ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი კიბერუსაფრთხოების ტრენინგკურსებზე მონაწილეთა რეგისტრაციას აცხადებს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) კიბერუსაფრთხოების საფუძვლების, ეთიკური ჰაკერისა და ეთიკური ჰაკერის პრაქტიკულ ტრენინგკურსებზე მსმენელების მეორე ნაკადის მიღებას აცხადებს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ცნობით, კურსები არის სხვადასხვა დონის და განკუთვნილია, როგორც დამწყებთათვის (კიბერუსაფრთხოების საფუძვლები) ასევე, საშუალო რგოლის (ეთიკური ჰაკერი) და გამოცდილი (ეთიკური ჰაკერის პრაქტიკული კურსი) სპეციალისტებისთვის. „კურსების მიზანია კიბერუსაფრთხოების დარგში კვალიფიციური და კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალის მომზადება. USAID-ისა […]

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა, დავით ფაცაციამ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებთან შეხვედრები გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა, დავით ფაცაციამ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრებზე, მხარეებმა აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეთა წინაშე მდგარ გამოწვევებზე – სოციალურ კეთილდღეობაზე, მათი საცხოვრებელი ადგილების ინფრასტრუქტურულ მოწესრიგებასა და განსახლების საკითხებზე ისაუბრეს. „აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებთან მუდმივი კომუნიკაცია, მათი საჭიროებების მოსმენა და შემდგომი […]

გიორგი ჩიქოვანმა ბათუმში მწვანე წყალბადის საწარმოს განთავსების საკითხზე შეხვედრები გამართა

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩიქოვანმა, აჭარის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, ბათუმში მწვანე წყალბადის საწარმოს განთავსების საკითხზე შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ნავთობისა და გაზის კორპორაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) ენერგეტიკის სექტორის დირექტორი ბოდო შმიულინგი და კორპორაციაში შექმნილი მწვანე ენერგიის საიმპლემენტაციო ჯგუფის წევრები. „შეხვედრაზე მწვანე წყალბადის საწარმოს […]

ხელოვნების მუზეუმის ექსპერტიზის ლაბორატორიამ ფერწერული ნამუშევრის ფიროსმანისადმი კუთვნილება დაადასტურა

შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ირაკლი ფარჯიანის სახელობის ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის ლაბორატორიაში კერძო კოლექციის ფერწერულ ნამუშევარს – „ირემი“ – საექსპერტო კვლევა ჩაუტარდა და ნიკო ფიროსმანაშვილის ავტორობა დადასტურდა. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის ლაბორატორიის დასკვნა ნიკო ფიროსმანაშვილის ფერწერული ნამუშევრის – „ირემი“ – ავთენტიკურობის შესახებ გადაეცა მესაკუთრეს […]

ამბროლაურში მრავალფუნქციური ცენტრი შენდება

მდინარე კრიხულას სანაპიროზე, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული როლის გაზრდის მიზნით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში, მრავალფუნქციური ცენტრის მშენებლობა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტით გათვალისწინებულია ქალაქ ამბროლაურის, ურბანული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საპარკინგე ადგილების (სადაც მოეწყობა ელექტრომობილების დასამუხტი აპარატები), საგამოფენო სივრცეებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა. „პროექტი, ასევე, ითვალისწინებს გარე განათების, გამწვანების სამუშაოების […]

ზურაბ ჭიაბერაშვილი – ვმუშაობთ სამართლებრივად და პოლიტიკურად, რათა მივაღწიოთ, რომ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს პოლიტიკური ნიშნით და არა ჯანმრთელობის გამო

ჩვენ მუდმივად, მეთოდურად ყველა მიმართულებით ვმუშაობთ – სამართლებრივად და პოლიტიკურადაც, რათა მივაღწიოთ იმას, რომ საქართველოში პოლიტიკური დევნა შეწყდეს და მიხეილ სააკაშვილი პირველ რიგში პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდეს, – ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური ნიშნით და არა უბრალოდ ჯანმრთელობის გამო. „პირველ რიგში, უნდა […]

60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო აუზებისა და ფიტნეს დარბაზების მომსახურების დაფინანსების პროგრამა გრძელდება

60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო აუზებისა და ფიტნეს დარბაზების მომსახურების დაფინანსების პროგრამა მიმდინარე წელსაც გაგრძელდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი“ წერს. ამ ეტაპზე, სპორტული სერვისებით ერთდროულად 400-ზე მეტი მოქალაქე სარგებლობს და სპორტულ მიმართულებებში, ჯამში, 1000-ზე მეტი ბენეფიციარია ჩართული. შეგახსენებთ, რომ თბილისის მერია 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო აუზებისა და ფიტნეს დარბაზების […]

დასაჩუქრდი Apple-ის 5$-ის აქციებით თიბისის ციფრული ბანკის საინვესტიციო პლატფორმაზე

თუ ჯერ არ ხარ თიბისის ციფრული ბანკის საინვესტიციო პლატფორმის მომხმარებელი, გახსენი საინვესტიციო ანგარიში, მოხვდი პირველ 1000 მომხმარებელს შორის და დასაჩუქრდი Apple-ის 5$-ის აქციებით: https://tbconline.ge/MB/INV ანგარიშის გახსნა ძალიან მარტივია. პირველ რიგში, განაახლე თიბისის ციფრული ბანკის აპლიკაცია და მიჰყევი ინსტრუქციას. საინვესტიციო პლატფორმა შეზღუდვებისა და საკომისიოების გარეშე შეიძინე 6500-ზე მეტი ამერიკული კომპანიის აქციები და ფონდები ღილაკზე თითის ერთი […]

გიორგი ჩიქოვანმა ბათუმში მწვანე წყალბადის საწარმოს განთავსების საკითხზე შეხვედრები გამართა

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩიქოვანმა, აჭარის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, ბათუმში მწვანე წყალბადის საწარმოს განთავსების საკითხზე შეხვედრა გამართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) ენერგეტიკის სექტორის დირექტორი ბოდო შმიულინგი და კორპორაციაში შექმნილი მწვანე ენერგიის საიმპლემენტაციო ჯგუფის წევრები. შეხვედრაზე მწვანე წყალბადის საწარმოს მშენებლობისა და მწვანე ენერგიის გამოყენებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ტექნიკური, […]

საქართველოში ყინვა გაძლიერდება – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 25-27 იანვარს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. სააგენტოს ცნობით, 25-26 იანვარს საქართველოში შედარებით ცივი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა. 27 იანვრიდან კვლავ ნალექიანი ამინდი იქნება. ქ. თბილისში 25-26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 27 იანვარს თოვლჭყაპია შესაძლებელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -1, -3, დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება. […]