საქართველოს რეგიონულ სამედიცინო ჰაბად გადაქცევა – სახელმწიფოსა და კერძო სექტორის საერთო მიზანი

სამედიცინო ტურიზმის სფეროში გააქტიურებას კერძო სექტორის გარდა სახელმწიფოც გეგმავს. შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე შექმნილი კლინიკა არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება ხარისხიანი მომსახურების ადგილი, არამედ გახდება რეგიონული ლიდერი სამედიცინო სერვისების მიმართულებით. „სახელმწიფოს აქვს მიზანი, სახელმწიფოს ბაზაზე შეიქმნას ისეთი ულტრათანამედროვე სამედიცინო დაწესებულება, რომელიც იქნება რეგიონში ლიდერი როგორც სამედიცინო ტურიზმის მიმზიდველობის კუთხით, […]

ბელარუსში პოლიტპატიმრების ნათესავები მასობრივად დააკავეს

23 იანვარს კგბ-მ მთელ ბელარუსში პოლიტპატიმრების ნათესავების სახლები გაჩხრიკეს, ნაწილი კი დააკავეს. ბელარუსული ოპოზიციური მედიების ცნობით ჩხრეკა და დაკავება შეეხო მინიმუმ 73 ადამიანს. დაკავებულებს შორის არიან საპრეზიდენტო არჩევნების ყოფილი კანდიდატის, ნიკოლაი სტატკევიჩის ცოლი მარინა ადამოვიჩი და 76 წლის ვიტებსკელი აქტივისტი ბორის ჰამაიდა. გამოცემა ზერკალოს ინფორმაციით 23 იანვრის ჩხრეკა შეეხოთ ადამიანებს, რომლებიც ერთ-ერთ დახურულ ჩეთში იყვნენ, […]

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25-26 იანვარს, ღამით ერისთავის ქუჩაძე მოძრაობა იზღუდება

აკაკი წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ერისთავის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა იმოქმედებს 25 და 26 იანვარს, 23:00-დან 07:00 საათამდე, წერეთლის გამზირის კვეთასთან არსებულ საგზაო მონაკვეთში. განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს. თბილისის მერიის მითითებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.

BBC-მ საქართველოში უკანონოდ გაშვილებულ ჩვილებზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო

გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა (BBC) საქართველოში უკანონოდ გაშვილებულ ჩვილებზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო. “2 წლის წინ ანომ TikTok-ზე ახალგაზრდა ქალის ვიდეო ნახა, რომელიც მისი ორეულივით გამოიყურებოდა. მაშინ მან არ იცოდა, რომ უცნობი მისი ტყუპისცალი ემი იყო. ანოსა და ემის მსგავსად ათასობით ქართველი იგებს, რომ ისინი დაბადებისას უკანონოდ გაშვილდნენ”. – წერია ფილმის აღწერილობაში. ფილმის კიდევ ერთი გმირია […]

“სინამდვილეში, რონალდინიოს ყიდვას ვაპირებდით, ფერგიუსონი სრულიად განადგურებული იყო…” – ფერდინანდმა გაიხსენა, როგორ შედგა კრიშტიანოს ტრანსფერი “მანჩესტერ იუნაიტედში”

“სინამდვილეში, რონალდინიოს ყიდვას ვაპირებდით, ფერგიუსონი სრულიად განადგურებული იყო…” – ფერდინანდმა გაიხსენა, როგორ შედგა კრიშტიანოს ტრანსფერი “მანჩესტერ იუნაიტედში” The Obi Odin-ის პოდკასტში საუბრისას, ცნობილმა ინგლისელმა მცველმა რიო ფერდინანდმა გაიხსენა, თუ როგორც შედგა კრიშტიანო რონალდოს ტრანსფერი “მანჩესტერ იუნაიტედში”. როგორც ირკვევა, “წითელი ეშმაკების” მთავარი მწვრთნელი ალექს ფერგიუსონი რონალდინიოს ყიდვას გეგმავდა, თუმცა ბრაზილიელმა “ბარსელონა” აირჩია. “მახსოვს, როდესაც რონალდომ “მანჩესტერ […]

