რუსებმა უკრაინას 8 დრონით შეუტიეს, უკრაინელებმა რვავე გაანადგურეს
რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიას 29 იანვრის ღამეს Shahed-136/131 ტიპის 8 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა დრონები რუსეთის პრიმორსკო-ახტარსკის რაიონიდან გაუშვეს. გარდა ამისა, მათ უკრაინის ტერიტორიას ვორონეჟის ოლქიდან „ისკანდერ-მ“-ის რაკეტით, დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან კი S-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემებით შეუტიეს. „განადგურდა მტრის რვა უპილოტო […]
წვიმა, თოვლი და ყინვა – ამინდი დღეს ქალაქების მიხედვით
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია ამინდის პროგნოზის შესახებ, დღეს, 29 იანვარს საქართველოში, ქალაქების მიხედვით: სოხუმი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 5-10მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +6, ღამით -2 °. ბათუმი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სამხრეთ/აღმოსავლეთის ქარი 3-8მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +7, ღამით -1°. ზუგდიდი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია წვიმა. აღმოსავლეთის ქარი 5-10მ/წმ. ჰაერის […]
სენაკში, ბანკზე მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
სენაკში “საქართველოს ბანკში” მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე დაკავებული პირის აღკვეთის ღონისძიება სასამართლომ დღეს უნდა გადაწყვიტოს. პროკურატურა წინასწარ პატიმრობას მოითხოვს. მამაკაცს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. გამოძიების ინფორმაციით, დანით შეიარაღებული ბრალდებული, პარასკევს, თავს დაესხა სენაკში მდებარე “საქართველოს ბანკის” თანამშრომლებს, რომლებიც იმ დროისთვის მოქალაქესთან საბანკო ოპერაციას ახორციელებდნენ, გაიტაცა 900 ევრო და მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს აიყვანეს. ბრალის დამტკიცების […]
კალაძე წერეთელზე: ძალიან მაგარი ტემპია, ყველანაირად მაგარი გამზირი გამოვა
თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და თვის ბოლოს ადგილზე საგზაო მოძრაობა ორმხრივად აღდგება. ამის შესახებ მან გუშინ ვიდეოჩართვაში ისაუბრა. “დღე და ღამის განმავლობაში მიმდინარეობს სამუშაოები იმისთვის, რომ თვის ბოლოს საგზაო მოძრაობა ორმხრივად იყოს გახსნილი და გადაადგილება თავისუფლად, უპრობლემოდ იყოს შესაძლებელი. სამუშაოები ახლა, ამ წუთშიც მიმდინარეობს, უშალოდ გზის […]
თენგიზ აბულაძე – 100
გამოჩენილი ქართველი რეჟისორის – თენგიზ აბულაძის – დაბადებიდან 100 წლის აღსანიშნავად 28-31 იანვარს ეროვნული კინოცენტრი მაყურებელს რეტროსპექტივას წარუდგენს. პროექტის „თენგიზ აბულაძე – 100“ პარტნიორები არიან საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს ეროვნული არქივი. კინოჩვენებები საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრში გაიმართება (დასწრება თავისუფალია). მაყურებელი თენგიზ აბულაძის ფილმების აღდგენილ ვერსიებს ინგლისური სუბტიტრებით იხილავს. იუბილესადმი მიძღვნილი კვირეული ნანა […]
9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფის ფორმატში, ჩვენი გეგმის წარდგენას ვაპირებთ – დავით კირკიტაძე
9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფის ფორმატში, ჩვენი გეგმის წარდგენას ვაპირებთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა. როგორ კირკიტაძემ აღნიშნა, შეხვედრის შემდეგ იტყვის, რამდენად აქვს “ქართულ ოცნებას” რეკომენდაციების შესრულებისკენ ნაბიჯების გადადგმის სურვილი. “9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფის ფორმატში, ჩვენი გეგმის წარდგენას ვაპირებთ. ვნახოთ, დღეს ტარდება პირველი შეხვედრა და ალბათ, ამ შეხვედრის შემდეგ […]
ბრიტანულმა ხომალდმა წითელ ზღვაში ჰუსიტების მორიგი თავდასხმა მოიგერია
ბრიტანულმა ხომალდმა (HMS Diamond) წითელ ზღვაში ჰუსიტების მორიგი თავდასხმა მოიგერია. ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის ოფიციალური პირები ავრცელებენ. ვრცელდება ცნობა, რომ ხომალდმა, თავისი სარაკეტო სისტემის მეშვეობით, დრონი, რომელიც თავდასხმას ცდილობდა, გემისა და მასზე მყოფი ეკიპაჟის წევრების დაუზიანებლად გაანადგურა. შეგახსენებთ, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუსიტებმა ღაზაში, ისრაელის სამხედრო ოპერაციის საპასუხოდ, წითელ ზღვაში, გემებზე დრონებითა და რაკეტებით იერიშები 19 […]
შთაბეჭდილება მექმნება, რომ “აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის” ანგარიშის ავტორები გაბრაზებული იყვნენ საქართველოს ხელისუფლებაზე და ჯავრი იყარეს საქართველოზე – შალვა პაპუაშვილი
შთაბეჭდილება მექმნება, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის“ ანგარიშის ავტორები გაბრაზებული იყვნენ საქართველოს ხელისუფლებაზე და ჯავრი იყარეს საქართველოზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ შეფასებას რეალობასთან კავშირი არ აქვს. “შთაბეჭდილება მექმნება, რომ კონკრეტულად ეს ორგანიზაციები, რომლებიც შეფასების ავტორები არიან, გაბრაზებული იყვნენ საქართველოს ხელისუფლებაზე და ჯავრი იყარეს საქართველოზე. ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რადგან […]
იორდანიაში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე განხორციელებული თავდასხმა, რომლის შედეგადაც 3 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, ჯო ბაიდენის სისუსტისა და დანებების შედეგია – ტრამპი
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი იორდანიაში მომხდარ თავდასხმას ეხმაურება. დონალდ ტრამპის თქმით, თავდასხმა ჯო ბაიდენის სისუსტის ბრალია. „იორდანიაში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე განხორციელებული დრონებით თავდასხმისას, 3 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა და უფრო მეტი დაშავდა. საშინელი დღეა ამერიკისთვის. ჩემი ღრმა თანაგრძნობა იმ მამაცი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს, რომლებიც დავკარგეთ. შეერთებულ შტატებზე ეს თავხედური თავდასხმა ჯო ბაიდენის სისუსტისა და დანებების კიდევ ერთი […]
ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს
ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო შეხვედრა იმართება. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე, უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებიან. შეხვედრაში საპარლამენტო ოპოზიციიდან არ მონაწილეობს „ლელო“. შეხვედრას ესწრებიან ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, უფრო კონკრეტულად, არასამთავრობო სექტორიდან შეხვედრაზე „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის“ საქართველოს ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლები იმყოფებიან.