ირაკლი ღარიბაშვილი – პირნათლად ვემსახურე ჩვენს ქვეყანას, უკომპრომისოდ ვიცავდი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს – გუნდში მრავალი წარმატებული ლიდერია და საჭიროა, სხვებსაც მიეცეთ შესაძლებლობა

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების მიზეზები განმარტა. მისი თქმით, „ქართლი ოცნების“ სიძლიერეს შიდა დემოკრატია განაპირობებს და იმის გამო, რომ გუნდში ბევრი წარმატებული ლიდერია, საჭიროა, რომ სხვებსაც მიეცეთ შესაძლებლობა. ამასთან, როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ის პირნათლად ემსახურა საქართველოს, უკომპრომისოდ იცავდა ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს და ამაყობს მიღწეული შედეგებით. „მსურს, საზოგადოებას ვაცნობო გადაწყვეტილების […]

ადამიანის უფლებათა სირიის ობსერვატორია – დამასკოს მახლობლად ისრაელის თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

დამასკოს მახლობლად ისრაელის თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადამიანის უფლებათა სირიის ობსერვატორია ავრცელებს. „ისრაელის თავდასხმების სამიზნეს „ჰეზბოლასა“ და ირანის რევოლუციური გვარდიის კუთვნილი ბაზა წარმოადგენდა, დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის არიან ირანის მიერ მხარდაჭერილი მებრძოლები“, – განაცხადა ადამიანის უფლებათა სირიის ობსერვატორიის დირექტორმა, რამი აბდელ რაჰმანმა. რამი აბდელ რაჰმანმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის […]

ირაკლი ღარიბაშვილი – გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი ბიძინა ივანიშვილს, განსაკუთრებული მადლობა ჩემს მეუღლეს, შვილებს, მშობლებს – იმედი მაქვს, მექნება შესაძლებლობა, მეტი დრო დავუთმო ოჯახს

იმედი მაქვს, მექნება შესძლებლობა, მეტი დრო დავუთმო ოჯახს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ისაუბრა. ამასთან, ღარიბაშვილმა ბიძინა ივანიშვილს, სახელმწიფო სტრუქტურებსა და საჯარო მოხელეებს, ასევე მის ოჯახს მადლობა გადაუხადა. „პრემიერ-მინისტრად მუშაობისას გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი ჩვენი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, პარტიისა და პარლამენტის […]

საქართველო გასტრო კონგრესზე Madrid Fusión 2024 სტუმრის სტატუსით მონაწილეობს

29-31 იანვარს, ესპანეთში, მადრიდში, საქართველო მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი გასტრო კონგრესზეა Madrid Fusión 2024 წარმოდგენილი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. ტურიზმის ადმინისტრაციის განცხადებით, ღონისძიებაზე საქართველო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს. მათივე ცნობით, საერთაშორისო კონგრესზე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრებსა და კულინარიის სფეროს წარმომადგენლებს საშუალება აქვთ გაეცნონ ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტურისტულ პროდუქტებს. საქართველოს სტენდზე […]

„სამართლისა და საჯარო პოლიტიკის ცენტრის“ ხელმძღვანელი – საქართველოს სასამართლო სისტემა სათანადოდ ტექნოლოგიას ვერ იყენებს, როგორც გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის გაუმჯობესების ინსტრუმენტს

„სამართლისა და საჯარო პოლიტიკის ცენტრის“, „ღია მმართველობის პარტნიორობისა“ და ევროკავშირის მხარდაჭერით, კვლევის პრეზენტაცია და პანელური დისკუსია თემაზე – „ღია მართლმსაჯულება და მომხმარებელზე ორიენტირებული სასამართლო სერვისები საქართველოში – გამოწვევები და რეკომენდაციები” მიმდინარეობს. „სამართლისა და საჯარო პოლიტიკის ცენტრის“ ხელმძღვანელის, ქეთევან კუკავას განცხადებით, როგორც კვლევამ აჩვენა, საქართველოს სასამართლო სისტემა სათანადოდ ვერ იყენებს ტექნოლოგიას, როგორც გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის გაუმჯობესების […]