თბილისში რუსული “მკვდრების პარტიის” ყრილობა ჩატარდა

გასული კვირის ბოლოს თბილისში რუსული „მკვდრების პარტიის“ ყრილობა ჩატარდა. დელეგატებმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად პოლიტიკური გვამის წარდგენა გადაწყვიტეს. ჩამოაყალიბეს შემდეგი ლოზუნგები: „გვამი პრეზიდენტად“, „გვამი სჯობს პუტინს“, „პუტინი გვამზე უარესია“ და ა.შ. „მკვდრების პარტია“ რუსული არტ-პროექტია, რომელიც არტ აქტივიზმს ეწევა. ის მხატვარმა მაქსიმ ევსტროპოვმა 2017 წელს ჩამოაყალიბა. მან რუსეთი დატოვა, უკრაინაში შეჭრის შემდეგ. როგორც რადიო თავისუფლების […]

უკრაინული წყაროები ადასტურებენ ტუაფსეში, ნავთობის ბაზაზე დრონებით დარტყმას

რუსეთის ქალაქ ტუაფსეში ნავთობის ბაზაზე ხანძარი გამოიწვია უკრაინული დრონებით დარტყმამ. ამის შესახებ BBC-ს უკრაინული სამსახური წერს კიევში ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით. მათი ცნობით, ეს იყო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოპერაცია. წყაროთა თანახმად, ნავთობის ბაზაზე ორი ძლიერი აფეთქების შედეგად გაჩნდა მასშტაბური ხანძარი, რომელმაც დააზიანა ნავთობპროდუქტების პირველადი გადამუშავების დანადგარები. რუსეთის კრასნოდარის მხარის საპორტო ქალაქ ტუაფსეში, ნავთობის ბაზაზე, ხანძარი 24 […]

სკოლებში შესაძლოა, ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების სწავლების მასშტაბი შემცირდეს და მის ნაცვლად თანამედროვე ლიტერატურის სწავლება დაინერგოს

სკოლებში შესაძლოა, ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების სწავლების მასშტაბი შემცირდეს და მის ნაცვლად თანამედროვე ლიტერატურის სწავლება დაიწყოს. ამასთან, განიხილება სკოლებში ბიბლიისა და მითოსის ნაწილობრივ სწავლებაც. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტმა ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულიამ განუცხადა. „ბოლო ათწლეულებში ბევრგან აქცენტი არის გადატანილი თანამედროვე ლიტერატურის სწავლებაზე. თუ ჩვენს შვილებს ვზრდით 21-ე საუკუნისთვის, მათ უნდა გაიაზრონ, […]

საფრანგეთის პრეზიდენტი ინდოეთში ჩავიდა

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ინდოეთში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას AFP-ი ავრცელებს. AFP-ის ცნობით, ემანუელ მაკრონი ქალაქ ჯაიპურში ჩავიდა, სადაც მას წითელი ხალიჩა დახვდა. მოგვიანებით, საფრანგეთის პრეზიდენტის პატივსაცემად სამხედრო აღლუმი გაიმართება. საღამოს, ემანუელ მაკრონი სახელმწიფო ვახშამს დაესწრება, სადაც ინდოეთის პრემიერ-მინისტრ, ნარენდრა მოდის შეხვდება. პარასკევს, ემანუელ მაკრონი ინდოეთის რესპუბლიკის დღის 75-ე წლისთავის აღნიშვნის ღონისძიებაზე საპატიო სტუმარი იქნება. […]

დავით ხაჯიშვილი – „ქართულ ოცნებას“ ვუსურვებდი, არ ააწყონ ის საზეიმო სცენა, რომლის დაშლაც მჟავე სახეებით მოუწევთ

„ქართულ ოცნებას“ ვუსურვებდი, არ ააწყონ ის საზეიმო სცენა, რომლის დაშლაც მჟავე სახეებით მოუწევთ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, დავით ხაჯიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიცია არ არის თავის ოპტიმალურ ფორმაში, მაგრამ ამ ფორმაშიც კი, ის „ქართული ოცნებას“ სჯობს. როგორც ხაჯიშვილი აცხადებს, თუ 2024 წლის არჩევნებში ხმები არ დაიკარგება, „ქართული ოცნება“ ვერანაირად ვერ გაიმარჯვებს. „ზოგადად, […]