ზაზა ვაშაყმაძე ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ნიდერლანდების სამეფოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მელინა არაკელიანს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრაზე სახელმწიფოს მიერ ტოლერანტული გარემოს ხელშესაწყობად განხორციელებული პროექტებზე ისაუბრეს. მათივე ცნობით, ზაზა ვაშაყმაძემ შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო რელიგიის თავისუფლების დარღვევის ფაქტებს რუსეთის მიერ ოკუპრებულ საქართველოს ტერიტორიებზე, […]
„საქართველოს რკინიგზა“ გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო 27 და 28 იანვარს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს

საქართველოს რკინიგზა გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო 27 და 28 იანვარს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. ამის შესახებ ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. “ძვირფასო მგზავრებო, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 27 და 28 იანვარს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს: მატარებლების მოძრაობის განრიგი იხილეთ თანდართულ ცხრილში. ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში, […]
შოთას გუნდი დამარცხდა და გასავარდნ ზონაში იმყოფება

თურქეთის სუპერლიგის 22-ე ტურში შოთა არველაძის „ფატიჰ კარაგუმრუკი“ გასვლაზე „ანკარაგიუჯიუსთან“ 0:2 დამარცხდა. „ფატიჰ კარაგუმრუკი“ 21 ქულით მე-18 ადგილზეა და 28 იანვარს „რიზესპორს“ უმასპინძლებს. ანკარაგიუჯიუ – ფატიჰ კარაგუმრუკი 2:0 გოლები: 1:0 გიუნერენი (24), 2:0 მაკედა (61)
Corriere dello Sport: მაცარიმ კვარაცხელიას შემცვლელი შეარჩია

28 იანვარს “ლაციოსთან” გასვლით მატჩში “ნაპოლის” დისკვალიფიცირებული ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარება და “კორიერე დელო სპორტი” ვარაუდობს, რომ მწვრთნელი ვალტერ მაცარი ქართველს იესპერ ლინდსტრიომით შეცვლის. სასტარტოში თამაშის სურვილი აქვს “ვერონასგან” 20 მილიონ ევროდ შეძენილ სირილ ნგონჟის, რომელიც კარგ ფორმაშია. აგრეთვე განიხილებოდა ალესიო ძერბინის ვარიანტი, მაგრამ ის დღეს იჯარით “მონცაში” გაუშვეს. გამოცემა აღნიშნავს, რომ, ალბათ, ამ სიტუაციაში […]
გიორგი ცინცაძის ბოლო სანაკრებო თამაში!

საქართველოს ეროვნული ნაკრების უახლოესი საშინაო მატჩი გიორგი ცინცაძისთვის ბოლო იქნება! ეროვნული გუნდის რეკორდსმენი მოთამაშე სანაკრებო კარიერას ასრულებს. ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი სერბეთთან, გიორგი ცინცაძესთვის 217-ე იქნება. ჩვენი გამთამაშებელი ყველა სახეობაში, საქართველოს ნაკრების მაისურით ჩატარებული თამაშებით ქვეყნის აბსოლუტური რეკორდსმენია! გიორგი ცინცაძემ პირველი სანაკრებო მატჩი 2004 წელს, ფინეთის წინააღმდეგ, გამართა და მას შემდეგ იგი ეროვნული ნაკრების […]
ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა – 25 იანვრის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.77 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან – 0.79 თეთრით. 25 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6769 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.9168 ლარი. კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.72 ლარია, ხოლო ევროსი – 2.98 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.68 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.93 ლარად.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6769 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6769 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6769 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6692 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0077 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9168 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9089 ლარს შეადგენდა. […]
კახა ოქრიაშვილი – ეს პირდაპირი განაცხადია, რომ ყველაფერს გააკეთებენ ხელისუფლების შესანარჩუნებლად – დაიჭერენ, მოისყიდიან, სცემენ, დახოცავენ, რათა გაანადგურონ კონკურენტები

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს. „რუსული ოცნების“ ლიდერშიპისგან, ბოლო დროს ხშირად გვესმის, რომ ოპოზიცია, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობა“ ისე უნდა გაანადგურონ, 35 მანდატს ქვემოთ დატოვონ. რას ნიშნავს ეს განცხადება – „ოცნება“ საკუთარი მიზნების მისაღწევად ყველაფერზე წასვლას აანონსებს?! ისე ხომ არ გამოდის, თითქოს ეს პირდაპირი განაცხადია, რომ ყველაფერს გააკეთებენ ხელისუფლების შესანარჩუნებლად: დაიჭერენ, მოისყიდიან, […]
იუსტიციის უმაღლესი საბჭო – იუსტიციის საბჭოს მიმართ გაჟღერებული ბრალდებები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოა და მიზანმიმართული, მადისკრედიტირებელი კამპანიის ნაწილს წარმოადგენს

ცხადია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ გაჟღერებული ბრალდებები საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით, აბსოლუტურად უსაფუძვლოა და წლების განმავლობაში მიზანმიმართული, მადისკრედიტირებელი კამპანიის ნაწილს წარმოადგენს,- ამის შესახებ განცხადებას იუსტიციის უმაღლესი საბჭო ავრცელებს. საბჭოს განმარტებით, მათ ამ განცხადებით სურთ, გამოეხმაურონ „მორიგ არაჯანსაღ აჟიოტაჟს“, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესს უკავშირდება. საბჭოში აცხადებენ, რომ […]
ნიკი ჰეილის კამპანიის შემომწირველებს MAGA ბანაკში ყოფნა აეკრძალებათ – ტრამპი

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი და 2024 წლის წინასაარჩევნო კამპანიაში რესპუბლიკური პარტიის მოწინავე კანდიდატი დონალდ ტრამპი ნიუ ჰემფშირის პრაიმერის შემდეგ Truth Social-ზე მეტოქე რესპუბლიკელ ნიკი ჰეილიზე წერს. მისი თქმით, სამხრეთ კაროლინის ყოფილი გუბერნატორი ნიკი ჰეილი რესპუბლიკელებისთვის და, ზოგადად, აშშ-სთვის ძალიან ცუდი კანდიდატია. საკუთარ სოციალურ ქსელზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ტრამპი ჰეილის “არაფრით გამორჩეულს” უწოდებს და დამამცირებელი მეტსახელით მიმართავს. ტრამპი […]