ირაკლი კობახიძე – ველოდები, რომ ოპოზიცია იმავე აბსურდში შევა, პარლამენტში არ შემოვლენ, როგორი მხარდაჭერის იმედიც არ უნდა ჰქონდეთ გარედან თუ საიდანღაც, არასდროს შევალთ 2021 წლის მსგავს მოლაპარაკებებში

მე ველოდები, რომ ისევ იმავე აბსურდში შევა ოპოზიცია, არ შემოვლენ პარლამენტში, არ აიღებენ მანდატებს, თუმცა ამის წარმატების შანსი არ არსებობს, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. “თქვენ წარმოიდგინეთ სურათი, რომ მივიღეთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, კოლექტიურმა “ნაცმოძრაობამ” მიიღო 30 მანდატი პარლამენტში, ასეთ ვითარებაში ისინი იმავეს გაიმეორებენ, რითაც, საბოლო ჯამში, საკუთარი თავი დაიზიანეს. ეს […]

რუსეთმა IL-76-ის ჩამოგდების ფაქტზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა მოითხოვა

რუსეთმა IL-76-ის ჩამოგდების ფაქტზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა მოითხოვა, – ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა. “დაახლოებით საათნახევრის წინ უშიშროების საბჭოს ჩანიშვნა ჩანიშვნა მოვითხოვეთ. იმედი გვაქვს, რომ საფრანგეთის წარმომადგენლობა მოვალეობას შეასრულებს და შეხვედრას ჩანიშნავს. 2022 წლის ისტორიის გამეორებას, როდესაც ბუჩაში ინსცენირება მოაწყვეს, არ ვისურვებდი. ბრიტანეთის წარმომადგენლობა მსგავსი შეხვედრის მოწვევაზე სამი […]

ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც აქვთ გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებები ჩინეთთან, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ვერ იქნება წინააღმდეგობა ევროკავშირში ინტეგრაციასა და ჩინეთთან პარტნიორობას შორის – ირაკლი კობახიძე

ოპოზიციას აღიზიანებს ყველაფერი, რაც ჩვენი ქვეყნის განვითარებას უკავშირდება. ჩინეთთან ურთიერთობა ჩვენთვის არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, არავითარი წინააღმდეგობა არ არსებობს ევროკავშირში ინტეგრაციასა და ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას შორის. “როგორც მოგეხსენებათ, შარშან პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შემდეგ გაფორმდა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება, რასაც ძალიან დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური დატვირთვა აქვს. შესაბამისად, […]

“ღმერთი ჩვენი შვილების თვალებით გვიყურებს” – ირაკლი კაკაბაძე

მწერალი, ირაკლი კაკაბაძე: “ხანდახან ფიქრობ რომ ცხოვრება სრულიად უაზროა. ხშირად ისე გაგიტყდება გული ადამიანებზე ან კაცობრიობაზე მთლიანად, რომ ჰამლეტის მონოლოგს იხსენებ და ფიქრობ რომ ძილი ალბათ უფრო სწორი გამოსავალია, ვიდრე ღვიძილი. მაგრამ, ცხოვრების მთავარი არსი ალბათ ჩვენი შვილების თვალებშია – როცა მათ ვუყურებთ მაშინ ისევ გვინდება ეს აუტანელი ცხოვრება – მისი ატანა და საშინელებების გადატანა. […]

“შეთანხმება შედგა” – დვალის ადვოკატის თქმით, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინას პირობებით დააბრუნებენ

კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინის ახალი მფლობელი, დარეჯან დვალის ადვოკატი, გიორგი სუხიტაშვილი აცხადებს, რომ ყოფილ მფლობელთან, მარინა ხატიაშვილთან შეთანხმება შედგა და მას უძრავ ქონებას გარკვეული პირობების სანაცვლოდ დაუბრუნებენ. ტელეკომპანია “იმედის” ეთერში საუბრისას ადვოკატი აღნიშნავს, რომ წერილობითი შეთანხმება რამდენიმე საათის წინ გააფორმეს და მასში აღსრულების ეროვნული ბიუროც იყო ჩართული. “ჩვენს შორის შედგა წერილობითი შეთანხმება, ე.წ. მორიგება”, – […]

“სხემი”: ნათესავებმა დაადასტურეს ჩამოვარდნილი ილ-76-ის ეკიპაჟის სამი წევრის სიკვდილი

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის პროექტმა „სხემიმ“ დაადგინა ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდნილი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის, ილ-76-ის ეკიპაჟის ექვსი წევრის ვინაობა. მინიმუმ სამი მათგანის სიკვდილი დაადასტურეს მათმა ნათესავებმა. პროექტის თანახმად, ეკიპაჟი ეკუთვნოდა 117-ე სამხედრო-სატრანსპორტო საავიაციო პოლკს, რომელიც ორენბურგშია განლაგებული. ნათესავებმა ჟურნალისტებს დაუდასტურეს სამი მათგანის სიკვდილი. ესენი არიან ხომალდის 36 წლის მეთაური სტანისლავ ბეზზუბკინი, ხომალდის შტურმანი ალექსეი ვისოკინი და 38 […]

„ევროპელ გემთმფლობელებთან ქართველი მეზღვაურების დასაქმების მაჩვენებელი იზრდება“ – “მერიდიანი”

ევროპის ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავ გემებზე ქართველი მეზღვაურების დასაქმების მაჩვენებელი იზრდება. ამ დროისთვის საქართველოში 15 000 რეგისტრირებული მეზღვაურია, რომელთა 90% უცხოელ გემთმფლობელებთან მუშაობს. როგორც საზღვაო საწვრთნელი ცენტრ „მერიდიანის“ დირექტორი „საქმის კურსთან“ ინტერვიუში აცხადებს, იზრდება ევროპის ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავ გემებზე ქართველების დასაქმების მაჩვენებელი, რასაც ირაკლი შარაბიძის ინფორმაციით, ხელი შეუწყო რუსეთ-უკრაინის ომმაც. მისი თქმით, გემთმფლობელები უარს […]

EaP-ის ინდექსში საქართველო მესამე ადგილზეა, პირველზე – მოლდოვა

აღმოსავლეთ პარტნიორობის 2023 წლის ინდექსში პირველ ადგილს მოლდოვა იკავებს, მეორე ადგილზე უკრაინა, ხოლო მესამეზე საქართველოა. როგორც EaP-ის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღნიშნული, პირველი ორი ადგილი ადასტურებს მოლდოვა-უკრაინის მიღწევებს ევროკავშირის რეფორმების კუთხით მიზნების მისაღწევად. “EaP-ის 2023 წლის ინდექსი აჩვენებს, რომ ევროკავშირის ეს ორი კანდიდატი ქვეყანა სტაბილურად ახორციელებს ისეთ სისტემურ ცვლილებებს, რომელსაც გაწევრიანების გზის პროცესის […]

ხან იუნისში, ლტოლვილთა თავშესაფარზე თავდასხმის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა

ხან იუნისში, ლტოლვილთა თავშესაფარზე თავდასხმის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ინფორმაციას გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ხან იუნისის დასავლეთით მდებარე ერთ-ერთ სასწავლო დაწესებულებას, სადაც 800 ადამიანი აფარებდა თავს, ორი სატანკო ჭურვი მოხვდა. ისრაელში თავდასხმაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა ამბობენ, რომ ისრაელელი სამხედროები მიმდებარე ტერიტორიაზე მოქმედებენ. მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა […]

გუდაური-კობის მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნულ გზაზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. “გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის […]