ანრი ოხანაშვილი – რომელიმე ქვეყანას კი არ ვეჯიბრებით, ჩვენ ვიღებთ ობიექტურ ინდიკატორებს – როგორ შეიძლება ომში მყოფ ქვეყანასთან მიმართებაში შედარებები ვაკეთოთ, აღარ ვსაუბრობ მოლდოვაზე

ჩვენ რომელიმე ქვეყანას კი არ ვეჯიბრებით, ჩვენ ვიღებთ ობიექტურ ინდიკატორებს – როგორ შეიძლება ომში მყოფ ქვეყანასთან მიმართებაში შედარებები ვაკეთოთ, აღარ ვსაუბრობ მოლდოვაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ეს სხვა არაფერს ემსახურება გარდა იმისა, რომ პოლიტიკურ ოპოზიციურ ჯგუფებს ერთგვარი ანკესი მიეცეთ იმაზე სალაპარაკოდ, თუ როგორ დაიხია […]

შვედეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანის მიერ ბუდაპეშტში მიწვევას გამოეხმაურა

შვედეთის პრემიერ-მინისტრი, ულფ კრისტერსონი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიერ ბუდაპეშტში მიწვევას გამოეხმაურა. შვედეთის პრემიერ-მინისტრის საპასუხო წერილი შვედურმა მედიამ გამოაქვეყნა, რომელშიც მან ვიქტორ ორბანს უნგრეთში მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა. „როგორც აღნიშნეთ, არსებობს რამდენიმე საკითხი, რომელიც ორმხრივ დონეზე ჩვენს საერთო ინტერესებს მოიცავს და Gripen-ის საბრძოლო თვითმფრინავებს, უნგრეთის მომავალი თავმჯდომარეობის გათვალისწინებით ევროკავშირს და ნატო-ში თანამშრომლობას ეხება, სადაც ჩვენ მოკავშირეები […]

გიორგი ვაშაძე – კობახიძე, ივანიშვილი, ღარიბაშვილი და „ქართული ოცნება“ აცდენილია რეალობას, მოწყვეტილი არიან ხალხის პრობლემებს

კობახიძე, ივანიშვილი, ღარიბაშვილი და „ქართული ოცნება“, აცდენილია რეალობას – იმდენად გამდიდრდნენ, იმდენად გაზულუქდნენ, რომ აღარ აწუხებთ ხალხის პრობლემები, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მმართველ გუნდს 2024 წლის არჩევნების შედეგად, ოპოზიციაში გადასვლა მოუწევს. „კობახიძე, ივანიშვილი, ღარიბაშვილი და „ქართული ოცნება“ აცდენილია რეალობას, მოწყვეტილი არიან ხალხის პრობლემებს. არაადეკვატურები არიან, აცდნენ […]

“პანდემიის შემდეგ, ფეხზე წამოდგომა ძალიან გაგვიჭირდა” – “ნუკრიანის სახელოსნოები”

სოციალური საწარმო “ნუკრიანის სახელოსნოები” სათემო ორგანიზაციაა, რომელიც ბაზარზე 2005 წელს, ა(ა)იპ სათემო ორგანიზაცია “ნუკრიანის” ბაზაზე დაარსდა. საწარმოში დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა და ასევე მსურველებისთვის შესაძლებელია ტრადიციული ხელსაქმის შესწავლაც. მათ შორის, ქვილთის, თექისა და ტექსტილისგან დამზადებულ დეკორატიული და პრაქტიკული გამოყენების ნივთებისა და აქსესუარებს დამზადების. როგორც საწარმოს დამფუძნებელი, მაია ბიძინაშვილი BM.GE-სთან აცხადებს, საწარმოსთვის მნიშვნელოვან გამოწვევას ინფრასტრუქტურა და საგამოფენო […]

თენგიზ აბულაძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული 27 იანვარს დაიწყება

რეჟისორ თენგიზ აბულაძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კვირეული საქართველოს ეროვნულ არქივში 27 იანვარს გაიხსნება. საღამოზე მაყურებელს საშუალება ექნება დაათვალიეროს თენგიზ აბულაძის ფილმების რარიტეტული პოსტერების გამოფენა, გაეცნოს ნანა ჯანელიძისა და ნინო ნატროშვილის წიგნს “თენგიზ აბულაძე – ანარეკლები”, რომელშიც თავმოყრილია თენგიზ აბულაძის თანამედროვეების, მისი ჯგუფის წევრების მოგონებები, წიგნი ქართული კინოს ოქროს ხანის ერთგვარ პანორამას წარმოადგენს. ამავე წიგნში […]

