ირანი თურქეთს ღრუბლების ქურდობაში ადანაშაულებს

ირანმა თურქეთი წვიმის ღრუბლების ქურდობაში დაადანაშაულა, რის გამოც ქვეყნის სასაზღვრო რაიონებში გვალვა დაფიქსირდა. ამის შესახებ Forbes-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, გასული წლის დეკემბერში ირანის ვიცე-პრეზიდენტმა და გარემოს დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალი სალაჯეჰმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებში ღრუბლების გაუჩინარების შემსწავლელი კომისია შექმნა. კითხვები მეზობელ სახელმწიფოსთან ირანს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც სოციალურ ქსელებში სასაზღვრო ტერიტორიებზე […]

2023 წელს შემოწმებული 5492 პირიდან ნარკოტიკული თრობა 4023-ს დაუდასტურდა, აქედან 10 არასრულწლოვანი იყო

2023 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურმა, ქვეყნის მასშტაბით, ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე 5492 ადამიანი შეამოწმა, საიდანაც ნარკოტიკული თრობა 4023 პირს დაუდასტურდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებშია ასახული, ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე შემოწმებულთაგან 5 338 მამაკაცია, რომელთა შორისაც 3970-ს დადებითი შედეგი ჰქონდა; ხოლო 154 ქალიდან ნარკოტიკული თრობა 53-ს დაუდასტურდა. გასულ წელს ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე […]

(რ) BOG-ის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის I ტურში მონაწილეობა 120-ზე მეტმა სკოლამ მიიღო

საქართველოს ბანკი განაგრძობს ახალგაზრდების STEM მეცნიერებით დაინტერესებისა და მათში მომავლის პროფესიების პოპულარიზაციისკენ მიმართული აქტივობების განხორციელებას. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ინიციატივით, STEM ოლიმპიადის პირველი, თეორიული ტური საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მხარდაჭერით გაიმართა. ოლიმპიადაში მონაწილეობა 120-ზე მეტმა სკოლამ და 700-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. პირველი ტურის ფარგლებში, თითო სკოლის სახელით, თითო გუნდი ასპარეზობდა. მოსწავლეებმა მათემატიკაში, […]

საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილეობა 120-ზე მეტმა სკოლამ მიიღო

საქართველოს ბანკი განაგრძობს ახალგაზრდების STEM მეცნიერებით დაინტერესებისა და მათში მომავლის პროფესიების პოპულარიზაციისკენ მიმართული აქტივობების განხორციელებას. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ინიციატივით, STEM ოლიმპიადის პირველი, თეორიული ტური საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მხარდაჭერით გაიმართა. ოლიმპიადაში მონაწილეობა 120-ზე მეტმა სკოლამ და 700-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. პირველი ტურის ფარგლებში, თითო სკოლის სახელით, თითო გუნდი ასპარეზობდა. მოსწავლეებმა მათემატიკაში, […]

რა არის TIBR, რომელსაც რეფინანსირების ნაცვლად საბანკო სესხები უნდა მიებას

საქართველოს ეროვნული ბანკი გეგმავს, რომ კომერციულ ბანკებს, მომხმარებელთან გაფორმებულ სასესხო ხელშეკრულებებში შეაცვლევინოს მუხლები, რომლითაც კრედიტები რეფინანსირების განაკვეთზე არის მიბმული. სებ-ში შესაბამისი განხილვები უკვე დაწყებულია და იგეგმება, რომ ცვლადგანაკვეთიანი სესხები რეფინანსირების განაკვეთის ნაცვლად თბილისის ბანკთაშორის საპროცენტო განაკვეთს (TIBR-ის ინდექსს) მიებას. ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ TIBR ინდექსი მეტად საბაზრო და სამართლიანი ინსტრუმენტია, ის უფრო სწორი მექანიზმია, მობილურია […]

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები კლინიკის ეზოში პროტესტს აგრძელებენ

