“ზამთარში გამოსახლება არის კატასტროფა… ჩემ დროს მსგავსი რამ არ ხდებოდა” – მამუკა ხაზარაძე

პარ­ტია “ლე­ლოს” ლი­დე­რი მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე აცხა­დებს, რომ ზამ­თარ­ში ოჯა­ხე­ბის გა­რეთ გა­მო­სახ­ლე­ბა კა­ტას­ტრო­ფაა და მისი “თი­ბი­სი ბან­კში” ყოფ­ნის დროს მსგავ­სი რამ არ ხდე­ბო­და. ამის შე­სა­ხებ ხა­ზა­რა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნუ­ცხა­და. „ყველა ქვეყანაში მსგავსი რამ ზამთარში არის აკრძალული, ეს არის კატასტროფა“, – განაცხადა ხაზარაძემ. კითხვაზე, თქვენ დროს როგორ ხდებოდა, ხაზარაძემ აღნიშნა: „ჩემს დროს მსგავსი რაღაც არ ხდებოდა და […]

“არ მგონია, რომ მევახშეობაში რაიმე პრობლემა იყოს, ვალს გადახდა სჭირდება“ – ზურა ჯაფარიძე

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურა ჯაფარიძე, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე გუშინდელ გამოსახლებაზე საუბრისას, მედიასთან ამბობს: არ მგონია, რომ მევახშეობაში რაიმე პრობლემა იყოს. ვალს გადახდა სჭირდება ნებისმიერ შემთხვევაში. თუ არ იარსებებს მექანიზმი, როგორ შეიძლება ადამიანი აიძულო, რომ ვალი გადაიხადოს, არავინ ვალს არ გადაიხდის. მთელი საბანკო სისტემა ამაზე დგას და შემდეგ მთელი ეკონომიკა,“- აღნიშნა ჯაფარიძემ. წყარო – […]

სოხუმში აქცია იმართება საწვავის ბაზრის მონოპოლიზაციის წინააღმდეგ

სოხუმში „აფხაზეთის საწვავის ასოციაციის“ ორგანიზებით აქცია იმართება. აქციის მონაწილეები საწვავის ბაზრის მონოპოლიზაციას ეწინააღმდეგებიან. საწვავის კომპანიები და ადგილობრივები სოხუმში მოჰაჯირების სანაპიროზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი ე.წ. სამთავრობო კომპლექსში გადაინაცვლეს. ადგილზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. ტელეგრამ-არხების ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორები დახურულ კარს მიღმა ხვდებიან დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრემიერ-მინისტრს, ალექსანდრ ანქვაბს. 16 დეკემბერს რუსეთის მთავრობამ დადგენილება მიიღო, რომლის მიხედვითაც, რუსეთიდან […]

რამაზ სვანაძე – 21-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ახალი კონტრაქტი გაფორმდა

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს, რამაზ სვანაძეს, და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის ახალი ხელშეკრულება გაფორმდა. მიმდინარე კონტრაქტი 42 წლის სპეციალისტთან ერთი წლით გაგრძელდა, რომელიც კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობას ითვალისწინებს. რამაზ სვანაძე 21-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2021 წლის თებერვლიდან მუშაობს. მას შემდეგ, მისი ხელმძღვანელობით, ახალგაზრდულმა ნაკრებმა 20 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 10 მოიგო, 4-ჯერ დამარცხდა და […]

ბაზარზე კრემ თაფლის მწარმოებელი ბრენდი “სურები” გამოჩნდა

ბაზარზე კრემ თაფლის მწარმოებელი ბრენდი “სურები” გამოჩნდა. “ეს პროდუქტი მთელს მსოფლიოში ძალიან მოთხოვნადია, საქართველოსთვის კი ჯერ კიდევ ახალია”, – აცხადებს ბრენდის დამფუძნებელი ნუკრი კიკაბიძე BMG-სთან საუბრისას. თაფლს გურიის მაღალ მთიან სოფელ სურებში არსებული ცნობილი მეთაფლეობის კერიდან იღებენ, მისი კრემირება და პროდუქტის წარმოება კი ჩოხატაურის რაიონში მიმდინარეობს. კიკაბიძე აღნიშნავს, რომ ორი მთავარი მიზანი აქვთ – რეგიონში […]

კეკელიძის ქუჩაზე დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით აქტივისტები აღსრულების ბიუროში შევიდნენ

გამოსახლების წინააღმდეგ და კეკელიძეზე დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით, მოძრაობა “ხმა” აღსრულების ბიუროში შევიდა. აქტივისტები უწყების შესასვლელში იმყოფებიან და საკუთარ მოთხოვნებს აჟღერებენ – ინფორმაციას “მაუწყებელი” ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ პოლიციამ გუშინ, 23 იანვარს, კეკელიძის N1-ში ბინიდან ოჯახის გამოსახლების დროს მოძრაობა “ხმის” ორი აქტივისტი, გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა სისხლის სამართლის წესით დააკავა. მათ 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. […]

ჩინეთში, მაღაზიაში გაჩენილ ხანძარს 39 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთის ცენტრალურ პროვინციაში ჯიანგსის მაღაზიაში ხანძარს 39 ადამიანი ემსხვერპლა. მედიის ცნობით, ხანძარი, ოთხშაბათს შუადღისას გაჩნდა. შემთხვევის ადგილას ამ დრომდე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ათობით თანამშრომელი, მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია კიდევ რამდენიმე ადამიანი. პრეზიდენტმა სი ძინპინმა, ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად, გამოძიების ჩატარება და ქვეყანაში მსგავსი სასიკვდილო ინციდენტების “მტკიცე შეკავება” მოითხოვა.

აიაზმა-ნინოწმინდის მონაკვეთზე გარკვეული ტიპის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალა

აიაზმა-ნინოწმინდის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალა – ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი წერს. “რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ147 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის […]

რუსეთიდან საქართველოში შესვლას 785 სატვირთო ავტომობილი ელოდება

რუსეთიდან საქართველოს საზღვრის გადაკვეთას 780-ზე მეტი სატვირთო ავტომობილი ელოდება. ინფორმაციას ჩრდილოეთ ოსეთი-ალანიის რესპუბლიკის საგზაო მოძრაობის მართვის ცენტრის ვებგვერდი ელექტრონული რიგის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყების ცნობით, „გადასასვლელი დაკეტილია და რიგში სულ 785 მანქანა დგას.“ კავკასიონის მთავარ ქედზე გამავალი ვლადიკავკაზი-თბილისის გზა, რომელიც რუსეთს საქართველოსთან და ამიერკავკასიის დანარჩენ ქვეყნებთან აკავშირებს, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის თოვისა და მოყინვის გამო […]

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები შენობის დემონტაჟს აპროტესტებენ და მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებისა და სხვა თანამშრომლების ნაწილი კლინიკის შენობის დემონტაჟს აპროტესტებს. მათ დღეს საავადმყოფოს ეზოში გამართეს აქცია, 26 იანვარს კი ჯანდაცვის სამინისტროსთან, უფრო ფართომასშტაბიან დემონსტრაციას გეგმავენ. ისინი ითხოვენ, პირადად შეხვდეს მინისტრი და დეტალურად აუხსნას შენობის დემონტაჟის მიზეზები და სამომავლო პერსპექტივები. ისინი არ ენდობიან მთავრობის პირობას, რომ ტერიტორიაზე ახალი, მრავალპროფილური და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება აშენდება. რესპუბლიკური […]