„თბილისი ენერჯი“ – გაზსადენზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო გაზის მიწოდება 7800-მდე აბონენტს დროებით შეუწყდება

გაზსადენზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო გაზის მიწოდება 7800-მდე აბონენტს დროებით შეუწყდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გაზის მიწოდება აბონენტებს 28 იანვარს 10:00 საათიდან, 29 იანვრის 10:00 საათამდე შეუწყდებათ. კომპანია მომხმარებელს მოუწოდებს, გაზის დანადგარები უყურადღებოდ არ დატოვონ. „გაცნობებთ, რომ შპს „კორტების“ დაკვეთით, გაზსადენის რეკონსტრუქციის მიზნით კვირას, 28 იანვარს 10:00 საათიდან, 29 იანვრის 10:00 საათამდე […]

“ბიძინე-ვაჭრის მომენტია” – კაკაბაძე ამტკიცებს, რომ პოლიციელებმა ყალბი ჩვენებები მისცეს სასამართლოს

“რაც შეეხება ჩვენს მხარეს, ჩვენ ნივთმტკიცება გვაქვს და დაბეჯითებით ეს ნივთმტკიცება ვაჩვენეთ მოსამართლეს დღეს, ამას ვაჩვენებთ ტელევიზიებსაც და ყველა ნახავს, ვინ დამაპატიმრა, როგორ და რანაირად. ჩემი აზრით, დიდი შეცდომა იყო იმ ადამიანის არმოყვანა, ვინც მე დამაპატიმრა, ეს ორი ადამიანი არ არის ის, ვინც მე დამაპატიმრა, ესენი იყვნენ ის ხალხი, ვინც ჩემთან ერთად იჯდა მანქანაში. დღეს […]

ჩხუბი პარლამენტში – პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი და “ოცნების” აპარატის წევრი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში – ერთმანეთს ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატის თანამშრომელი და პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი დაუპირისპირდნენ. ჩხუბი პარლამენტის შენობაში მოხდა. ერთმანეთს არჩილ გორდულაძე და ალბერტ ბოგვერაძე დაუპირისპირდნენ, მათ ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს. მათ გაშველებაში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა ჩხუბმა გარეთ გადაინაცვლა. უცნობია, დაიწყო თუ არა მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით მოკვლევა.

ხორვატიის სასამართლომ უკრაინას გადასცა იახტა, რომელიც ვიქტორ მედვედჩუკს ჩამოართვეს

ხორვატიის ქალაქ სპლიტის რაიონულმა სასამართლომ გადაწყვიტა, უკრაინას გადასცეს უკრაინის პარლამენტის (ვერხოვნა რადის) ყოფილი დეპუტატისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ნათლიმამის, ვიქტორ მედვედჩუკის იახტა „როიალ რომანსი“ (Royal Romance). ამის შესახებ უკრაინული აქტივების მოძიებისა და მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ელენა დუმა იტყობინება. მისი თქმით, იახტის შეფასების შემდეგ, ის გაიყიდება ღია აუქციონზე და გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი უკრაინის სახელმწიფოს სასარგებლოდ […]

საქართველოს სამუშაო ვიზიტით სომხეთის პრემიერ-მინისტრი ეწვია

საქართველოს სამუშაო ვიზიტით სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის პრემიერს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საქართველოს ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძე დახვდნენ. ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვია. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ნიკოლ ფაშინიანისა და ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა; შედგება საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის […]

27 იანვრიდან 28 იანვრის დილამდე მთიან რეგიონებში მოსალოდნელია თოვლი

27 იანვრიდან 28 იანვრის დილამდე საქართველოს მთიან რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით თოვლი, ზოგან ძლიერი ნისლი, გზებზე – ლიპყინული. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სინოპტიკოსების ცნობით, დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესებისა და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

უკრაინამ ევროკავშირში ხახვის მზარდი დეფიციტის გამო ექსპორტი აღადგინა

EastFruit-ის ანალიტიკოსების აზრით, უკრაინის ხახვის ბაზარზე ფასების მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებში ფასები იზრდება. კერძოდ, პოლონეთში, 2024 წლის დასაწყისიდან, ხახვის საბითუმო ფასები სწრაფად იზრდება და 2023 წლის მაჩვენებელს უკვე გადააჭარბა. უკრაინაში ხახვის ფასი გრძელვადიან საშუალო მაჩვენებელს უახლოვდება და კგ-ზე 34 ცენტს შეადგენს. ევროკავშირში მზარდი ფასების საპასუხოდ, უკრაინამ ხახვის ექსპორტი 2023 წლის იანვარში რუმინეთში დაიწყო. […]

ლიბერთიმ, ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებული მასწავლებელთა კონკურსის – „ფინანსური განათლება სკოლაში“ გამარჯვებული დააჯილდოვა

ეროვნული ბანკის, ფინანსური განათლების პორტალ ფინედუს (www.finedu.gov.ge), საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ მასწავლებლებისათვის ორგანიზებული კონკურსის “ფინანსური განათლება სკოლაში” დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, სადაც კონკურსის გამარჯვებული მასწავლებლები დაჯილდოვდნენ. ეროვნული ბანკი ფინანსური განათლების მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან, ასევე საფინანსო და სადაზღვევო სექტორებთან. მასწავლებელთა კონკურსი გასული წლის […]

უკრაინაში 43 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცის დაღუპვა დადასტურდა – მედია

„ბიბისის“ რუსული სამსახურისა და „მედიაზონის“ ჟურნალისტებმა, მოხალისეთა ჯგუფთან ერთად, 2022 წლის თებერვლიდან უკრაინაში მიმდინარე ომში დაღუპული 43 014 რუსი სამხედრო მოსამსახურის ვინაობა დაადგინეს. ერთი კვირის წინ ეს რიცხვი 42 ათასს შეადგენდა. 19 იანვრისთვის დადასტურდა რუსეთის არმიის და სხვა ძალოვანი სტრუქტურების 3 ათასზე მეტი ოფიცრის სიკვდილი, მათგან 349 ატარებდა ვიცე-პოლკოვნიკის ან კიდევ უფრო მაღალ წოდებას. დაღუპული […]

პროკურატურამ დედას, რომელიც არასრულწლოვან შვილს ქუჩაში მოწყალების თხოვნას და ნივთების რეალიზაციას აიძულებდა, შეგროვილ თანხას კი თავად ისაკუთრებდა, ასევე კიდევ ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ არასრულწლოვნით ვაჭრობისა (ტრეფიკინგის) და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, სამ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დედამ მასზე მატერიალურად დამოკიდებული არასრულწლოვანი შვილი სარგებლის მიღების მიზნით გადაიბირა და 2023 წლის ივნისიდან შრომით ექსპლუატაციას უწევდა. ინფორმაციის თანამხად, ბრალდებული შვილს ქუჩაში მოწყალების თხოვნას და ნივთების რეალიზაციას აიძულებდა, შეგროვილ თანხას […]