დასაჩუქრდი Apple-ის 5$-ის აქციებით თიბისის ციფრული ბანკის საინვესტიციო პლატფორმაზე

თუ ჯერ არ ხარ თიბისის ციფრული ბანკის საინვესტიციო პლატფორმის მომხმარებელი, გახსენი საინვესტიციო ანგარიში, მოხვდი პირველ 1000 მომხმარებელს შორის და დასაჩუქრდი Apple-ის 5$-ის აქციებით:https://tbconline.ge/MB/INV ანგარიშის გახსნა ძალიან მარტივია. პირველ რიგში, განაახლე თიბისის ციფრული ბანკის აპლიკაცია და მიჰყევი ინსტრუქციას. საინვესტიციო პლატფორმა შეზღუდვებისა და საკომისიოების გარეშე შეიძინე 6500-ზე მეტი ამერიკული კომპანიის აქციები და ფონდები ღილაკზე თითის ერთი დაჭერით. […]
“ომს ვიწყებთ ჭორვილელი ხიხოს მიერ შექმნილი 12-წლიანი მარაზმის წინააღმდეგ” – მარინა ხატიაშვილი

ფოტო – ტვ პირველი იძულებითი გამოსახლების პრაქტიკაზე სრულ პასუხისმგებლობას დაზარალებულები და სამოქალაქო აქტივისტები ბიძინა ივანიშვილის აკისრებენ – დღეს აქციის მონაწილეებმა და მევახშეებისგან დაზარალებულმა ხალხმა ქართველ ოლიგარქს დაპირებებიც შეახსენა. ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლამდე მოქალაქეებს პირდებოდა, რომ სესხების აღებას დაბალ პროცენტში შეძლებდნენ და ეს პრობლემა დასრულდებოდა. მარინა ხატიაშვილი, რომელიც გუშინ საცხოვრებლიდან იძულებით გამოასახლეს, ტვ პირველთან, ამბობს: “ჩვენ ახალ […]
დასავლური კომპანიები რუსეთს სუ-30-ის სათადარიგო ნაწილებით ამარაგებენ – “სისტემა“

აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიისა და ნატოს სხვა ქვეყნების კომპანიები, სანქციების მიუხედავად, აგრძელებენ რუსეთისთვის გამანადგურებელ სუ-30-ის ნაწილების მიწოდებას – ნათქვამია პროექტ “სისტემის” მიერ ჩატარებულ გამოძიებაში. სუ-30 იწარმოება ირკუტსკის თვითმფრინავების ქარხანაში (სააქციო საზოგადოება „იაკოვლევის“ ფილიალი), რომელიც, როგორც კომპანია „როსტექის“ ნაწილი, არის რუსული თვითმფრინავების ყველაზე მსხვილი მწარმოებელი. თავდაცვის სფეროში ინფორმაციის მოპოვებითა და ანალიზით დაკავებული არაკომერციული ორგანიზაცია C4ADS-ის თანახმად, 2022-2023 […]
NGO-ები: ხელისუფლება საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე თავდასხმით მტრის ხატის შექმნას ცდილობს

18 არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება საზოგადოებრივ ორგანიზაციებს თავს ესხმის, ცდილობს შექმნას “მტის ხატი” და ანტიდასავლურ საარჩევნო კამპანიას აწარმოებს. NGO-ების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ ორგანიზაცია სამოქალაქო იდეა, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (სოვლაბი) და სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი მთავრობის მხრიდან მორიგი თავდასხმის ტალღის ობიექტები გახდნენ, აღნიშნული ქმედება კი წინასაარჩევნო პროპაგანდის ნაწილია. “საქართველოს პარლამენტის […]
ეროვნული მუზეუმი მზადაა, აფხაზეთში ხანძრისგან გადარჩენილი ექსპონატების რესტავრაციაში ჩაერთოს

საქართველოს ეროვნული მუზეუმის განცხადებით, მუზეუმი მზადაა, ოკუპირებულ აფხაზეთში სამხატვრო გალერეაში ხანძრის შედეგად დაზიანებული ექსპონატების რესტავრაციის პროცესში ჩაერთოს და ამისთვის “შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის რესტავრატორებისაგან შექმნას სპეციალური ჯგუფი”. “სოხუმის სამხატვრო გალერეაში” ხანძარი 21 იანვრის გამთენიისას გაჩნდა. ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. კულტურის მინისტრის, დიმარა სმირის თქმით, 4 000 ნამუშევრიდან მხოლოდ 150 გადარჩა. 22 იანვარს […]
გერმანია უკრაინას Sea King Mk41-ის ტიპის სამხედრო ვერტმფრენებს გადასცემს