“ჩელსი” ახალი თავდამსხმელის დამატებას აპირებს – ყველაფერი ბროიას მომავალზეა დამოკიდებული

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “ჩელსი” “ასტონ ვილას” ფორვარდის ჯონ დურანის დამატებას აპირებს. ლონდონელები იანვარში ალბანელი თავდამსხმელის არმანდო ბროიას იჯარით გაშვებას ან გაყიდვას აპირებენ და კოლუმბიელის ტრანსფერს ამ შემთხვევაში განახორციელებენ. დურანმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 23 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 4 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

რუსეთში იგორ სტრელკოვს ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის [ფსბ] ყოფილ ოფიცერს, იგორ სტრელკოვს [ნამდვილი გვარი – გირკინი] მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯა – გამოძიება მას „ექსტრემიზმს“ ედავებოდა. მას ასევე სამი წლით აეკრძალა ვებ-გვერდების ადმინისტრირება. თუმცა, სტრელკოვი არაა ჩვეულებრივი რუსი ოპოზიციონერი – იგი მიეკუთვნება ე.წ. „ომის პარტიას, ხოლო მისი პრეტენზიები პუტინისადმი არა უკრაინაში ომის დაწყებაში, ან დანაშაულების ჩადენაში, არამედ […]

“ქალმა უნდა იცოდეს, რა უხდება მას… ჩემში ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა ქალი, თავისი გარეგნული მონაცემებით, საქმიანობითა თუ ლამაზი ოჯახით” – დამანა მდივნიშვილი – Marao

“ქალმა უნდა იცოდეს, რა უხდება მას… ჩემში ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა ქალი, თავისი გარეგნული მონაცემებით, საქმიანობითა თუ ლამაზი ოჯახით” – დამანა მდივნიშვილი – Marao პროფესიით მსახიობმა და მოგვიანებით ჟურნალისტმა დამანა მდივნიშვილმა წლების წინ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს მოჰკიდა ხელი. მან არაერთი ლამაზი ქალის ფოტო შეაგროვა და წიგნებად გამოსცა. ავტორმა ბევრი უცნობი მანდილოსნის ვინაობა დაადგინა და დავიწყებას […]

ბათუმში დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცი იპოვეს – ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეუღლე ავრცელებს

ბათუმში დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცი, რომლის მოძებნაში მეუღლე დახმარებას საზოგადოებასაც სთხოვდა, იპოვეს. ინფორმაციას ისევ მამაკაცის მეუღლე, მაგდა თევდორაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. “მეგობრებო ვიპოვეთ! უდიდესი მადლობა იმ ადამიანს, ვინც დამიკავშირდა და მის შესახებ გაგვაგებინა ეს ინფორმაცია! ხალხნო თქვენ ხართ სასწაულები! მადლობა ყველას, ვინც მამხნევებდით და ბოდიში, რომ ვერ გპასუხობდით სათითაოდ! ღმერთმა ბედნიერი დღეები გიმრავლოთ”, – წერს მაგდა […]

“ჰაბს არ ქმნის აეროპორტი, ჰაბს ქმნის ავიაკომპანია” – ავიაციის ექსპერტი

“ჰაბს არ ქმნის აეროპორტი, ჰაბს ქმნის ავიაკომპანია”, – ამის შესახებ ავიაციის ექსპერტმა, ირაკლი ნასიძემ “საქმის კურსთან” განაცხადა. მთავრობის გეგმა, ახალი აეროპორტი ააშენოს, ექსპერტმა შეაფასა. მისი განცხადებით, საქართველოში ამ ეტაპზე არცერთი ავიაკომპანია არ ფუნქციონირებს, რომელიც ჰაბურ სისტემას შექმნის. “დღესდღეობით საქართველოში არცერთი ავიაკომპანია არ არის, რომელიც ჰაბურ სისტემას შექმნის. თუნდაც რეგიონალური მასშტაბის ჰაბზე რომ ილაპარაკო, ამის რეალური […]