თბილისში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ბევრი პროექტი დასრულდა, რამდენიმე მიმდინარეა, ხოლო ნაწილი – დასრულების ეტაპზეა. მათ შორის, რეაბილიტაცია ჩაუტარდა გლდანის საცურაო აუზს, რომელიც ფუნქციონირებას თებერვლიდან დაიწყებს. ასევე, გაზაფხულზე დასრულდება დიდ დიღომში მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის სამშენებლო სამუშაოები. „სპორტული ტრადიციების შენარჩუნება, […]
თეთრიწყლები-ვერონას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ47 (თეთრიწყლები-ვერონა) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ევროკავშირი რუსულ ალუმინზე გეგმავს ემბარგოს დაწესებას – Politico

ევროკავშირი სანქციების მე-13 პაკეტის ფარგლებში რუსულ ალუმინზე გეგმავს ემბარგოს დაწესებას. ამის შესახებ Politico წერს. სანქციების ახალ პაკეტში შეზღუდვები ბირთვული ენერგიასა და თხევად ბუნებრივ აირზე კვლავ ვერ ხვდება. ამის მიზეზი ევროკავშირის ქვეყნების არაერთგვაროვანი პოზიციაა. Росатом-ი უნგრეთისთვის 2 ახალ რეაქტორს აშენებს, ამიტომ უნგრეთი არ ეთანხმება რუსეთის ატომურ სექტორზე ემბარგოს დაწესებას; რუსული თხევადი ბუნებრივი აირი კი ბევრ ქვეყანაშია […]
ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილე – დიახ, მე უნდა ვასრულებდე ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობას – ასეთი იყო შარლ მიშელის სულისკვეთება და ასე წერია კოდექსში

საარჩევნო ტექნოლოგიები, ბუნებრივია, კარგია, თუმცა ის არ უნდა განვაცალკეოთ იმ გარემოებისგან და ფაქტორისგან, რომ ამ საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებაზე პასუხისმგებელი საარჩევნო ადმინისტრაცია მიკერძოებული, სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილია და იმართება „ქართული ოცნების“ ინტერესების შესაბამისად, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სიორიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა. აღნიშნული განცხადებით სიორიძე გუშინდელ შეხვედრაზე, რომელიც ცესკოს ხელმძღვანელობასა […]
პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ – მოვითხოვთ შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელიც საბანკო ხელშეკრულებებს შეისწავლის

პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ მდივანი, მარიამ კუკავა კეკელიძის 1-ელ ნომერში გამოსახლებას ეხმაურება და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს. „გუშინ, კეკელიძის 1 ნომერში აღსრულების ეროვნულმა ბიურომ უკანონოდ და უსამართლოდ გამოასახლა ხატიაშვილების ოჯახი. მხოლოდ ეს არ იკმარა და პოლიციასთან თანამშრომლობით დააკავეს ჩვენი პარტიის წევრი ბესიკ ჩაკვეტაძე და რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტი, რომლებიც მშვიდობიანად აპროტესტებდნენ გამოსახლების პროცესს. დღეს ასეთი ოჯახები […]
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი – ორი ოჯახი, რომელთაც მცირეწლოვნები ჰყავთ, ღია ცის ქვეშ დატოვეს, ვითხოვთ ამ ოჯახების ბინებით უზრუნველყოფას

ორი ოჯახი, რომელთაც მცირეწლოვნები ჰყავთ, ღია ცის ქვეშ დატოვეს. მათ შორის, ერთ- ერთ ოჯახში მცირეწლოვანი ბავშვი არის შშმ პირი. ხელისუფლებისგან მოვითხოვთ, რომ ეს ოჯახები ბინით უზრუნველყონ, – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ანდრო მაღლაკელიძე ქუთაისში ხელისუფლების მიერ დევნილების გამოსახლების ფაქტს. მისი თქმით, ხელისუფლებამ დევნილების დროებითი საცხოვრებლის პრივატიზაცია ისე განახორციელა, რომ მათთვის ახსნა-განმარტებაც არ […]
თეთრიწყლები-ვერონას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ47 (თეთრიწყლები-ვერონა) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ფეხბურთისა და კალათბურთის ფედერაციებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ კალათბურთისა და ფეხბურთის ეროვნულ ფედერაციებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, თავდაცვის სამინისტროში დოკუმენტს ხელი მოაწერეს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ბუბუნაურმა, ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა. „მემორანდუმი საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ასევე ქართული ფეხბურთისა და კალათბურთის განვითარებას ისახავს […]
ანა ბუჩუკურის ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ ემზადება პროვოკაციებისთვის, ძალის დემონსტრირებისთვის, ამზადებს დეზინფორმაციასა და ე.წ. დიპფეიკებს

პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატის ანა ბუჩუკურის ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ ემზადება პროვოკაციებისთვის, ძალის დემონსტრირებისთვის, ამზადებს დეზინფორმაციასა და ე.წ. დიპფეიკებს. როგორც ბუჩუკურმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ეს არის თავად პარტია „ქართული ოცნებიდან“ და მათ მიერ კონტროლირებადი მედიებიდან გაჟონილი ინფორმაცია. „მსგავსი ტიპის პროვოკაციებს არჩევნებამდე ყველა უნდა ველოდოთ – ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ!“ – განაცხადა ბუჩუკურმა. პარტია „საქართველოსთვის” დეპუტატი 23 იანვარს, […]
პიტბულის მიერ დაკბენილი 2 წლის ბავშვის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

პიტბულის მიერ დაკბენილი 2 წლის ბავშვის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში, 16 დეკემბერს, ძაღლმა ორი მცირეწლოვანი, ძმები – ნიკოლოზ და ლაზარე ნაკაშიძეები დაკბინა. 2 წლის ლაზარეს რამდენი ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, ერთ-ერთი ბოლო ოპერაცია, რომელიც დაახლოებით, ერთი კვირის წინ ჩატარდა, გართულებების გარეშე დასრულდა. 2 წლის ლაზარე ახლა ექიმების დაკვირვების ქვეშაა. პატარა ლაზარეს ოპერაციები […]