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები კლინიკის ეზოში პროტესტს აგრძელებენ. ისინი რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟს აპროტესტებენ. როგორც ექიმები აცხადებენ, ხვალ, 26 იანვარს, 3 საათზე ჯანდაცვის სამინისტროსთან უფრო მასშტაბურ აქციას გამართავენ. ისინი ასევე არ გამორიცხავენ, რომ აქციებმა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთანაც გადაინაცვლოს. „ჩვენ ვაპირებთ პროტესტის გაგრძელებას, სანამ რამე არ გაირკვევა. დღეს აქ ვართ და ხვალ იქნება ცოტა დიდი, გამაფრთხილებელი, აქცია […]

სტუდენტები გამოსახლებისას დაკავებული ჩიქობავას და სხვა აქტივისტების გათავისუფლებას ითხოვენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე, 23 იანვარს დაკავებული კაკო ჩიქობავასა და სხვა აქტივისტების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ და ხელმოწერებს აგროვებენ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის ლექტორი და მოძრაობა „ხმის“ აქტივისტი კაკო ჩიქობავა, სხვა აქტივისტებთან ერთად, 2024 წლის 23 იანვარს, მარინა ხატიაშვილის ოჯახის გამოსახლებისას დააკავეს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე. 25 იანვარს ჩიქობავას და გიორგი ხასაიას პროკურატურამ […]

“უნიონის” მწვრთნელმა მატჩის მიმდინარეობისას სანეს ხელი გაარტყა – “ბაიერნის” ბუნდესლიგური გადადებული შეხვედრა სკანდალურად დასრულდა [VIDEO]

გერმანიის ბუნდესლიგის მე-13 ტურის გადადებულ შეხვედრაში “ბაიერნმა” “უნიონს” უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. შეხვედრის ყველაზე დასამახსოვრებელი და სკანდალური ეპიზოდი კი 74-ე წუთზე დაფიქსირდა. მიუნხენელთა შემტევი ლეროი სანე ბერლინელთა მთავარი მწვრთნელიდან ნენად ბიელიცადან ბურთის გამორთმევასა და მატჩის სწრაფად განახლებას აპირებდა, თუმცა სტუმართა ხორვატმა დამრიგებელმა მას ბურთი დროულად არ მიაწოდა, რამაც გერმანელის უკმაყოფილება გამოიწვია. სანემ ცადა, რომ ბიელიცასთვის […]

ლევან ბეჟაშვილი – მიხეილ სააკაშვილი ოლიგარქიული ხელისუფლების მიერ ისჯება დემოკრატიის დაცვის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და დემოკრატიული არჩევნების გზით ხელისუფლების გადაცემის ისტორიული პრეცედენტის შექმნისთვის

დღეს, ბატონი სააკაშვილი ჯანმრთელობის პრობლემების წინაშე დგას მაშინ, როდესაც უსამართლოდ აპატიმრებენ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით. თუ სიმართლეს ვიტყვით, ის დღეს საქართველოს ოლიგარქიული ხელისუფლების მიერ დემოკრატიის დაცვის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და დემოკრატიული არჩევნების გზით ხელისუფლების გადაცემის ისტორიული პრეცედენტის შექმნისთვის ისჯება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა ევროსაბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ერთიანი ნაციონალური […]

ანა ბუჩუკური – სამწუხაროა, რომ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში „ოცნების“ არასწორმა პოლიტიკამ ლიდერის სტატუსი დაგვაკარგვინა – სფერო აღარ დარჩა, სადაც ჩვენი პარტნიორები ქვეყნის უკუსვლაზე არ საუბრობენ

ძალიან სამწუხაროა, რომ „ოცნების“ არასწორმა პოლიტიკამ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში დაგვაკარგვინა ლიდერის სტატუსი, არა მხოლოდ ასოცირებული „ტრიოს“ ფარგლებში, არამედ რეგიონში, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ანგარიშში ჩვენი ქვეყნის პარტნიორები, ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს რეგრესზე საუბრობენ. „სამწუხაროდ, სფერო აღარ დარჩა, სადაც ჩვენი პარტნიორები ქვეყნის უკუსვლაზე […]