თბილისის მერია ვაზისუბანში პარკის რეაბილიტაციას იწყებს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სამგორის რაიონში, ვაზისუბნის დასახლებაში, N8, N16 და N7 კორპუსების მიმდებარედ, ორ ჰექტარამდე ტერიტორიაზე პარკის რეაბილიტაცია განხორციელდება. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, სავარჯიშო და საბავშვო მოედნები, სასმელი წყლის შადრევნები, განთავსდება ძაღლების სასეირნო მოედანი და შეიცვლება საპარკო ინფრასტრუქტურა. „თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ვაზისუბანში, […]
განაწყენება ანჩელოტიზე – გულერი, სავარაუდოდ, იჯარით წავა

Sport.es-ი წერს, რომ იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში “რეალს” თურქი ნახევარმცველი არდა გულერი დატოვებს. ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, 18 წლის ფეხბურთელი იჯარის წესით სეზონის ბოლომდე რომელიმე გუნდს მიაშურებს. ახალგაზრდა შუახაზელს მადრიდელთა მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტისთან ურთიერთობა დაეძაბა. ის ლა ლიგის 21-ე ტურის მატჩში “ალმერიასთან” იტალიელმა გასახურებლად გაუშვა, თუმცა მოედანზე არ გამოიყვანა, რის გამოც თურქმა წყენა და […]
კანადა უკრაინას 10 მრავალფუნქციურ ნავ Zodiac Hurricane-ს გადასცემს

კანადა უკრაინას 10 მრავალფუნქციურ ნავ Zodiac Hurricane-ს გადასცემს – ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ბილ ბლერმა 23 იანვარს განაცხადა უკრაინის თავდაცვის საკითხებში საკონტაქტო ჯგუფის მე-18 შეხვედრაზე. კანადის მთავრობა ამ დახმარების პაკეტს დაახლოებით 20 მილიონ დოლარად აფასებს. “მრავალძრავიანი ნავი Zodiac Hurricane უკრაინელ სამხედროებს სხვადასხვა საზღვაო ოპერაციის, მათ შორის ძებნა-გადარჩენის, პირადი შემადგენლობისა და ტვირთების ტრანსპორტირების, თვალთვალისა და […]
ვინც ფიზიკურად გაუსწორდება მერიის თანამშრომლებს, უნდა დაისაჯონ – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების პროცესში მერიის მონიტორინგის სამსახურების თანამშრომლების მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტები გახშირდა. ამის შესახებ მან დღეს, 24 იანვარს, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. როგორც კალაძემ განაცხადა, ადამიანები, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდებიან ჩვენს თანამშრომლებს, მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, უნდა დაისაჯონ. კახა კალაძემ ვიცე-მერს, ირაკლიმ ხმალაძეს დაავალა, რომ შესაბამის უწყებებთან მჭიდრო […]
საქართველოს მღვიმეებსა და კანიონებში შესვლის ფასი მარტიდან იზრდება

2024 წლის 1 მარტიდან საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე შესასვლელი ბილეთების ფასი შეიცვლება, იუწყება დაცული ტერიტორიების სააგენტო. ფასების ზრდას უწყებაში ხსნიან მათი საქმიანობის ეფექტიანობის ზრდით. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ დაცულ ტერიტორიებზე 6 წლამდე ბავშვები ტერიტორიაზე უფასოდ დაიშვებიან, ხოლო 6-18 წლამდე პირებისთვის შენარჩუნდება შესვლის ღირებულება — 5.5 ლარი. რაც შეეხება სხვადასხვა ტერიტორიაზე შესასვლელი ბილეთების ფასებს: · მარტვილის კანიონი საქართველოს […]
ბელგოროდში რუსული სამხედრო „ილ-76“ ჩამოვარდა, დაიღუპა 63-ზე მეტი მგზავრი

