იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურას იწყებს

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურას იწყებს. აღნიშნული გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო. იუსტიციის უმაღესი საბჭოს ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის სამ ვაკანსიაზე განცხადებები ელექტრონული ფორმით მიიღება 2024 წლის 25 იანვრიდან 15 თებერვლის ჩათვლით.

გიორგი კეპულაძე – ფინანსურ სექტორში რეგულაციები უნდა იყოს გონივრული, მაგალითები გვაქვს, რომ საკმაოდ მკაცრ რეგულაციებშიც იპოვეს ხვრელი

რეგულაციები უნდა იყოს გონივრული, არ უნდა დავტოვოთ ხვრელები, მაგალითები გვაქვს, რომ საკმაოდ მკაცრ რეგულაციებშიც იპოვეს ხვრელი , – ამის შესახებ ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელმა, გიორგი კეპულაძემ იძულებით გამოსახლებაზე და ამასთან დაკავშირებით სამართლებრივ ნორმებზე საუბრისას განაცხადა. როგორც კეპულაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, 2018 წლის შემდეგ დაწესებულმა რეგულაციებმა ვერ იმუშავა და პირიქით, მდგომარეობა გააუარესა. მისი თქმით, […]

აფნისში მუდმივად ცხოვრობს 11 ოჯახი, მათ შორის 4 ბავშვი – ქარელის მერია ატრაქციონებზე

ქარელის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ აფნისში საბავშვო ატრაქციონების დადგმის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. მერიის თანახმად, სოფელში მუდმივად არა 7, არამედ 11 ოჯახი ცხოვრობს, რომლებშიც ბავშვებიც შედიან. “აღნიშნულ სოფელში მუდმივად ცხოვრობს 11 ოჯახი, აქედან 4 ბავშვია, ხოლო ზაფხულის პერიოდში იმატებს სეზონური მაცხოვრებელი”. – წერს ქარელის მუნიციპალიტეტის მერია. ამასთან, მერიის თქმით, ატრაქციონების დადგმა მოსახლეობასთან შეხვედრისა და მათი […]

უნგრეთი შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს

უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი მხარს უჭერს შვედეთის ნატოში გაწევრიანებას. როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, მას სატელეფონო საუბარი ჰქონდა ორბანთან და მისგან ამ საკითხზე დადებითი პასუხი მიიღო. “მივესალმები პრემიერმინისტრისა და მისი მთავრობის მკაფიო მხარდაჭერას შვედეთის ნატოში გაწევრიანების მიმართ. მოუთმენლად ველი რატიფიცირებას პარლამენტის მუშაობის განახლებისთანავე”, – აღნიშნა სტოლტენბერგმა. უნგრეთი ამ დრომდე ნატოს წევრი ერთადერთი ქვეყანაა, […]

19 დაკავებული და უკვე 11 საჩივარი – 6 პირი ცემაში დებს ბრალს შსს–ს, 2 – სიტყვიერ შეურაცხყოფაში, 3 კი ამბობს, რომ დაკავების საფუძველი არ განემარტა

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 23 და 24 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები შეხვდნენ და გაესაუბრნენ კეკელიძის ქუჩა N1-ში მიმდინარე გამოსახლებასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულ 19 პირს. “17 პირი დაკავებული იყო ადმინისტრაციული, ხოლო 2 სისხლის სამართლის წესით (რწმუნებულისთვის მიწოდებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული დაკავებიდან ცოტა ხანში, ხელწერილით გაათავისუფლეს). ექვსმა პირმა დააფიქსირა დაკავების დროს აღსრულების ეროვნული ბიუროსა […]

ჩემი ლიდერი ირაკლი კობახიძეა” – ბექა ოდიშარია გამოსახლებაზე მორატორიუმის გამოცხადებაზე

