რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიას და მის მრევლს მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიას და მის მრევლს მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულს ულოცავს. „ევანგელურ-ლუთერული ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას ზეიმობს. საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია დღეს მაცხოვრის ფერისცვალებას ზეიმობს. დღესასწაული თაბორის მთაზე მაცხოვრის ფერისცვალებას უკავშირდება, რითაც უფალმა მოწაფეებს ხილული სახით უჩვენა თავისი ღვთაებრივი დიდება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დღესასწაულს ულოცავს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიასა და მის მრევლს, მშვიდობას და კეთილდღეობას უსურვებს […]

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. მათივე ცნობით, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

2023 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 4%-ით შემცირდა

სემეკის ინფორმაციით, 2023 წელს საქართველოში მოხმარებულმა ელექტროენერგიამ 14 917.1 მლნ კვტ/სთ შეადგინა, რაც 2022 წლის მაჩვენებელთან შედარებით 4%-ით ნაკლებია. კერძოდ, 2022 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ 15 521.2 მლნ კვტ/სთ შეადგინა. რაც შეეხება გენერაციას, 2023 წელს საქართველოში წარმოებულმა ელექტროენერგიამ 14 395.8 მლნ კვტ/სთ-ს მიაღწია. 2022 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 14 246.6 მლნ კვტ/სთ-ს აღწევდა. წლიურმა ზრდამ 1%-ით […]

“ჯეო ჰოსპიტალსი” რესპუბლიკურის თანამშრომლების დასაქმებისთვის მზად არის – “სამინისტროსთან კომუნიკაცია გუშინ გვქონდა”

კლინიკების ქსელი “ჯეო ჰოსპიტალი” რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების დასაქმებისთვის მზად არის.

„საქართველოს ბანკი“ დივიდენდების განაწილებისთვის ემზადება – რაზე იმსჯელებენ აქციონერთა კრებაზე?

„საქართველოს ბანკი“ დივიდენდების განაწილებისთვის ემზადება. საკითხზე სს „საქართველოს ბანკის“ აქციონერები 13 თებერვალს დაგეგმილ შეხვედრაზე იმსჯელებენ. ბანკის მენეჯმენტი აქციონერებს სთავაზობს 2023 წლის საბოლოო მოგების ნაწილის 186 მლნ ლარის განაწილებას, თითო ჩვეულებრივ აქციაზე 6.6471 ლარის ოდენობით, რაც 2023 წლის საბოლოო დივიდენდის ნაწილი იქნება. საბოლოო დივიდენდის ნაწილისთვის სააღრიცხვო თარიღი შეთავაზების მიხედვით 19 თებერვალი იქნება. თუ აქციონერები შეთავაზებას მხარს […]

შეზღუდული ხილვადობის გამო, ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 მონაკვეთზე, ფარავანის უღელტეხილზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

The Times: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თბილისში – ევროპის ყველაზე დაუფასებელი სარაგბო ქალაქი

პოპულარული ბრიტანული გამოცემა The Times-ის ჟურნალისტმა მარკ პალმერმა, ჩელენჯ თასზე ‘კლერმონთან’ გამართული მატჩის კვირა საქართველოში გაატარა და აქაური გარემო ბრიტანელებს გააცნო: „‘შავი ლომის’ ჩელენჯ თასში მონაწილეობამ ქართულ კულტურასთან, ისტორიასთან და ღვინოსთან გვაზიარა. ამავდროულად, მან დამატებითი ბიძგი მისცა ამბიციას, რომ საქართველო გახდეს ექვსი ერის ნაწილი. „მიხეილ მესხის“ სტადიონზე 17 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა, რათა ჩელენჯ თასზე […]

ოსიმენის ნიგერიამ ანგისას კამერუნს სძლია და 1/4-ფინალში გავიდა

აფრიკის თასის მერვედფინალში ნიგერიამ კამერუნი 2:0 დაამარცხა. კამერუნი, რომლის სასტარტოში ანგისა ვიხილეთ, საოცრად პასიური, ხოლო თამაში თვალსასეირო ვერ იყო და რომ არ ოსიმენი, პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდებოდა. ვიქტორმა 36-ე წუთზე მეტოქე გუნდის მცველ გონსალესს აართვა ბურთი, ლუკმანს გადააწოდა და მან ონდოას კარი დალაშქრა. ტრიბუნებზე გულშემატკივრებმა ოსიმენის გვარის სკანდირება დაიწყეს. მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა, […]

მიქაუტაძემ 83 წუთი ითამაშა – “მეცი” “ნიცასთან” დამარცხდა

ლიგა 1-ის მე-19 ტურში „მეცი“ გასვლაზე მეორეადგილოსან „ნიცასთან“ 0:1 დამარცხდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, სტუმრები, რომელთა რიგებში გიორგი მიქაუტაძე აქტიურობდა, მეტოქეს ტოლს არაფერში უდებდნენ. მომენტები ბევრი არ შეიქმნა, მოედანზე დიდად სანახაობრივი არაფერი არ ხდებოდა და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. შესვენების შემდეგ მასპინძლებმა დიდი ძალებით უხიფათოდ შეუტიეს, მალე თამაში გათანაბრდა, თუმცა „ნიცამ“ პენალტი მოიპოვა და ევან […]

ლოჩოშვილი დაბრუნდა – “კრემონეზე” სერია A-სკენ მიიწევს

სერია B-ს 22-ე ტურში „კრემონეზემ“ საკუთარ მოედანზე „ბრეშია“ 1:0 დაამარცხა. მასპინძელთა გუნდში შეუცვლელად ითამაშა ლუკა ლოჩოშვილმა – ის მიმდინარე ტურნირზე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოხვდა ძირითად შემადგენლობაში, მთლიანობაში კი 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მისი თამაში sofascore-მა 6.9 ქულით, flashscore-მა კი 6.8-ით შეაფასა. „კრემონეზე“ 41 ქულით მეორე ადგილზეა და 3 თებერვალს სტუმრად „ლეკოს“ დაუპირისპირდება. კრემონა. „ჯოვანი ძინი“ […]