საქართველო VS სერბეთი. ბილეთების გაყიდვა დაიწყო!
საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრები FIBA EuroBasket 2025-ის საკვალიფიკაცი ეტაპის პირველ საშინაო თამაშს სერბეთის წინააღმდეგ 26 თებერვალს, 21:00 საათზე, „თბილისი არენაზე“ (უნივერსიტეტის ქუჩა 15ა) გამართავს. სერბეთთან მატჩი ბოლო იქნება გიორგი ცინცაძისთვის, რომელიც 20 წელი იცავდა ეროვნული ნაკრების ღირსებას და გუნდურ სახეობებში ჩატარებული თამაშებით საქართველოს აბსოლუტური რეკორდსმენია! სერბეთთან მატჩზე დასწრებით გულშემტკივარს შანსი ეძლევა თვალი ადევნოს გიორგი ცინცაძის […]
ცერცვაძე: იანვარში გრიპით გარდაცვალების 3 შემთხვევა გვქონდა
დაახლოებით, 43% მოდის H1N1 გრიპზე, 4% – H3N2 შტამზე, ამის შემდეგ ყველაზე ხშირია რესპირატორულ-სინციტიური ვირუსით ინფექცია და მასზე 20% მოდის. არ არის ეს ცოტა, გაიზარდა ბოლო პერიოდში რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, რომელიც აავადებს როგორც მოზრდილებს, თუმცა უპირატესად ბავშვებს. ეს კოვიდის და გრიპის შემდეგ ყველაზე საშიში რესპირაციული ინფექციაა, რამეთუ იწვევს ბრონქიოლიტებს ბავშვებში, ზოგჯერ მძიმე მიმდინარეობით […] კოვიდმა ძალიან […]
ერთ თვეში CosMc’s-ის ვიზიტორების რაოდენობამ McDonald’s-ის დატვირთულობას 2-ჯერ გადააჭარბა
კომპანია McDonald’s-ის კაფეების ახალმა ქსელმა – CosMc’s – რომელიც Starbucks-სა და Dunkin’-ისათვის კონკურენციის გასაწევად შეიქმნა, ამოქმედებიდან ერთ თვეში იმაზე მეტი ვიზიტორი მიიზიდა, ვიდრე თავად McDonald’s-ის რესტორნებმა. CosMc’s-ი გასული წლის დეკემბერში ამოქმედდა და, CNN-ის ინფორმაციით, ამავე თვეს მას უფრო მეტი ადამიანი ეწვია, ვიდრე McDonald’s-ს ქსელის მასშტაბით. აღსანიშნავია, რომ ანგარიში, რომელშიც რესტორნისა და კაფეს ვიზიტორთა რაოდენობაა შედარებული, […]
კიევი ორბანის ვიზიტის ორგანიზებაზე მუშაობს – რამდენიმე დღეში ერთმანეთს უკრაინისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერის, ოლგა სტეფანიშინას განცხადებით, კიევი მუშაობს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ვიზიტის ორგანიზებაზე, – ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს. თუ შეთანხმება მიიღწევა, ეს იქნება ორბანის პირველი ვიზიტი უკრაინაში მას შემდეგ, რაც ქვეყანას თავს რუსეთი დაესხა. როგორც Reuters-ი წერს, მომდევნო კვირის ორშაბათს უნგრეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაა დაგეგმილი. […]
თენგიზ ცერცვაძე – იანვარში გრიპით გარდაცვალების სამი დადასტურებული შემთხვევა გვქონდა
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოში, იანვარში გრიპით გარდაცვალების სამი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ ისაუბრა. მისივე თქმით, ამავე პერიოდში საქართველოში „კოვიდ 19“-ით გარდაცვალების შემთხვევა არ ყოფილა. „გვქონდა გრიპით გარდაცვალების სამი დადასტურებული შემთხვევა. მაგალითისთვის მოგახსენებთ, რომ აშშ-ში წინა კვირაში გრიპით გარდაცვალების 569 შემთხვევა დაფიქსირდა, ბოლო კვირაში კი – 271. […]
ტრამპის ყოფილ მრჩეველს 4-თვიანი პატიმრობა მიესაჯა
