შემიძლია მხოლოდ მოვუწოდო საქართველოს ხელისუფლებას, დააჩქაროს რეფორმებზე მუშაობა – ევროკავშირის ელჩი

შემიძლია მხოლოდ მოვუწოდო საქართველოს ხელისუფლებას, დააჩქაროს რეფორმებზე მუშაობა – ევროკავშირის ელჩი “შემიძლია მხოლოდ მოვუწოდო საქართველოს ხელისუფლებას, დააჩქაროს რეფორმებზე მუშაობა”, – ამ განცხადებას საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი აკეთებს. ელჩი გამოეხმაურა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მიერ გამოქვეყნებულ „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსს“. ევროკავშირის წევრობის მოპოვება ხანგრძლივი და რთული პროცესია, მაგრამ არ არის აუცილებელი ხანგრძლივი პროცესი, როდესაც საქმე […]

ილიას ზუროსმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა “აეკი” ჩაიბარა. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული გუნდი სოციალურ ქსელში ადასტურებს. ზუროსი “აეკს” სეზონის ბოლომდე გაწვრთნის. 57 წლის სპეციალისტი საქართველოს ნაკრებს 2016/2023 წლებში წვრთნიდა. ზუროსი სხვადასხვა დროს “პერისტერისს”, “არისს”, “რასინგს”, “ანადოლუ ეფესს”, “პანელიონისს”, “ბუდუჩნოსტს”, “თოფაშს”, საბერძნეთის ნაკრებსა და “პრომითეასს” ავარჯიშებდა.

წელს საქართველოს ევროკავშირის ერთიან სატრანზიტო სისტემაზე მიერთება იგეგმება – ფინანსთა მინისტრი

საქართველო ევროკავშირის ერთიან სატრანზიტო სისტემაზე მიერთებისთვის ემზადება. კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის“ (NCTS) დანერგვა ეროვნულ დონეზე საქართველომ გასული წლიდან დაიწყო, მიმდინარე წლიდან კი იგეგმება ამ სისტემაზე მიერთება, რაც საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელ კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს, საქართველოს საბაჟოზე წარდგენილი ერთი ტრანზიტის დეკლარაციით და ერთი გარანტიით შეუფერხებლად განახორციელონ ტვირთებს გადაზიდვა როგორც ევროკავშირის, ასევე საერთო ტრანზიტის კონვენციის წევრ სხვა ქვეყნებშიც. ჯამში […]

2023 წელს, ესპანეთში ქართული ღვინის ექსპორტი 160%-ით გაიზარდა

ღვინო საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო საქონელია, რომელსაც ჩვენი ქვეყნის $6-მილიარდიან ექსპორტში 4.2%-იანი წილი აქვს. 2023 წლის წინასწარი მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტზე $259 მილიონის ღირებულების 89,500-ზე მეტი ტონა ქართული ღვინო გავიდა, რომლის უდიდესი ნაწილი, ტრადიციულად, რუსეთის ფედერაციაში მოხვდა. თუმცა ქართული ღვინისთვის ტრადიციულ ბაზრებთან ერთად, რომელთა შორის, რუსეთთან ერთად, პოლონეთს, უკრაინას, ჩინეთსა და ყაზახეთს ვხვდებით, ქართული ღვინო სულ […]

მინისტრის თქმით, სანქციისგან თავის არიდების 1770 შემთხვევა დააფიქსირეს

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების შემდეგ სანქციისგან თავის არიდების 1770 შემთხვევა დააფიქსირეს. მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის დაწყების დღეებიდანვე, შემოსავლების სამსახურში შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც მუდმივ რეჟიმში მონიტორინგს უწევს სანქცირებული ტვირთებისა და პირების საკითხს საქონლის საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის გავლით გადაადგილებისას. „სანქციების შემოღების შემდეგ, საქართველოს საბაჟო საზღვრებიდან გაბრუნებისა და საბაჟო […]

ერდოღანმა თურქეთის პარლამენტის გადაწყვეტილებას შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირების შესახებ ხელი მოაწერა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთის პარლამენტის გადაწყვეტილებას შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირების შესახებ ხელი მოაწერა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. ოქმი თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ძალაში შევიდა. ამ ნაბიჯით თურქეთმა სრულად დაამტკიცა შვედეთის შესვლა NATO-ში.

საქართველოში სადებეტო ბარათების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა

საქართველოში მიმოქცევაში არსებული საგადახდო სადებეტო ბარათების რაოდენობა 2023 წლის დეკემბერში, წინა წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით 14%-ით არის გაზრდილი და ისტორიულ მაქსიმუმზეა. უფრო კონკრეტულად, საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, წინა წლის ბოლოსთვის საქართველოში ბრუნვაში სულ 8 258 081 სადებეტო ბარათი იყო. დეკემბრის მდგომარეობით, აქტიური სადებეტო ბარათებიდან 51%-ს Mastercard-ი ფლობს, ხოლო 31%-ს VISA. რაც შეეხება სადებეტო […]

15 000-ლარიან კომპენსაციას მიიღებს ბავშვი, რომელსაც ბაღის აღმზრდელმა სცემა, საქმე კი არ გამოიძიეს

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ინფორმაციით, ბავშვი, რომელზე ძალადობის საქმეც სახელმწიფომ არ გამოიძია, გაეროს ბავშვთა კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, 15 000-ლარიან კომპენსაციას მიიღებს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს, 26 იანვარს მიიღო. რა მოხდა? ბავშვის ინტერესების დამცველი ორგანიზაციის ინფორმაციით, 3.5 წლის ბავშვს ბაღის აღმზრდელმა სახლის დახატვა დაავალა, თუმცა ჩათვალა, რომ მან დავალება სათანადოდ ვერ შეასრულა. ამის გამო აღმზრდელმა […]

თიბისი ბანკსა და FMO-ს შორის 80 მილიონი ევროს ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა

25 იანვარს, თიბისიმ და ჰოლანდიის განვითარების ბანკმა (FMO) ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც FMO და სინდიკატში შემავალი საფინანსო ორგანიზაციები თიბისის 80 მილიონი ევროს ოდენობის სუბორდინირებულ, სინდიცირებულ სესხს გამოუყოფენ. მიღებული სესხი გააძლიერებს თიბისის კაპიტალის სტრუქტურას და გაზრდის ბანკის გრძელვადიან მდგრადობას. დოკუმენტს ხელი მოაწერეს თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ და FMO -ს ფინანსური ინსტიტუტების მენეჯერმა რუჰი […]

ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, სანქციების შემოღებიდან დღემდე, მებაჟე-ოფიცრებმა სანქციების შესაძლო გვერდის ავლის 1770 შემთხვევა დააფიქსირეს

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, სანქციების შემოღებიდან დღემდე, მებაჟე-ოფიცრებმა, სანქციების შესაძლო გვერდის ავლის 1770 შემთხვევა დააფიქსირეს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დაფიქსირებული შემთხვევებიდან საქართველომ ან შეაჩერა ოპერაცია ან საქონელი უკან გააბრუნა. „სანქციების შემოღებიდან დღემდე, 1770 შემთხვევა დაფიქსირდა, სადაც ხდებოდა სანქციების გვერდის ავლ. საქართველომ ან შეაჩერა ოპერაცია და ან აღნიშნული საქონელი გააბრუნა უკან. გარდა ამისა, დაახლოებით, 1000 […]