სომხეთი დაინტერესებულია შავი ზღვის კაბელის პროექტით – ფაშინიანი

თბილისში ვიზიტისას სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ერევანი „დაინტერესებულია შავი ზღვის კაბელის პროექტით“. პრემიერმა ფაშინიანმა ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოლაპარაკებებისას ქართველ კოლეგებს გააცნო სომხეთის „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტი – ინიციატივა, რომელიც მან თბილისში, „აბრეშუმის გზის“ ფორუმზე წარადგინა ოქტომბერში. „პროექტი მიმართულია რეგიონში ურთიერთობების ზრდისკენ. ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოების სუვერენიტეტის დაცვის საკითხი. ჩვენი […]

დენის შმიგალი – ევროკავშირის 27-ვე ქვეყანა წინასწარ შეთანხმდა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფაზე

ევროკავშირის 27-ვე ქვეყანა წინასწარ შეთანხმდა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფაზე. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „1-ელ თებერვალს ჩვენ ველით, რომ ევროკავშირი უკრაინის 50 მილიარდი ევროთი მხარდაჭერის ოთხწლიან Ukraine Facility პროგრამას დაამტკიცებს. წინასწარ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირის ყველა 27 წევრი დათანხმდა ამ პროგრამის მხარდაჭერას”, – განაცხადა შმიგალმა. უკრაინის პრემიერ-მინისტრი ელის, რომ ამდაგვარ […]

პრემიერი – ოპტიმიზმით შევყურებთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე დიალოგს – იმედს გამოვთქვამ, რომ მალე გააფორმებენ სამშვიდობო შეთანხმებას, რაც გააძლიერებს რეგიონში მშვიდობას და ხელს შეუწყობს სტაბილურობას

დიდი ოპტიმიზმით და იმედის თვალით შევყურებთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე დიალოგს და მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ისინი მალე გააფორმებენ სამშვიდობო შეთანხმებას, რაც გააძლიერებს რეგიონში არსებულ მშვიდობას, ხელს შეუწყობს სტაბილურობას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო ყოველთვის მზად არის, თავისი წვლილი, […]

ნიკოლ ფაშინიანი – მინდა გულწრფელად მივულოცო საქართველოს მთავრობას და ხალხს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვება, ამ პროცესში განსაკუთრებით ხაზს ვუსვამ როგორც ბატონ ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის, ასევე ხალხის როლს

დღეს ჩვენ განვიხილეთ საკითხთა ფართო სფერო, დაწყებული ეკონომიკით დამთავრებული კულტურით, ვაჭრობით, ადამიანური ურთიერთობებით – ასევე, ჩვენ ვისაუბრეთ, სამხრეთ კავკასიის ინფრასტრუქტურის გახსნასა და შესაძლებლობებზე ეკონომიკური წინსვლისთვის, – ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. ფაშინიანმა ქართველ ხალხს მიულოცა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და აღნიშნა, რომ „ეს ისტორიული […]

შალვა პაპუაშვილი – საქართველო „კეთილსინდისიერების ინდექსის“ მიხედვით ლიდერია აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში და უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის 8 წევრსა და ნატო-ს 10 სახელმწიფოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ ,,X” -ში “კეთილსინდისიერების ინდექსის” კვლევას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ საქართველო ამ კვლევის მიხედვით ლიდერია აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში და ასევე, უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის 8 წევრსა და ნატო-ს 10 სახელმწიფოს. “საქართველო “კეთილსინდისიერების ინდექსის” მიხედვით 29-ე ადგილით, ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელზეა. ინდექსი აფასებს ბიუჯეტის გამჭვირვალებას, მოქალაქეებისათვის […]

ნიკოლ ფაშინიანი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებაზე – ეს მიღწევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ჩვენი ძალისხმევა უნდა გავზარდოთ და შეძენილით არ დავკმაყოფილდეთ

სომხეთმა და საქართველომ დღეს მიაღწიეს დიდ წინსვლას, ბატონ პრემიერთან ხელი მოვაწერეთ ერთობლივ დეკლარაციას სომხეთ-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობების შესახებ, – ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობა ერთობლივი ძალისხმევის შედეგია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ქვეყნებმა ძალისხმევა […]

ირაკლი ღარიბაშვილი – მოვისმინეთ ბატონი ფაშინიანის დადასტურებული ინტერესი რეგიონული პროექტებისადმი, ისეთი, როგორიც არის შავი ზღვის კაბელის პროექტი და სხვა პროექტები, რომლებზეც ჩვენ ახლა ვმუშაობთ

მოვისმინეთ ბატონი ფაშინიანის დადასტურებული ინტერესი რეგიონული პროექტებისადმი, ისეთი, როგორიც არის შავი ზღვის კაბელის პროექტი და სხვა პროექტები, რომლებზეც ჩვენ ახლა ვმუშაობთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მსგავსად, სომხეთშიც ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდაა და ამ დინამიკის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. „ისევე, როგორც საქართველოში, […]

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საბაჟოს საერთაშორისო დღე აღნიშნა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა მსოფლიოს საბაჟო ორგანიზაციის (WCO) 180-ზე მეტ წევრ საბაჟო ადმინისტრაციასთან ერთად, საბაჟოს საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, წელს საბაჟოს საერთაშორისო დღის სლოგანია – ,,საბაჟო აფართოებს მიზნობრივ პარტნიორობას“. „საზეიმო ღონისძიება სასტუმრო ,,შერატონ მეტეხი პალასში“გაიმართა. მებაჟე ოფიცრებს პროფესიული დღე მიულოცეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა […]

გორის მერია – გორის მერის მოადგილემ სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად, 100 წლის ვეტერან მოხუცს დაბადების დღე მიულოცა

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად, 100 წლის ვეტერან მოხუცს დაბადების დღე მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, II მსოფლიო ომის მონაწილე, ოთარ ტლაშაძე იუბილესთან დაკავშირებით გორის მერიისგან საჩუქრად 1000 ლარს მიიღებს. „გარდა ამისა, მას მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წლის განმავლობაში ჯამში 1000 ლარიც გადაეცემა. […]

სიახლე ტორონტოს ქართველ ემიგრანტებისათვის

ქართული კულტურის ცენტრ ივერიონის ინფორმაციით, North York – ის კომუნიტი ცენტრში იხსნება კარატეს კლუბი „კარატეს აკადემია”, რომელსაც კარატეს საერთაშორისო შეჯიბრებების არაერთგზის ჩემპიონი – ჰენრი ვეკუა უხელმძღვანელებს. „კარატეს კლუბის მიზანია ბავშვებს შეასწავლოს აქტიური და ჯანმრთელი ცხოვრების წესი და ასწავლოს თავის დაცვის ხელოვნება და ბავშვებში გამოაწრთოს ძლიერი პერსონალური თვისებები. დასაწყისისათვის გაკვეთილები ჩატარდება კვირაში ორჯერ. შეკითხვებისთვის ან რეგისტრაციის […]