სავაჭრო საკითხებში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველს, პიტერ ნავაროს, სასამართლომ 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მიზეზი “კონგრესის მიმართ გამოჩენილი უპატივცემულობა”. ტრამპის ყოფილი მრჩეველი ორი მუხლით გაასამართლეს – ჩვენების მიცემაზე უარის თქმა და პალატის სპეციალური კომიტეტისთვის იმ დოკუმენტების გადაცემაზე უარი, რომლებიც კაპიტოლიუმის შენობაზე განხორციელებული თავდასხმის გამოძიებისთვის იყო საჭირო. ფედერალური პროკურორები მისთვის 6-თვიანი პატიმრობის შეფარდებას […]
უკრაინამ რუსეთში “როსნეფტის” საწარმო დააზიანა
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ “როსნეფტის” კუთვნილ ნავთობგადასამუშავებელ საწარმოს. ინფორმაციას უკრაინული წყაროები დღეს, 25 იანვარს ავრცელებენ. “როსნეფტის” საწარმო რუსეთის სამხრეთში, ქალაქ ტუაფსეში მდებარეობს. რუსეთის სამხრეთ რაიონებში ბოლო დროს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები გახშირდა. უკრაინა ოფიციალურად არც აღიარებს მათში მონაწილეობას და არც უარყოფს. რუსეთის ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ღამით, საწარმოს ექსპორტზე ორიენტირებულ განყოფილებაში ხანძარი გაჩნდა, მაგრამ ის […]
შვედეთის და უნგრეთის ლიდერების შეხვედრა ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით
შვედეთის პრემიერ მინისტრმა ულფ კრისტერსონმა უნგრელ კოლეგა ვიქტორ ორბანს მიპატიჟებაზე უპასუხა და თქვა, რომ მზად არის მომავალ კვირას მას ბრიუსელში შეხვდეს. შვედეთის მთავრობას იმედი აქვს, რომ ნატოში გაწევრიანების გზაზე, მალე ამ ბოლო დაბრკოლებასაც გადალახავს. განცხადება სტოკჰოლმმა ხუთშაბათს, 25 იანვარს გაავრცელა. შვედეთმა ნატოში გაწევრიანების სურვილი პირველად 2022 წელს, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის და იქ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების […]
აშშ-მა და ბრიტანეთმა სანქციები დაუწესეს იემენელი ჰუთების ხელმძვანელობას
შეერთებულმა შტატებმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ სანქციები დაუწესეს რადიკალური მოძრაობა „ანსარ ალაჰის“ მაღალი რანგის წარმომადგენლებს. მოძრაობა ასევე ცნობილია ჰუთების სახელით. ის აკონტროლებს იემენის ტერიტორიის ნაწილს და უკანასკნელი თვეების განმავლობაში წითელ ზღვაში თავს ესხმის სავაჭრო გემებს. სანქციების სიაში შედიან მოჰამედ ნასერ ალ-ატიფი, რომელსაც ჰუთები მათ მიერ დანიშნულ მთავრობაში თავდაცვის მინისტრს უწოდებენ, ასევე ჰუთების საზღვაო ძალების სარდალი მუჰამად […]
თამთა მეგრელიშვილი გამოსახლებისას განვითარებულ მოვლენებზე – აპელირება იმაზე, რომ მევახშეობა დიდი პრობლემაა, არ გვათავისუფლებს კანონისადმი პატივისცემისა და მისი დაცვის აუცილებლობისგან
“ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან გამოსახლების დროს განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი თქმით, მორალურად მძიმე მდგომარეობა არ ამართლებს კანონის უგულებელყოფას, ვინაიდან, სამართლებრივ სახელმწიფოში კანონი ყველასთვის ერთია. “აღსრულების პოლიციამ 23 იანვარს, თბილისში, კეკელიძის N1-ში მდებარე ბინაში მყოფთ ბინის დატოვებისკენ მოუწოდა, წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ კი ისინი ბინიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა. ბინის ახალი […]