია. მედიის ინფორმაციით კი, ოპოზიციურ პარტიაში კონსულტანტი სწორედ “ნაციონალური მოძრაობის” დასავლელი ლობისტების ჯგუფმა მიავლინა. კრიტიკული დამოკიდებულება აქვს ამ ფაქტთან ოპოზიციის ნაწილს. მმართველ გუნდში […]

სოფელ ლაფანყურში მომხდარ სისხლიან გარჩევაში ბრალდებული მამაკაცი სასამართლოს წინაშე დღეს წარდგება

სოფელ ლაფანყურში, გასულ კვირას მომხდარ სისხლიან გარჩევაში ბრალდებული მამაკაცი სასამართლოს წინაშე დღეს წარდგება. მას დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, ფიზიკური დაპირისპირების დროს, შურისძიების მოტივით, კონფლიქტში მონაწილე ორი პირი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლით დაჭრა. ინციდენტის დროს, ჭრილობები მიიღო ბრალდებულის მეგობარმაც. დაკავებულს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინეს.

მიხეილ სააკაშვილის საქმეს, დღეს, საქალაქო სასამართლო განიხილავს

“ნაციონალური მოძრაობის” დამფუძნებლის, მიხეილ სააკაშვილის საქმეს, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს. საუბარია შვიდი ნოემბრის ეპიზოდზე. იგეგმება მტკიცებულებების გამოკვლევა და მოწმეთა დაკითხვა. ყოფილი პრეზიდენტის უფლებადამცველის თქმით, პროცესის მიმდინარეობისას გადაწყდება, იქნება თუ არა რაიმე შუამდგომლობა მათი მხრიდან წარმოდგენილი. დაესწრება თუ არა სხდომას თავად ბრალდებული, ეს უშუალოდ პროცესის დაწყებამდე გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს მომიტინგეთა მასობრივად […]

მოსული ნალექის გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში გზები გაიწმინდა

მოსული ნალექის გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში გზები გაიწმინდა. შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, ტექნიკური მარილი დაიყარა: წყნეთის, ბეთანიის, კოჯრის, შინდისის, წავკისის ცენტრალურ და შიდა ქუჩებსა და წყნეთი-სამადლოს დამაკავშირებელ გზაზე. ასევე – ტაბახმელაში, კიკეთში, პანტიანის გზაზე, სოფელ დიდგორსა და სოფელ თელოვანში. გზების გაწმენდის სამუშაოებს “თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი ადგილზე გაეცნო. საჭიროების შემთხვევაში, ტექნიკური მარილის დაყრა დედაქალაქის სხვა რაიონებშიც გაგრძელდება.

“ბოლნისის მოდელი – წარმატებული მაგალითი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისთვის” – ბოლნისის მუზეუმში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის შემაჯამებელი ფორუმი გაიმართა

“ბოლნისის მოდელი – წარმატებული მაგალითი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისთვის” – ამ სახელწოდების ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის შემაჯამებელი ფორუმი ბოლნისის მუზეუმში გაიმართა. პროექტის ფარგლებში, ორი წლის განმავლობაში, ბოლნისის აგროცენტრს დაემატა სოფლის მეურნეობის პროდუქტების, მარცვლეული კულტურების, რძისა და ღვინის ხარისხის კონტროლის ლაბორატორია. ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქტების ონლაინ გაყიდვებისთვის შეიქმნა ვებგვერდი. ასევე, რამდენიმე ადგილას, ენერგოეფექტური სკამები დამონტაჟდა და მოეწყო […]

ისრაელის არმიამ ქალაქი ხან-იუნისი ალყაში მოაქცია – ინტენსიური ბრძოლები ქალაქის ორი მთავარი საავადმყოფოს გარშემო მიმდინარეობს

ახლო აღმოსავლეთში ყველაზე ცხელ წერტილად ამ დრომდე ქალაქი ხან-იუნისი რჩება. ღაზის სექტორის სიდიდით მეორე ქალაქი ისრაელის არმიამ ალყაში მოაქცია, თუმცა მშვიდობიან მოსახლეობას ტერიტორიიდან გასვლის უფლება ეძლევა. ისრაელის არმიაში ამბობენ, რომ ათასობით ადამიანმა ხან-იუნისი უკვე დატოვა და პროცესი გრძელდება. ინტენსიური ბრძოლებია ქალაქის ორი მთავარი საავადმყოფოს გარშემო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამხედროები ქალაქის დარჩენილ ნაწილებში უფრო ღრმად შევიდნენ, […]

დონალდ ტრამპი ნიუ-ჰემფშირში გამართულ პრაიმერისში ლიდერობს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ნიუ-ჰემფშირის შტატში, რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის გამართულ შიდაპარტიულ არჩევნებში – პრაიმერისში – ლიდერობს, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, ამ დროისთვის დათვლილია ხმების დაახლოებით 44 %-ი და მიღებული შედეგების თანახმად, დონალდ ტრამპს ხმების 54.4%-ი აქვს, მის მეტოქეს, ნიკი ჰეილის კი – 43.9%-ი. ნიკი ჰეილიმ, რომელიც სამხრეთ კაროლინის შტატის ყოფილი გუბერნატორია, […]

ანტონიო გუტერეში – კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებულ გადაწყეტაზე ისრაელის უარი კონფლიქტის გახანგრძლივების რისკს ქმნის

კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებით გადაწყვეტაზე ისრაელის მხრიდან მკაფიო უარი მიუღებელია და პალესტინელებთან კონფლიქტის გახანგრძლივების რისკს ქმნის, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მან კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებით გადაწყვეტას ორივე მხარის მისწრაფებების მოსაგვარებლად ერთადერთი გზა უწოდა და აღნიშნა, რომ მის მიღებაზე ნებისმიერი უარი მტკიცედ უნდა იქნას უარყოფილი. […]

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო – „რამშტაინის“ შეხვედრაზე პარტნიორებმა უკრაინის მიმართ მხარდაჭერის გაგრძელების, მათ შორის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდების შესახებ განაცხადეს

უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის მე-18 შეხვედრაზე კიევის მოკავშირეებმა სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელების, მათ შორის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდების, პირობა დადეს, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, ილარიონ პავლიუკმა განაცხადა. მისი თქმით, „რამშტაინის“ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე უკრაინულმა მხარემ მოისმინა „საკმაოდ მნიშვნელოვანი განცხადებები პარტნიორებისგან, საკმარისად მნიშვნელოვანი ვალდებულებები იმისთვის, რომ ვთქვათ, რომ უკრაინის მიმართ ძლიერი მხარდაჭერა […]

ერაყში, ირანის მიერ მხარდაჭერილ შეიარაღებულ დაჯგუფებებზე აშშ-ის საჰაერო თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა

ერაყში ირანის მიერ მხარდაჭერილ გასამხედროებულ დაჯგუფებებზე აშშ-ის საჰაერო თავდასხმებს სულ მცირე ერთი ადამიანი ემსხვერპლა და ორი დაშავდა, – ინფორმაციას CNN-ი ერაყის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, დაჯგუფება „კატაიბ ჰეზბოლას“ ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნულია, რომ დაღუპული მათი მებრძოლი იყო. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, ავიაიერიშები აშშ-ის ძალებზე თავდასხმების პასუხად განხორციელდა და მათი სამიზნე […]