ნავთობის ფასი გაიზარდა

ნავთობის საორიენტაციო ფასები იზრდება, იორდანიაში უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმის შედეგად ამერიკელი ჯარისკაცების დაღუპვის ინფორმაციის გავრცელების ფონზე. Brent-ის მარტის ფიუჩერსების ფასი ლონდონის ICE Futures ბირჟაზე 83,97 დოლარი გახდა ბარელზე, რაც წინა სესიის დახურვის ფასს 0,42 დოლარით (0,5%) აღემატება. გასულ პარასკევს ეს კონტრაქტები 1,12 დოლარით (1,4%) გაიზარდა და ბარელზე 83,55 აშშ დოლარი შეადგინა. ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე (NYMEX) ელექტრონულ […]
ქართველები აზერბაიჯანში და ეროვნული ტოლერანტობა
აზერბაიჯანი, რომელიც ცნობილია თავისი ტოლერანტობით, ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, სადაც უმცირესობების დიდი რაოდენობაა. მრავალი წლის განმავლობაში, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები აძლევდნენ თანაცხოვრების კარგ მაგალითს. რელიგია, ენა, კულტურა და ეთნოგრაფია განიხილება როგორც ეროვნული ფასეულობა. ამ ასპექტებზე ბუნებრივია გავლენას ახდენს ადგილობრივი მოსახლეობა, როდესაც ჯგუფი შეიწოვება. აზერბაიჯანში სულ სხვა სიტუაციაა. ყველა პირობა შეიქმნა უმცირესობათა ენების, ჩვეულებებისა და კულტურების […]
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში დმიტრო კულებას და ანდრეი ერმაკს ხვდება
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო უკრაინაში ჩავიდა, სადაც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ანდრეი ერმაკს ხვდება, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. „უჟგოროდში მიმდინარეობს მოლაპარაკებები უკრაინა-უნგრეთის ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით“, – აცხადებენ უკრაინის საგარეო უწყებაში. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელების […]
ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტის მდინარეები „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის 90 000 ქვირითით დათევზიანდა
ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტის მდინარეები „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის 90 000 ქვირითით დათევზიანდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, მდინარის კალმახის ინკუბირებული ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს, ადამიანის მინიმალური ჩარევით, მოწყვლადი სახეობის მომრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკვის პროცენტს. მსგავსი ტენდენცია ევროპის არაერთ ქვეყანაშია აქტუალური. […]
ნიკა ობოლაძე – ივანიშვილის კორუფციულ-ოლიგარქიულ იერარქიაში წინაურდება კობახიძე და ახლა ის გაცილებით მეტს მოიპარავს მაშინ, როდესაც ღარიბაშვილი შეირგებს უკვე მოპარულს
ივანიშვილის კორუფციულ-ოლიგარქიულ იერარქიაში კობახიძე წინაურდება და ახლა ის გაცილებით მეტს მოიპარავს – მაშინ, როდესაც ღარიბაშვილი უკვე მოპარულს შეირგებს, – ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ნიკა ობოლაძემ შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ხალხის ძარცვა 2024 წლის არჩევნებზე უნდა დასრულდეს. „ივანიშვილის კორუფციულ-ოლიგარქიულ იერარქიაში წინაურდება კობახიძე და ახლა ის გაცილებით მეტს მოიპარავს, მაშინ, […]
ისრაელის ელჩი – უნდა უზრუნველვყოთ, რომ ჰოლოკოსტის სლოგანი: „აღარასდროს განმეორდეს“ ნამდვილად აღარასოდეს განმეორებას ნიშნავდეს
დღევანდელ დღეს ჩვენ ვიხსენებთ მსხვერპლებს, გადარჩენილებს, ვიხსენებთ ჰოლოკოსტს და გაკვეთილებს, რომელიც ყველამ უნდა ვისწავლოთ იმისთვის, რომ „აღარასდროს განმეორდეს“ ნამდვილად ნიშნავდეს აღარასოდეს განმეორებას, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა, ჰადას მეიცადმა ჟურნალისტებს განუცხადა. „დღეს ჩვენ უკვე მესამედ ჩავატარეთ ყოველწლიური ღონისძიება ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსენების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტთან ერთად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით. სამწუხაროდ, გვეგონა, რომ […]
ევროკომისარმა ტრანსპორტის საკითხებში შუა დერეფნის განვითარების კუთხით საქართველოს მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა
ევროკომისარმა ტრანსპორტის საკითხებში ადინა ვალეანმა ბრიუსელში მიმდინარე მაღალი დონის ინვესტორთა ფორუმზე ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის სატრანსპორტო კავშირების განვითარების კუთხით საქართველოს როლზე ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, მისი შეფასებით, ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში ამ თვალსაზრისით საქართველოს მხრიდან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილები გაკეთდა. „ძალიან საყურადღებოა პოლიტიკური გზავნილები, რომელიც საქართველომ ევროპულ ოჯახთან შეერთების გზაზე გააჟღერა […]
დღევანდელი შეხვედრა ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რომ უმრავლესობამ და ოპოზიციამ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 პუნქტის შესრულების საკითხები განვიხილოთ – მაკა ბოჭორიშვილი
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განმარტებით, დღევანდელი შეხვედრა ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რომ უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა, განიხილონ და იმსჯელონ იმ საკითხებზე, რომლებიც 9 პუნქტის შესრულებას უკავშირდება. მისი თქმით, 9 პუნქტის შესრულების პროცესში, როგორც ოპოზიციური პარტიები, ისე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები არიან ჩართულები და მათაც აქვთ შესაძლებლობა, პროცესში საკუთარი წვლილი შეიტანონ. “ეს არის ძალიან კარგი […]
საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა “მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების” პროექტს იწყებს
საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა, გერმანიის მთავრობის დაფინანსებით, ახალ პროექტს იწყებს. პროექტის “მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულება” ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 50 ბიზნესკომპანია შეირჩევა. საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის უფროსის, გიორგი ვეკუას განცხადებით, პირველ ეტაპზე, გამოიკვლევენ კომპანიების საჭიროებებს და ბიზნესებისთვის ტრენინგპროგრამას შეიმუშავებენ. მისივე თქმით, პროექტში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ბიზნესს, რომელიც თბილისის მიღმა, რეგიონებში მოქმედებს. “პროექტის […]
ჩვენ მონაწილეობა არ გვინდა – ჩვენ გვინდა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების დროს – ნინო ჩხობაძე პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე
”საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველოს” თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ პარლამენტში გამართული შეხვედრა შეაფასა და აღნიშნა, რომ ისინი სამუშაო ჯგუფების ფორმატში სამუშაოდ მზად არიან და, ამ საკითხთან დაკავშირებით, გარკვეულ შეთანხმებასაც მიაღწიეს. მისი განმარტებით, არასამთავრობო სექტორს, არა მხოლოდ პროცესში მონაწილეობა, არამედ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვა სურს. “შევჯერდით, რომ რაღაც საკითხებთან დაკავშირებით იქნება საუბარი სამუშაო ჯგუფის ფორმატებში. ისედაც […]