FORBES-ის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიის სათავეში კვლავ ბერნარ არნოა
ფინანსურმა გამოცემა Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სია განაახლა. ილონ მასკი პირველა ადგილზე კვლავ Louis Vuitton Moet Hennessy (LVMH)-ის დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა, ფრანგმა ბიზნესმენმა ბერნარ არნომ ჩაანაცვლა. არნოს ქონება 21.6 მილიარდი დოლარით გაიზარდა. დღეისთვის მისი ქონება ჯამში 205.8 მილიარდ დოლარს შეადგენს. Tesla-სა და Space X-ის მფლობელი ილონ მასკი მეორე ადგილზე გადავიდა. მისი ქონება 204.2 მილიარდ […]
ბაშკირეთში გარდაიცვალა აქციის მონაწილე, რომელიც პოლიციამ დააკავა
რუსეთის ფედერაციის რესპუბლიკა ბაშკირეთში, ქალაქ უფაში, გარდაიცვალა მომიტინგე რიფატ დაუტოვი, რომელიც პოლიციამ საპროტესტო აქციების შემდეგ, მეგობარ ქალთან შეხვედრისას დააკავა. როგორც გარდაცვლილის და ამბობს, ის გვამის ამოსაცნობად მორგში დაიბარეს. დაუტოვის მშობლებს უთხრეს, რომ პატიმარი ნასვამ მდგომარეობაში იყო და გული გაუჩერდა. მომიტინგის ახლობლები და ნათესავები კი ამბობენ, რომ დაუტოვი ალკოჰოლს არ მოიხმარდა. დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე პოლიციამ […]
კარაგერმა “ლივერპულს” კლოპის შემცვლელი ურჩია
რამდენიმე დღის წინ “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ “სქაუზერებს” დატოვებს. “მერსისაიდელების” ყოფილმა მცველმა და ამჟამად Sky Sports-ის ექსპერტმა ჯეიმი კარაგერმა განაცხადა, რომ “ბრაიტონის” მთავარი მწვრთნელი რობერტო დე ძერბი გერმანელ სპეციალისტს იდეალურად შეცვლიდა. “ლივერპულისთვის” დე ძერბი იდეალური კანდიდატურაა, იტალიელმა “ბრაიტონში” ბრწყინვალე სამუშაო გასწია. შეხედეთ რა გააკეთა ჩაბი ალონსომ “ლევერკუზენში”, მართალია, “ბაიერნს” […]
რუსთავში, კაცმა ცოლ-შვილი სცემა
კაცმა ცოლ-შვილი სცემა. შემთხვევა “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, რუსთავში მოხდა. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, ძველ რუსთავში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, 40 წლამდე კაცსა და მის მეუღლეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ქმარმა ჯერ ცოლს სცემა და შემდეგ შვილს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. კაცი ბრალდებულის სახით დააკავეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. როგორც იტალიური საინფორმაციო სააგენტო ansa იუწყება, საქართველოს მოქალაქემ ერთ-ერთ სუპერმარკეტში 6 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი მოიპარა, რომელთა ჯამური ღირებულება 200 ევროა. მოსამართლემ დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიებად პოტენცას მთელ პროვინციაში, ბინადრობის აკრძალვა დაადგინა.
აპრილში დიდი ბრიტანეთში გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფები შესაძლოა 16%-ით შემცირდეს
საკონსულტაციო კომპანია Cornwall Insight-ის ანალიტიკოსების პროგნოზით, აპრილში დიდ ბრიტანეთში ფიზიკური პირებისთვის ენერგიის ფასები შეიძლება 16%-ით შემცირდეს. გაზისა და ელექტროენერგიის საშუალო წლიური გადასახადი ბრიტანული ოჯახებისთვის აპრილში იქნება 1620 ფუნტი (2060 აშშ დოლარი). ივლისისთვის კი ეს მაჩვენებელი შეიძლება 1497 ფუნტამდე დაეცეს. მიმდინარე პერიოდში საშუალო გადასახადი 1928 ფუნტია. „ენერგეტიკული მარაგის კარგი დონე და მიწოდების პოზიტიური პერსპექტივა მხარს უჭერს […]
მოსკოვის ცენტრში, სატირის თეატრში ხანძარია
მოსკოვის ცენტრში, ცნობილ სატირის თეატრში ხანძარს ებრძვიან, – ინფორმაციას რუსული მედია საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყებაში აცხადებენ, რომ თეატრში ხანძარი ხის კონსტრუქციებიდან გავრცელდა. მისი ლიკვიდაციის მიზნით ადგილზე 76 ადამიანი და 21 ერთეული ტექნიკა მუშაობს. მათივე ინფორმაციით, ხანძრის ფართობი 250 კვადრატული მეტრია, შენობიდან 50 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. წინასწარი ვერსიით, ხანძრის მიზეზი მიმდინარე სარემონტო სამუშაოები გახდა.
ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციის შესასრულებლად “ქართული ოცნება” პოლიტიკურ პარტიებს და NGO-ებს მოლაპარაკების მაგიდასთან იწვევს
ევროკომისიის ცხრა რეკომენდაცია და ერთი დღე პირველ შეხვედრამდე. ხვალიდან “ქართული ოცნება” პოლიტიკურ პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს მოლაპარაკების მაგიდასთან იწვევს. მმართველი გუნდი ოპოზიციურ სპექტრს პროცესში მონაწილეობისკენ მოუწოდებს, თუმცა უკვე ცნობილია, რომ მუშაობას მმართველ გუნდთან ერთად, “ნაციონალური მოძრაობა” არ აპირებს. პარტია “ლელო” კი გადაწყვეტილებას ჯერ არ ასაჯაროებს. ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, მმართველ გუნდთან ერთად შეხვედრაში მიიღებს […]
რესპუბლიკურ საავადმყოფოს თანამშრომლები ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და უწყებას უნდობლობას უცხადებენ
რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან, სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლები არიან შეკრებილი. კლინიკაში დასაქმებულები, კომპენსაციების გაცემასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და უწყებას უნდობლობას უცხადებენ. თანამშრომლები, რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟის დაწყებამდე, მიმდებარე ტერიტორიაზე ალტერნატიული შენობის აშენებას ითხოვენ.
მოწადინებულები ვართ ყველა დისკუსიაში მივიღოთ მონაწილეობა – ალექსანდრე რაქვიაშვილი 9 რეკომენდაციის შესრულების პროცესის შესახებ
პარტია “გირჩის” წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, ევროკავშირის მიერ დათქმული ცხრა პრიორიტეტის შესრულების პროცესში, მმართველ გუნდთან ერთად, მიიღებს მონაწილეობას, თუმცა არ აქვს მოლოდინი, რომ ეს სერიოზული სამუშაო პროცესი იქნება. მისივე თქმით, “გირჩის” მიზანია, მაქსიმალურად გამოიყენონ ყველა სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება ისაუბრონ იმ პრობლემებზე, რომელსაც არსებული 9 პუნქტი აღწერს. “მოწადინებულები ვართ ყველა დისკუსიაში მივიღოთ მონაწილეობა. რაც უფრო […]