გალტ & თაგარტმა FMCG ბაზრის შესახებ კონფერენცია გამართა
გალტ & თაგარტმა სწრაფად რეალიზებადი სამომხმარებლო პროდუქციის – FMCG სექტორის შესახებ საინვესტიციო კვლევა წარადგინა, სადაც ბაზრის მიმდინარე მდგომარეობა და სექტორის განვითარების პოტენციალია გაანალიზებული. კონფერენციაში მონაწილეობდნენ დარგის მოთამაშეები, ინვესტორები და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები. ამასთან, კონფერენციაზე მოწვეული იყვნენ რეგიონის ქვეყნების FMCG ბაზრის წარმომადგენლები, რომელთაც ბაზრის მოთამაშეებს რეგიონის ქვეყნებში მიმდინარე ტენდენციები გაუზიარეს. კვლევის მიხედვით, ბოლო 5 წლის […]
თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო 2025 წლის ბოლომდე გაიხსნება
თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე საერთაშორისო ბრენდის ახალი სასტუმროს მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ კურორტის აღმასრულებელი დირექტორი სალომე ყვავილაშვილი აცხადებს, ამ ეტაპზე სამუშაოების 70% შესრულებულია. „ახალი სასტუმროს მშენებლობა გრძელდება. ამ დროისთვის პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი შესრულდა, შიდა მოპირკეთებით სამუშაოებზე გადავედით, მშენებლობის 70% დავასრულეთ. როგორც იცით, ეს არის 5 ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო, 130 ნომრიანი, რომლის გახსნასაც 2025 წლის […]
სენაკში, ბანკში მომხდარი ყაჩაღობისთვის დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
სასამართლომ სენაკში, საქართველოს ბანკის ფილიალში მომხდარი ყაჩაღობისათვის დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. პროკურატურამ ყაჩაღობის ფაქტზე 1 პირს ბრალდება გუშინ წარუდგინა. “შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 26 იანვარს, დანით შეიარაღებული ბრალდებული სენაკში მდებარე საქართველოს ბანკის თანამშრომლებს თავს დაესხა, რომლებიც იმ დროისთვის მოქალაქესთან საბანკო ოპერაციას ახორციელებდნენ. თავდამსხმელი დანის დემონსტრირებით მოქალაქის […]
ზელენსკი: დასავლეთის მიერ ლტოლვილებისთვის გამოყოფილი დახმარება უკრაინამ უნდა განკარგოს
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბელგიის პრემიერმინისტრ ალექსანდრ დე კროუსთან ერთად ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე, 2023 წლის 11 ოქტომბერი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკეთესი იქნებოდა, ქვეყნებს უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად გათვალისწინებული თანხები უკრაინის ბიუჯეტის დამატებოდა. ამის შესახებ ზელენსკიმ გერმანულ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ისაუბრა. ზელენსკის განმარტებით, ამ თანხებს უკრაინის მთავრობა მოქალაქეებს შორის თავად გადაანაწილებდა და ეს ფული უკრაინის ეკონომიკას […]
17:00 საათზე ირაკლი ღარიბაშვილი ბრიფინგს გამართავს
დღეს, 17:00 საათზე, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიფინგს გამართავს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძეს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე წარადგენენ, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს. ასევე, ირაკლი კობახიძე პარტიის პოლიტიკური მდივნის პოსტს დაიკავებს. ტელეკომპანია იმედის ცნობით, 24 იანვარს ჩატარებულ ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ 1-ელ თებერვალს პარტიის ყრილობა გაიმართება. ირაკლი […]
კირკიტაძე: შეხვედრაზე გვიმტკიცებდნენ, რომ მურუსიძე და ჩინჩალაძე მაგარ საქმეს აკეთებენ
ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში პირველი სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნაციონალური მოძრაობის წევრმა, დავით კირკიტაძემ თქვა, რომ ამ პროცესთან დაკავშირებით ნაკლები ოპტიმიზმი აქვს და მმართველ გუნდს ძირეული ცვლილებების განხორციელება არ სურს. “იმ პროცესთან დაკავშირებით, რომელიც დაიწყო, შეხვედრის შემდეგ ნაკლები ოპტიმიზმი მაქვს […] მე და ჩემს კოლეგებს ისევ გვიმტკიცებდნენ, რომ ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე ძალიან […]
პუტინი ოფიციალურად დაარეგისტრირეს პრეზიდენტობის კანდიდატად
რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტობის კანდიდატად დაარეგისტრირა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ ინფორმაციით, „ერთხმად მიღებული“ გადაწყვეტილება დღეს, 29 იანვარს, გამოაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ელა პამფილოვამ. რუსეთის საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, ვლადიმირ პუტინის შტაბმა კანდიდატის რეგისტრაციისთვის წარმოადგინა 315 000 მხარდამჭერის ხელმოწერა. კომისიის თანახმად, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, შესამოწმებლად აიღეს 60 ათასი ხელმოწერა და […]
ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ლატვიელი ევროპარლამენტარი ფსბ-ს უგზავნიდა ანგარიშებს
ლატვიელი ევროპარლამენტარი ტატიანა ჟდანოკი აქტიურ მიმოწერას აწარმოებდა რუსეთის მოქალაქეებთან, რომლებიც სავარაუდოდ ფსბ-ს თანამშრომლები იყვნენ, და მათ საკუთარი საქმიანობის ანგარიშებს უგზავნიდა. ამაზე ლაპარაკია გამოძიებაში, რომელიც ჩაატარეს ჯგუფმა Bellingcat-მა და გამოცემა The Insider-მა ესტონეთის, ლატვიისა და შვედეთის ჟურნალისტების მონაწილეობით. გამოძიების ავტორები ამტკიცებენ, რომ ჟდანოკი, რომელიც პრორუსულ პოზიციაზეა, ფსბ-სთან თანამშრომლობს. გამოძიება ემყარება ჟდანოკის ელექტრონული ფოსტას, რომელიც ჰაკერული გზით […]
ქუთაისის მერიის ცნობით, გრაფიტი უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა დააზიანეს
ქუთაისის ისტორიულ უბანში, მონპლეზირის თაღთან, არსებული კედლის მხატვრობა დააზიანეს უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, რომლებიც საქართველოში ერთი თვის განმავლობაში იმყოფებოდნენ და ქვეყანა გრაფიტის ვანდალურად დაზიანების შემდეგ დატოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი განცხადებით, გრაფიტის დაზიანების ფაქტზე შესაბამისმა სამსახურებმა ჩაატარეს მოკვლევა: „მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ კედლის მხატვრობა დააზიანა უცხო ქვეყნის ორმა მოქალაქემ, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში […]
“ჩვენი კარი დაკეტილია მათთვის, ვინც ოკუპირებულად მიგვიჩნევს” – სოხუმი
“ჩვენი კარი სამუდამოდ დაკეტილია მათთვის, ვინც “ოკუპირებულ ტერიტორიად” მიგვიჩნევს”, – ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყების პრესსამსახურის უფროსმა მილანა ცვიჟბამ სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარის, ტოივო კლაარის აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლის შეზღუდვასთან დაკავშირებით განაცხადა. ტოივო კლაარის ცნობით, 2024 წლის იანვრის ბოლოს აფხაზეთში შესვლა შეეზღუდა – “დღეს ვუახლოვდებით ისეთ სიტუაციას, როდესაც, […]