Bloomberg-ი: რუსეთში ხელფასების ზრდა ახალ მობილიზაციას აახლოებს

ეკონომიკის სამოქალაქო სექტორში ხელფასების ზრდა და საკადრო შიმშილი რუსეთში ახალ მობილიზაციას აახლოებს, წერს Bloomberg-ი. ინჟინრების, მექანიკოსების, მანქანების ოპერატორების, ელექტრიკოსების, შემდუღებლების, მძღოლებისა და კურიერების ხელფასები შარშან 8-20%-ით გაიზარდა, აღნიშნავს სააგენტო. სატვირთო მანქანების მძღოლების ხელფასი თვეში სამი ათას დოლარამდე შეიძლება იყოს, მანქანის ძარის რემონტის სპეციალისტებისა – თვეში ორი ათას დოლარამდე. ასეთ პირობებში ომის მონაწილის ფინანსური კომპენსაცია არც […]

ესპანეთში მოღვაწე ქართველმა მხატვარმა „ევროპის არტისტის“ ჯილდო მიღო

ესპანეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ესპანეთში მოღვაწე ქართველმა მხატვარმა ლიკა შხვაცაბაიამ „ევროპის არტისტის“ ჯილდო – PREMIO DE ARTISTA DE EUROPA მოიპოვა. დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა ქალაქ მილანში, სადაც სხვადასხვა ქვეყნებიდან 400-მდე მხატვარი მონაწილეობდა. 18 იანვარს გალერეაში Antonio Battaglia გაიხსნა 15 გამარჯვებული მხატვრის გამოფენა, რომელიც 2 კვირას გაგრძელდება. აპრილის ბოლოს კი პარიზში იგეგმება გამოფენა, სადაც შერჩეულ 5 არტისტს […]

Reuters: ბაიდენმა კონგრესს მოუწოდა, თურქეთისთვის F-16-ების მიყიდვა დაუყოვნებლივ დაამტკიცონ

Reuters-ის ცნობით, აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესის წარმომადგენლებს გაუგზავნა წერილი, რომელშიც საუბრობდა საკუთარ გეგმაზე, რომ F-16-ების თურქეთისთვის მიყიდვის პროცესის დაწყება სურს მას შემდეგ, რაც ანკარა NATO-ში შვედეთის შესვლის მხარდაჭერის პროცესს სრულად დაასრულებს. მედიასააგენტოს წყაროს ცნობით, წერილში, რომლითაც ბაიდენმა სენატის საგარეო ურთიერთობებისა და წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტების რესპუბლიკელ და დემოკრატ ლიდერებს მიმართა, ბაიდენი კონგრესს სთხოვს, […]

ბრიტანეთის არმიის მეთაური: მოქალაქეები მზად უნდა იყვნენ რუსეთთან მასშტაბური ომისთვის

დიდი ბრიტანეთის არმიის მეთაური, გენერალი სერ პატრიკ სანდერსი მოქალაქეებს აფრთხილებს, მოემზადონ რუსეთთან მასშტაბური ომისთვის. მისი თქმით, ბრიტანეთმა უნდა გაწვრთნას “სამოქალაქო არმია”, რომელიც მომავალში ომისთვის მზად იქნება. ამის შესახებ მან ლონდონში ჯავშანტექნიკის საერთაშორისო გამოფენაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. გენერალმა სანდერსმა რუსეთისგან მომავალ საფრთხეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა საკუთარი მოსახლეობა საომრად უნდა მოამზადოს. მისი თქმით, მხოლოდ […]

ვლადლენ ტატარსკის მკვლელობაში ეჭვმიტანილ დარია ტრეპოვას 27-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

სანქტ-პეტერბურგის სასამართლომ სამხედრო ბლოგერისა და პროპაგანდისტის, ვლადლენ ტატარსკის მკვლელობაში ეჭვმიტანილ დარია ტრეპოვას 27-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 26 წლის ტრეპოვას “ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ ტერორისტულ აქტში, რამაც გამოიწვია ადამიანის განზრახ სიკვდილი” და “ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო ტარებაში” ედება ბრალად. ტრეპოვას გარდა გასამართლდა მისი თანამზრახველი დმიტრი კასინცევიც, რომელსაც 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა […]

კიოტოს ანიმაციის სტუდიაში განზრახ ხანძრის გაჩენისთვის კაცს სიკვდილით დასჯა მიესაჯა

