გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6750 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6750 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6750 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6769 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0019 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9056 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9168 ლარს შეადგენდა. […]
ღარიბაშვილი: სომხეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი
პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სომხეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. ამის თაობაზე მან სომხეთის პრემიერთან, ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ ერთობლივ კონფერენციაზე განაცხადა. “ზაფხულში დავაანონსეთ, რომ მოვაწერდით ხელს სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს. მინდა, ასევე, აღვნიშნო, რომ ტრადიციულად, ისტორიულად ვართ ძალიან ძლიერი მოკავშირეები, მეგობრები, არა მხოლოდ მეზობლები, გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა, თანამშრომლობა, პარტნიორობა ყველა მიმართულებით. დე […]
ხუციშვილის თქმით, საბაჟოზე სანქციების შესაძლო გვერდის ავლის 1 770 შემთხვევა დაფიქსირდა
ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, სანქციების შემოღების შემდეგ საქართველოს საბაჟოზე მათზე გვერდის ავლის შესაძლო 1 770 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ მან საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე ისაუბრა. “სანქციების შემოღების შემდეგ, საქართველოს საბაჟო საზღვრებიდან გაბრუნებისა და საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე დაფიქსირებული გვაქვს უარის თქმის 1770 შემთხვევა. დღეისათვის აქტიურია 36 საოპერაციო რისკის პროფილი, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ახდენს […]
ქართველ მეღვინეებს EU-ს ბაზარზე გასატან ღვინოზე შემადგენლობის დაწერა მოუწევთ – ახალი რეგულაცია
2023 წლის 8 დეკემბრიდან ევროკავშირის მასშტაბით ახალი რეგულაცია ამოქმედდა, რომლის თანახმადაც, ბლოკის მასშტაბით გასაყიდ ღვინოსა და ღვინის პროდუქტებზე ინგრედიენტებისა და ნუტრიციული შემადგენლობის მითითება სავალდებულო გახდა. თუ აქამდე ღვინისა და ღვინის პროდუქტების რეალიზატორები გამონაკლისის სახით თავისუფლდებოდნენ შეფუთვაზე იმ ინფორმაციის დატანის ვალდებულებისგან, რომელიც სხვა საკვები და სასმელი პროდუქტების ეტიკეტებზე არის დატანილი, ღვინოზე კი მხოლოდ ალკოჰოლის შემცველობისა და […]
თასის გათამაშების პირველი მეოთხედფინალისტები: “ბათუმი” და გურჯაანის “დელტა”
საქართველოს თასის გათამაშებაში კინაღამ გვარიანი სენსაცია დაფიქსირდა. მოგეხსენებათ, ტურნირში სუპერლიგისა და “ა” ლიგის გუნდები მონაწილეობენ და ერთის გარდა ყველა იმ წყვილში, რომელშიც სხვადასხვა ლიგების წარმომადგენლები ხვდებიან, ფავორიტთა სასარგებლოდ დიდი სხვაობები დაფიქსირდა. ერთადერთი გამონაკლისი ბათუმი – ვსა-ს დაპირისპირება გახლდათ, რომელშიც სუპერლიგის გუნდმა დიდი გაჭირვებით, 2 მატჩის ჯამში დაფიქსირებული ოვერტაიმის შემდეგ მოახერხა “ა” ლიგის წარმომადგენლის დამარცხება. მოგეხსენებათ, […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6750 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6750 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6750 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6769 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0019 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9056 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9168 ლარს შეადგენდა. […]
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ ისრაელს ღაზაში გენოციდის თავიდან აცილება დაავალა
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს განცხადებით, მას აქვს იურისდიქცია სამხრეთ აფრიკასა და ისრაელს შორის დავის თაობაზე იმასთან დაკავშირებით, შეიძლება თუ არა ისრაელის ქმედებები ღაზაში გენოციდს წარმოადგენდეს. „სასამართლოს აზრით, ზოგიერთი ქმედება და უმოქმედობა, რომელიც სამხრეთ აფრიკის ვარაუდით ისრაელმა ღაზაში ჩაიდინა, როგორც ჩანს, შეიძლება მოხვდეს გენოციდის კონვენციის დებულებებში“, – განაცხადა მოსამართლემ ჯოან დონოგიუმ. მისი თქმით, სასამართლომ უარყო ისრაელის მოთხოვნა […]
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო – ვაღიარებთ ღაზაში მცხოვრები პალესტინელების უფლებას, დაცული იყვნენ გენოციდისგან
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს განცხადებით, აღიარებს ღაზაში მცხოვრები პალესტინელების უფლებას, იყვნენ დაცული გენოციდისგან. მოსამართლის განმარტებით, პალესტინელები გენოციდის კონვენციით დაცულ ჯგუფს წარმოადგენენ. „სასამართლო აღნიშნავს, რომ სამხედრო ოპერაციას, რომელსაც ისრაელი ახორციელებს, 2023 წლის შვიდი ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, დაღუპულებისა და დაშავებულების დიდი რაოდენობა, ასევე სახლების მასიური განადგურება მოჰყვა“, – აღნიშნა მოსამართლე ჯოან დონოგიუმ. ამასთან, სასამართლოს შეფასებით, ღაზაში ვითარების შემდგომი […]
რესპუბლიკურის თანამშრომლებმა ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე უარი თქვეს
რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე უარი თქვეს. ამის შესახებ მათ დღეს, 26 იანვარს, ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე განაცხადეს. აქციის გამართვამდე ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მინისტრი ზურაბ აზარაშვილი მზად იყო რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან შეხვედრა გაემართა და მათ კითხვებზე პირადად ეპასუხა. როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები აცხადებენ, მანამ, სანამ კლინიკის დემონტაჟის შესახებ ბრძანება არ გაუქმდება, მათ […]