“დანაშაულებში ეჭვმიტანილ პრემიერზე აღარ იღებს პასუხისმგებლობას” – ხიდაშელი

ეს არის ივანიშვილის მხრიდან ნათქვამი, რომ არაფერი არ იცვლება, ხაზი, კურსი, პოლიტიკა, ხედვები იგივე რჩება, უბრალოდ, დანაშაულებში ეჭვმიტანილ პრემიერზე აღარ იღებს პასუხისმგებლობას. საარჩევნოდ ღარიბაშვილი მას სჭირდება, “37 მანეთად მოსკოვებში დავფრინავდით, ტიპის ამომრჩევლის ორიენტირია დღეს ღარიბაშვილი და ღირებულია ქართული ოცნებისთვის.

“რამდემჯერ უნდა აპორწიალოს? ვერც პარლამენტს გააკონტროლებს, ვერც მთავრობას, ვერც პარტიას” – ბერძენიშვილი

ერთი ირაკლი პრემიერად, მეორე – პარტიის თავმჯდომარედ, ამ შემთხვევაშიც, ეს არ არის ღარიბაშვილისთვის პოზიციების გამყარება. ღარიბაშვილი პარლამენტს ვეღარ გააკონტროლებს; არც მთავრობაში იქნება და ვერც პარტიას გააკონტროლებს, რადგან იქ მას უშუალო უფროსი ჰყავს ივანიშვილის სახით. სახლობანას თამაშობს, გადაადგილა, ჩამოაქვეითა, თავისთან დაიტოვა, ახლა მეორედაც სულ სახლში გაშვება, ეტყობა, მისი სიტყვის საჯარო გატეხვაც იქნებოდა და თან რამდენჯერ უნდა […]

მხოლოდ ამ თვალსაზრისით შეიძლება იყოს შერჩეული – ბესელია კობახიძის გაპრემიერებაზე

ივანიშვილს ამ საარჩევნო წელს სჭირდება ისეთი გადაწყვეტილებები, მინიმალურ რისკებსაც რომ დაუზღვევს – იმ დონის მორჩილება, რომ შინაგანი ფილტრი, რაღაცეებზე უარის თქმის, ეს ფილტრი არ აქვს. მხოლოდ ამ თვალსაზრისით შეიძლება იყოს შერჩეული. ღარიბაშვილს მეტი დასაყრდენი აქვს ამომრჩეველში, ვიდრე კობახიძეს.

კონსტანტინე სუპატაშვილმა ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები მე-11 ადგილზე დაასრულა

კონსტანტინე სუპატაშვილმა ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები მე-11 ადგილზე დაასრულა. განგვონის ზამთრის მეოთხე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მეათე საშეჯიბრო დღეს ფიგურული ციგურაობაში მედალოსნები გამოვლინდნენ ვაჟთა ერთეულებში. ფინალისტთა შორის იასპარეზა 14 წლის კონსტანტინე სუპატაშვილმა. ქართველი მოციგურავე, რომელიც ორი დღით ადრე მოკლე პროგრამაში მეათე იყო, თავისუფალში ასპარეზობისას მსაჯებისგან 116.25-ქულიანი შეფასება მიიღო და კვლავაც მეათე ადგილი დაიკავა, თუმცა ორივე პროგრამის […]

ღარიბაშვილი: იმედი მაქვს, ახლა მექნება შესაძლებლობა, მეტი დრო დავუთმო ოჯახს

თანადგომისთვის განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეუღლეს, შვილებს, მშობლებს. იმედი მაქვს, ახლა მექნება შესაძლებლობა, მეტი დრო დავუთმო ოჯახს. ირაკლი ღარიბაშვილმა დაადასტურა, რომ პრემიერმინისტრის თანამდებობას ტოვებს და პარტიის თავმჯდომარის პოსტს გადაიბარებს. მისი თქმით, “გუნდში მრავალი წარმატებული ლიდერია და საჭიროა, სხვებსაც მიეცეთ შესაძლებლობა”. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ “ახლა ახალი ამოცანების წინაშე ვდგავართ, შემოდგომაზე ახალ პარლამენტს ავირჩევთ და ქართული […]