“ქართული ოცნების” წევრი ბექა ოდიშარია, ჟურნალისტის კითხვას, გამოაცხადებს თუ არა ხელისუფლება გამოსახლების შესახებ მორატორიუმს, პასუხობს და ამბობს: “ანა დოლიძე არ არის ჩემი ლიდერი და ის ენჯეოები, რომლებიც პედალირებენ ყოველთვის და აქსელაციას უკეთებენ ნეგატიურ მოვლენებს და ბავშვებს აღიზიანებენ, ადამიანის გრძნობებზე თამაშობენ, მათი აზრი არ მაინტერესებს და ჩემი ლიდერი არის ირაკლი კობახიძე. შევიკრიბებით მისი ხელმძღვანელობით, პარლამენტის თავმჯდომარესთან […]

არჩილ სოლოღაშვილი და ნუცა ქავთარაძე ქორწინების 12 წლისთავს აღნიშნავენ – ნახეთ რა ემოციურ პოსტს აქვეყნებს ნუცა

არჩილ სოლოღაშვილი და ნუცა ქავთარაძე ქორწინების 12 წლისთავს აღნიშნავენ – ნახეთ რა ემოციურ პოსტს აქვეყნებს ნუცა · 30 არჩილ სოლოღაშვილი და ნუცა ქავთარაძე ქორწინების 12 წლისთავს აღნიშნავენ – ნახეთ რა ემოციურ პოსტს აქვეყნებს ნუცა „ჩემი აზრით, ცხოვრებაში ყველაფერზე მნიშვნელოვანია, იპოვო ადამიანი, რომელთან ერთადაც არაფრის შეგეშინდება, ზურგს გაგიმაგრებს, მუდმივად მზად იქნება, ახალი თავგადასავლებისთვის და რომელთან ერთადაც […]

უკრაინის გენერალურმა შტაბმა გამოსცა განცხადება, რომელშიც არაა ნახსენები ჩამოვარდნილი ილ-76

უკრაინის გენერალურმა შტაბმა განცხადება გაავრცელა ბელგოროდის ოლქში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის, ილ-76-ის ჩამოვარდნიდან რამდენიმე საათის შემდეგ. განცხადებაში არ არის ნახსენები თვითმფრინავის ჩამოვარდნა, მაგრამ ნათქვამია, რომ რუსეთი მუდმივად ახორციელებს სარაკეტო დარტყმებს უკრაინის ტერიტორიაზე, რაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აიძულებს, აწარმოოს „მონიტორინგი რაკეტების გაშვების წერტილებისა და მათი ტრანსპორტირების ლოგისტიკისა, განსაკუთრებით სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის გამოყენებით.“ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ „სროლის ინტენსივობა […]

რუსებმა ხერსონში საავადმყოფო დაბომბეს | არიან დაშავებულები

რუსეთმა ხერსონში, დნიპროს რაიონში საავადმყოფო დაბომბეს. შედეგად სამი სამედიცინო მუშაკი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას Ukrinform-ი ავრცელებს. ოფიციალური პირები მოსახლეობას სთხოვენ უსაფრთხო ადგილებში გადავიდნენ.

ცუკერბერგმა პირობა დადო, რომ ზუსტად ადამიანის მსგავს AI-ს შექმნის

ცუკერბერგი პირობა დადო, რომ ზუსტად ადამიანის მსგავს AI-ს შექმნის. Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ კომპანიას აქვს გეგმები საყოველთაო ხელოვნური ინტელექტის Artificial General Intelligence-ის (AGI) განვითარების მიმართულებით და სურს AI-ის განვითარების დემოკრატიზაცია, დეველოპერებისა და საზოგადოებისთვის AI სისტემების უკეთ ადაპტირება. ცუკერბერგის შეხედულებებს ჰუმანოიდური ხელოვნური ინტელექტის შექმნასთან დაკავშირებით საზოგადოების და ექსპერტების მძაფრი რეაქცია მოჰყვა. ავტონომიურ და უაღრესად ადაპტირებად […]