სრულად ელექტრო Porsche Macan- ის მსოფლიო პრემიერა – “პორშეს” პირველი ელექტრო SUV ახალ მასშტაბებს ამკვიდრებს

· Porsche Macan 4-ისა და Macan Turbo-ს მსოფლიო პრემიერა სინგაპურში გაიმართა · PSM-ამძრავები 639 ცხენის ძალამდე სიმძლავრითა და 1130 ნიუტონმეტრით · 100 კვ.სთ ელემენტები 613-მდე კილომეტრის გავლის რესურსით „პორშემ“ პირველი თაობის გამოშვებიდან 10 წლის შემდეგ ახალი, მეორე თაობის „მაკანი“ წარმოადგინა, რომელიც სრულად ელექტრომობილია. ახალი მაკანი“ 639 ცხენის ძალამდე სიმძლავრით გზებსა და უგზოობაზე განსაკუთრებული ელექტროპერფორმანსით გამოირჩევა. […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 იანვარს 10:30-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ გლდანსა და ავჭალაში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში წილკანი, ფრეზეთი, ერედა, ბურიანი, უფურეთი, წეროვანი და მიმდებარე სოფლებში; 14:55-დან 15:00 საათამდე აბონენტებს მცხეთაში […]
ოკუპირებულ სოხუმში რუსი რესტავრატორების ჯგუფი ჩავიდა

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი რესტავრატორების ჯგუფი ჩავიდა. რესტავრატორები დაათვალიერებ იმ ნახატებსა და დოკუმენტებს, რომლებიც 21 იანვრის ხანძარს გადაურჩა. როგორც გამოცემა Apsnypress წერს, ჯგუფს რუსეთის მუზეუმებისა და რუსეთის კულტურის სამინისტროს საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ნატალია ჩეჩელი ხელმძღვანელობს. ოკუპირებული აფხაზეთის სამხატვრო გალერეის დირექტორმა სურამ საკანიანმა განაცხადა, რომ რუსეთიდან 16 რესტავრატორს ელოდებიან. ის ასევე გამოეხმაურა საქართველოს ეროვნული მუზეუმის […]
ხაბეიშვილი: საბანკო ოლიგარქიის აღმოსაფხვრელად აქ ევროპული ბანკები უნდა შემოვიდნენ
ნაციონალური მოძრაობა, გამარჯვების კოალიცია როცა გაიმარჯვებს, საბანკო ოლიგარქია რომ არ იყოს საქართველოში, აქ უნდა შემოვიდნენ ევროპული ბანკები. არავის არ დავერევით, კონკურენცია უნდა გაიზარდოს […] ჩვენ ვაანონსებთ მარტივ რამეს – ევროკავშირის წევრები უნდა გავხდეთ, ევროპული სტანდარტი უნდა იყოს და ადამიანები კი არ უნდა დააყაჩაღონ, უნდა იყოს 2, 4, 6 და 8 პროცენტიანი სესხი. გარდა ამისა, გადახდისუნარიანი […]
სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრები „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილთან იმყოფებოდნენ

სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრები კლინიკა „ვივამედში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან იმყოფებოდნენ. როგორც კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ კონსილიუმის წევრმა ექიმმა, გიორგი გრიგოლიამ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის ფსიქონევროლოგიური მდგომარეობა თითქმის ისეთივე დონეზე რჩება. მედიკოსის თქმით, სააკაშვილს შფოთვები აქვს და ნერვიულობს. „კახექსიის მოვლენებს ნელ-ნელა მედიცინის თვალსაზრისით კლინიკის ექიმები უმკლავდებიან, მაგრამ სამწუხაროდ, ფსიქონევროლოგია თითქმის ისევ იმ დონეზე რჩება. შფოთვები აქვს, […]
ხატია წილოსანი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის პრეზიდენტს – დიდ მადლობა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით თქვენი მტკიცე მხარდაჭერისა და ძლიერი გზავნილებისათვის

დიდ მადლობას მოგახსენებთ შესანიშნავი მიმართვისთვის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით და თქვენი მტკიცე მხარდაჭერისა და ძლიერი გზავნილებისათვის, მათ შორის რუსეთის აგრესიული ნაბიჯების თაობაზე საქართველოსა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის კონტექსტში , – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა ხატია წილოსანმა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე, სადაც ევროსაბჭოს მინისტრთა […]
„ჩელთი“ საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზე მუშაობს

მეღვინეობა „ჩელთი“ საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზე მუშაობს. ამის შესახებ BM.GE-სთან საოჯახო მეღვინეობის თანადამფუძნებელმა, ანა მირიანაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მეღვინეობა ყოველწლიურად საექსპორტო ბაზრების განვითარებაზე აქტიურად მუშაობს და ამჟამად, პორტფელში უკვე 27-ზე მეტი ქვეყანა აქვს გაერთიანებული. „გასულ წელს, მონოპოლიზირებულ ბაზარზე, შვედეთში შევედით. წელს კი ნორვეგიაშიც ვაპირებთ შესვლას. აქტიურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს იმ ბაზრებთან, სადაც მცირე რაოდენობით ვართ წარმოდგენილი. მათ […]
ვინ შეადგინა ინდექსი, რომლის მიხედვითაც აღმოსავლეთ პარტნიორობაში პირველ ადგილზე მოლდოვაა – მმართველი გუნდი ოპოზიციას ევროინტეგრაციის საბოტაჟში ადანაშაულებს

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით, მოლდოვა ლიდერობს, მეორე ადგილზე უკრაინაა, საქართველო კი – მესამეზე. გამოცემა აფასებს 2021 წლის სექტემბრიდან 2023 წლის ნოემბრამდე მიღწეულ პროგრესს სამ თემატურ სფეროში: 1) დემოკრატია, მმართველობა და კანონის უზენაესობა, 2) პოლიტიკის თანხვედრა, 3) მდგრადი განვითარება. ინდექსის შემუშავების პროცესში, ქართველი ექსპერტების გარკვეული ნაწილიც მონაწილეობდა და […]
მორიგება ხმაურიანი გამოსახლების შემდეგ – რა პირობით დააბრუნებს კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინას კერძო იპოთეკარი

კადრები, რომელიც “კურიერის” კამერამ გადაიღო, კეკელიძის ქუჩაზე ხატიაშვილების სახლიდან გამოსახლების დროს მომხდარ დაპირისპირებას ასახავს, რომელშიც ოჯახის მხარდამჭერები და მოძრაობა ხმის წევრები მონაწილეობდნენ. ვიდეომასალაში ჩანს, როგორ აზიანებენ აქტივისტები გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილს, რის გამოც ორივე მათგანი სასამართლომ დღეს წინასწარ პატიმრობაში დატოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შეკრებილებმა სამართალდამცველებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფაც […]
ოპოზიციის გეგმა – სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ “ლელოს” და გიორგი გახარიას პარტიისგან მესამე პოლიტიკური ცენტრი ვერ შეიქმნება

სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ, მცდელობის მიუხედავად, “ლელოს” და გიორგი გახარიას პარტიისგან მესამე პოლიტიკური ცენტრი ვერ შეიქმნება და ისინი ვერც ე.წ. შუაშისტური პარტიის სტატუსით დაიკავებენ ადგილს. მიზეზად “ქართული ოცნება” იმას ასახელებს, რომ “ლელოც” და გახარიას პარტიაც, რეალურად, “ნაციონალური მოძრაობის” ქოლგის ქვეშ მყოფი პოლიტიკური სუბიექტები არიან. “ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამშრომლობასა და საერთო პოლიტიკურ ინტერესს “ლელოც” და გახარიას გუნდიც […]