იაპონიის სასამართლომ კიოტოს ანიმაციურ სტუდიაში განზრახ ხანძრის გაჩენისთვის 45 წლის კაცს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. 2019 წელს 40 წლის შინჯო აობამ კიოტოს ანიმაციის სტუდიაში ხანძარი გააჩინა, რა დროსაც სამ სართულიან შენობაში ათობით ადამიანი იმყოფებოდა. მომხდარს ჯამში 36 ადამიანი ემსხვერპლა, ყველა მათგანი სტუდიის თანანშრომელი იყო. აღნიშნული მოვლენა 2001 წლის შემდეგ იაპონიაში ყველაზე მსხვილ მასობრივ მკვლელობად ითვლება. საქმის […]

რა ცვლილებები იგეგმება სასკოლო პროგრამასა და ეროვნულ გამოცდებში? – “სკოლაში ყველაფერი არ უნდა ასწავლო”

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტს ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია, ინტერპრესნიუსთან, ამბობს: სტანდარტის შემუშავება რეფორმის ერთ-ერთი ნაწილია, არსებითად მნიშვნელოვანი ნაწილი. რა არის საგნობრივი სტანდარტი? ეს არის სავალდებულო მინიმუმი საქართველოში ყველა სკოლისთვის. ეს სტანდარტები, რა თქმა უნდა, ახლაც არსებობს, მაგრამ მათი გადახედვის, სახეცვლილების, ახალი ვერსიების შექმნის აუცილებლობა დადგა. ყველა საგნის მიმართულებით ასეთი ჯგუფი შექმნილია და […]

ექიმების მასშტაბური აქციის ანონსი და კლინიკის დაკეტილი შესასვლელი – რა ხდება რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან?

ფოტო – ტვ პირველი რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებმა ყვითელი ლენტები გაარღვიეს – პროტესტის რეჟიმში გადასული მედიკოსები კლინიკის ცენტრალური შესასვლელის გახსნას ითხოვენ. კლინიკა უკვე მეორე დღეა, რაც ყვითელი ლენტებით არის შემოსაზღვრული. ექიმების თქმით, სასწრაფო დახმარების მანქანასაც კი არ უშვებენ და აიძულებენ ძველი შესასვლელით ისარგებლოს, რაც დამატებით დროს მოითხოვს, მაშინ, როცა ზოგჯერ პაციენტისთვის ყოველი წუთი მნიშვნელოვანია. მედიკოსები გამოთქვამენ […]

“ყველაფერზე წასვლას აანონსებს – დაიჭერენ, მოისყიდიან, სცემენ, დახოცავენ” – ოქრიაშვილი

“პროგრესისა და თავისუფლების” ლიდერი, კახა ოქრიაშვილი, ირაკლი კობახიძის განცხადების საპასუხოდ, ამბობს: “რუსული ოცნების” ლიდერშიპისგან, მათ შორის კობახიძისგან, ბოლო დროს ხშირად გვესმის, რომ ოპოზიცია, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობა“ ისე უნდა გაანადგურონ, 35 მანდატს ქვემოთ დატოვონ. რას ნიშნავს ეს განცხადება? „ქოცბანდა“ საკუთარი მიზნების მისაღწევად ყველაფერზე წასვლას აანონსებს. ეს პირდაპირი განაცხადია, რომ ყველაფერს გააკეთებენ ხელისუფლების შესანარჩუნებლად: დაიჭერენ, მოისყიდიან, სცემენ, […]

მედია – ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ აზერბაიჯანის დელეგაციის უფლებამოსილების შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღო – ბაქო ევროსაბჭოდან გასვლის პროცედურას განიხილავს

ოფიციალური ბაქო გეგმავს ადეკვატურად უპასუხოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებას აზერბაიჯანის დელეგაციის უფლებამოსილების შეზღუდვასთან დაკავშირებით, – ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. საინფორმაციო სააგენტო APA-ს ინფორმაციით, აზერბაიჯანი არა მხოლოდ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, არამედ ზოგადად ევროსაბჭოდან გასვლის პროცედურას განიხილავს. „მიუხედავად იმისა, რომ აღინიშნა, რომ აზერბაიჯანის დელეგაციის უფლებამოსილების შეზღუდვა არ ნიშნავს ევროპის საბჭოს სხვა სტრუქტურებში აზერბაიჯანის მონაწილეობის შეწყვეტას, […]