“ღმერთი ჩვენი შვილების თვალებით გვიყურებს” – ირაკლი კაკაბაძე

მწერალი, ირაკლი კაკაბაძე:
“ხანდახან ფიქრობ რომ ცხოვრება სრულიად უაზროა. ხშირად ისე გაგიტყდება გული ადამიანებზე ან კაცობრიობაზე მთლიანად, რომ ჰამლეტის მონოლოგს იხსენებ და ფიქრობ რომ ძილი ალბათ უფრო სწორი გამოსავალია, ვიდრე ღვიძილი. მაგრამ, ცხოვრების მთავარი არსი ალბათ ჩვენი შვილების თვალებშია – როცა მათ ვუყურებთ მაშინ ისევ გვინდება ეს აუტანელი ცხოვრება – მისი ატანა და საშინელებების გადატანა. ღმერთი ჩვენი შვილების თვალებით გვიყურებს. ადამიანის წამება თუ გინდა, საკუთარი შვილის გარეშე უნდა დატოვო. და ყველაზე დიდი ბედნიერებაა მისი თვალების ყურება.
მეტი არაფრის დამატება არ შეიძლება. უხვსიტყვაობა სრული სისულელეა.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – გუშინდელ მოვლენებს ერთი რამ აერთიანებს: სამიზნე იუმორია – ანუ ის, რამაც საბჭოთა რეჟიმის დროს საზოგადოებას უმძიმესი დღეები გადაატანინა და რაც ჩვენი ხასიათის ნაწილია, უნდა ამოიძირკვოს – რუსის ოცნება!

სტეფანე: ქვეყანა აქციეს ჯოჯოხეთად. ყველა ვინც ამ პროპაგანდაში მონაწილეობთ, მნიშვნელობა არ აქვს პროფესიას. მაგ პროპაგანდისტულ არხებზე, წამყვანი იქნება, პროდიუსერი, მუსიკოსი თუ სხვა… ყველას თქვენი წვლილი გაქვთ ამ ყველაფერში