რუსული სამხედრო თვითმფრინავი „ილ-76“ ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდა, იტყობინება „მედუზა“. ადგილობრივი ტელეგრამ-არხების ცნობით, წინასწარი ინფორმაციით ხომალდზე 74 ადამიანი იყო და ყველა მათგანი დაიღუპა. მოგვიანებით რუსულმა სამთავრობო მედიამ, „რია ნოვოსტიმ“ განაცხადა, რომ დაღუპულთა შორის 65 უკრაინელი ტყვე იყო. თვითმფრინავის ჩამოვარდნას ადასტურებს ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვიც. მისი თქმით, ადგილზე მუშაობენ გამომძიებლები და მაშველები. იგი აღნიშნავს, რომ დეტალებს საზოგადოებას […]
თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – მეტი წმინდა სავალუტო შემოდინება და ასევე, გაუმჯობესებული სენტიმენტები

დეკემბრის წმინდა სავალუტო შემოდინებები ისევ გაუმჯობესდა. წინასწარი შეფასებებით, ეს ძირითადად ტრადიციული ტურიზმის მატებით იყო გამოწვეული მაშინ, როდესაც მიგრაციის ეფექტი მცირედით, მაგრამ კვლავ შემცირდა. უკვე იანვრის დეპოზიტების ყოველდღიურ დინამიკაზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ ე.წ. ლარის სეზონური გაუფასურების მოლოდინები, თავისთავად, ბოლოდროინდელი გარკვეული გამყარების გამო შეიცვალა. სეზონური ფაქტორების გამორიცხვით, იანვარში დეკემბერთან მიმართებით უკვე ლარის დეპოზიტების ზრდა ვალუტასთან შედარებით […]
“კერძო გამსესხებლებმა იპოვეს გამოსავალი” – ფინანსურად დამანგრეველი პირობები – გიორგი კეპულაძე

„საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი, გიორგი კეპულაძე: 2018 წლიდან საქართველოში კერძო გამსესხებლებს საკმაოდ მკაცრი რეგულაციები დაუწესეს: თუმცა შემდეგ მოხდა ის, რაც ხშირად ხდება. რეგულაციებმა ვერ იმუშავა და კერძო გამსესხებლებმა იპოვეს გამოსავალი. ისინი იპოთეკის ნაცვლად აფორმებენ „ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით“ ხელშეკრულებებს, რაც ნიშნავს, რომ მსესხებელი სესხის სანაცვლოდ ავტომატურად უფორმებს უძრავ ქონებას გამსესხებელს და ხელს აწერს ისეთ პირობებზე, რომელიც […]
“ყველა სიგიჟე და მავნებლობა კეთილშობილური განზრახვებით იფუთება ხოლმე” – ყურაშვილი

ბლოგერი, ლევან ყურაშვილი: დაარეგულირეს ქოცებმა კერძო იპოთეკა და იპოვნეს კერძო გამსესხებლებმა გამოსავალი: სესხი უპირატესი შესყიდვის უფლებით. როცა სახლს უფორმებ კერძო გამსესხებელს, სანაცვლოდ იღებ ფულს, მაგრამ ამ ქონების გამოსყიდვის უპირატესი უფლება გაქვს. შედეგი? არნახული რაოდენობის დავაა სასამართლოში მსგავს შემთხვევებზე. რეალურად, კერძო მსესხებლისგან ფულის აღება უარესი პირობებით უწევთ ადამიანებს, ვიდრე ამ რეგულაციამდე. ამიტომ, როცა რაღაცის დარეგულირებაზე ვსაუბრობთ, […]
2023 წლის 1-ელ აგვისტომდე რეგისტრირებული სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ბალისტიკური შემოწმებისთვის განსაზღვრული ვადა გახანგრძლივდა

შსს-ს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წლის პირველ აგვისტომდე რეგისტრირებული სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ბალისტიკური შემოწმებისთვის განსაზღვრული ვადა გახანგრძლივდა. „მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, 2023 წლის პირველ აგვისტომდე რეგისტრირებული სანადირო ხრახნილლულიანი, მათ შორის, კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ბალისტიკური შემოწმების ჩატარების მიზნით მომსახურების სააგენტოში წარმოდგენის ვადა გახანგრძლივდა და […]