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის თქმით, გერმანია უკრაინას Sea King Mk41-ის ტიპის სამხედრო ვერტმფრენებს გადასცემს. ამის შესახებ პისტორიუსმა რამშტაინის ფორმატში მე-18 შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. გერმანიის თავდაცვის მინისტრის თქმით, უკრაინა 6 მრავალფუნქციურ Sea King Mk41-ის ტიპის სამხედრო ვერტმფრენთან ერთად, სათადარიგო ნაწილების კომპლექტებსაც მიიღებს. “Sea King არის აპრობირებული და საიმედო ვერტმფრენი, რომელიც უკრაინელებს ბევრ სფეროში დაეხმარება: შავი […]
ოდიშარია გამოსახლებაზე: მძიმე სურათიდან გამომდინარე, ადაპტაციას გავუკეთებთ კანონმდებლობას

ქართულმა ოცნებამ შემოიტანა სასამართლოს კომპონენტი, რეფორმირდა ეს პროცესი და გახდა უფრო ჰუმანური. თუმცა, პროცესიდან გამომდინარე, იმ მძიმე სურათიდან გამომდინარე, რაც ვნახეთ ამ დღეების განმავლობაში, როგორც ჩანს საკმარისი არ არის. რაც საჭიროა, ადაპტაციას გავუკეთებთ კანონმდებლობას და რეგულაციებს ამ პროცესთან მიმართებაში. ჩემი ლიდერი არის ირაკლი კობახიძე. შევიკრიბებით მისი ხელმძღვანელობით, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, სხვა ჩვენს კოლეგებთან ერთად ვიმსჯელებთ […]
შვედეთის NATO-ში გაწევრიანების მხარდაჭერა თურქეთის სუვერენული უფლებაა | პესკოვი

კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, თურქეთის პარლამენტის მიერ NATO-ში შვედეთის გაწევრიანების მხარდაჭერა თურქეთის სუვერენული უფლებაა. პესკოვი ამბობს, რომ თურქეთი თავად არის NATO-ს წევრი ქვეყანა, ამიტომ მას ალიანსთან “თავისი ვალდებულებები აქვს”. “ეს თურქეთის პარლამენტის გადაწყვეტილებაა. თურქეთი თავად არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, ეს აბსოლუტურად აშკარა ფაქტია. მას თავისი ვალდებულებები და გარკვეული მოლაპარაკებების პროცესები აქვს ამ ალიანსის სხვა […]
ჯანდაცვამ კომპენსაციებზე შეთავაზების პროცესი დაიწყო | რესპუბლიკურის თანამშრომლებს გადაწყვეტილების მისაღებად 2 კვირა აქვთ

ჯანდაცვის სამინისტრომ, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის, კომპენსაციებთან დაკავშირებით, შეთავაზების პროცესი ოფიციალურად დაიწყო. უწყების ცნობით, შესაბამის დოკუმენტებს, თითოეული თანამშრომელი ინდივიდუალურად მიიღებს. შეთავაზებების პაკეტის მიხედვით: • ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოშია დასაქმებული, კომპენსაციის სახით, ერთჯერადად, 12 თვის ხელფასით იქნება უზრუნველყოფილი; • თუ კლინიკის თანამშრომელი სხვა დაწესებულებაშიც მუშაობს, კომპენსაციის სახით, 4 თვის ხელფასს მიიღებს; • სამედიცინო პერსონალი, […]
წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოების გამო, ერისთავის ქუჩაზე ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, 25 იანვარს, 00:00-დან 07:00 საათამდე, თორნიკე ერისთავის ქუჩაზე, აკაკი წერეთლის გამზირის კვეთასთან, საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება. „თბილისში, წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოების გამო, 25 იანვარს, 00:00-დან 07:00 საათამდე, თორნიკე ერისთავის ქუჩაზე, აკაკი წერეთლის გამზირის კვეთასთან, საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“, – ნათქვამია თბილისის […]