მამუკა მდინარაძე – პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ადასტურებს, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება. მისივე განცხადებით, პრემიერ-მინისტრის კანდიდატს პარტიის საპატიო თავმჯდომარე პოლიტსაბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს, რის შემდეგაც პარლამენტს წარედგინება. „რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, დღეს გავრცელდა ინფორმაცია ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, განიხილება მისი კანდიდატურა, მე ამას დაგიდასტურებთ, ოღონდ უნდა ვთქვა, ეს იქნება პასუხისმგებლობიანი წინადადება, ბატონმა […]
მამუკა მდინარაძე – პრემიერობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს საკუთარი გუნდი – ჩვენ ვერ ვისაუბრებთ კონკრეტულ კანდიდატებზე
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მას არ აქვს ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და ჯანდაცვის მინისტრები თანამდებობის დატოვებას აპირებენ. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. „ეს ასე არ არის. ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, რომ ეს მინისტრები, რომლებიც ჩამოთვალეთ, პოსტიდან წასვლას აპირებენ. მეორე, გითხარით, რომ განიხილება ირაკლი […]
ირაკლი ეძგერაძე – ოლიგარქის „კარის თამაშებით“ მხოლოდ „ოცნების“ შიდა კონფიგურაცია იცვლება
ოლიგარქის „კარის თამაშებით“ მხოლოდ „ოცნების“ შიდა კონფიგურაცია იცვლება, ხალხისთვის – არაფერი,- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ეძგვერაძე სამთავრობო ცვლილებებს ეხმაურება. როგორც მან აღნიშნა, „ღარიბაშვილ-კობახიძის გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება“. „ამ გადანაცვლებით რა იცვლება რიგითი მოქალაქისთვის? ხელფასი ემატება კობახიძის გარდა ვინმეს? სამუშაო ადგილები ჩნდება? ემიგრაცია ბრუნდება? პენსია იზრდება? დანგრეული სკოლები რემონტდება? კორუფცია […]
ფონიჭალაში პლასტმასის ქარხნის სასაწყობე შენობაში ხანძარი გაჩნდა
ფონიჭალაში პლასტმასის ქარხნის სასაწყობე შენობაში ხანძარი გაჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები და მიმდინარეობს ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები.
მამუკა მდინარაძე – მინდა მადლობა გადავუხადო ირაკლი ღარიბაშვილს, მისი პრემიერობის დროს დიდ წარმატებას მიაღწია ქვეყანამ
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პარტიის ყრილობა პირველ თებერვალს გაიმართება, სადაც შესაბამისი ცვლილებები დამტკიცდება. ამასთან, მდინარაძემ მადლობა გადაუხადა ირაკლი ღარიბაშვილს, იმისთვის, რაც მან პრემიერობის პოსტზე ყოფნის დროს ქვეყნისთვის გააკეთა. „24 იანვარს პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რაც დღეს საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი. პოლიტსაბჭოს მხრიდან იყო შეთავაზება, რომ საარჩევნო მარათონის […]
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გაახანგრძლივა. ევროკავშირის საბჭოს კომუნიკეში ნათქვამია, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები 2024 წლის 31 ივლისამდე გაგრძელდება. კომუნიკეში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი დაწესებული სანქციების შენარჩუნებას იქამდე მიიჩნევს საჭიროდ, სანამ რუსეთი ძალის გამოყენებას და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას აგრძელებს. შეგახსენებთ, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2014 წლის 31 ივლისს დააწესა. მას შემდეგ სანქციების […]
შალვა პაპუაშვილი – ჰოლოკოსტთან დაკავშირებული ბოროტების არდავიწყება თითოეული ჩვენგანის ვალია
საქართველოს პარლამენტისა და საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საელჩოს თანამშრომლობის შედეგად, წელს უკვე მესამედ ვატარებთ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის ცერემონიას. 27 იანვარი გვახსენებს მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ბნელ პერიოდს, რომელიც წარმოუდგენელ სისასტიკესა და მოუშუშებელ ტკივილს უკავშირდება , – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. მისივე თქმით, ნაცისტების მიერ განხორციელებულმა ჰოლოკოსტმა […]
ირაკლი ღარიბაშვილი – ამ პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, პოლიტსაბჭოსგან მივიღე შეთავაზება, დავიკავო პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა
ამ პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, პოლიტსაბჭოსგან მივიღე შეთავაზება, დავიკავო პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ამასთან დაკავშირებით ყრილობა გაიმართება 1 -ელ თებერვალს. „არ დაგიმალავთ, რომ პოლიტსაბჭოში განვიხილეთ შესაძლებლობაც, რომ თანამდებობაზე ზაფხულში საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე დავრჩენილიყავი; თუმცა, ვარჩიე ახლა მიმეღო ეს გადაწყვეტილება – მნიშვნელოვანია, რომ შემდეგმა პრემიერმა დროულად […]
„კურორტ გოდერძიზე მიმდინარე სეზონს სრულად დადებითად ვაფასებთ” – „გოდერძი ვილები“ და „გოდერძი სქი ლაუნჯი“
კურორტ გოდერძიზე მდებარე „გოდერძი ვილების“ და „გოდერძი სქი ლაუნჯის“ ადმინისტრაცია (შპს „ხიდი 2006-ს“ წარმომადგენლები) აღნიშნავენ, რომ სეზონი წარმატებულად მიმდინარეობს. Მათი განცხადებით, კურორტის ვიზიტორების მეტი წილი ადგილობრივ ტურისტებზე მოდის, თუმცა, მასპინძლობენ საერთაშორისო სტუმრებსაც. შპს „ხიდი 2006-ის“ წარმომადგენლებმა bm.ge-სთან კურორტის პოტენციალზე, 2023-2024 წლის სეზონურ გეგმებსა და სამომავლო განვითარების ხედვაზე ისაუბრეს: „გოდერძი ვილები“ და „გოდერძი სქი ლაუნჯი“ ჩვენი […]
ფონიჭალაში პლასტმასის საწყობი იწვის
თბილისში, ფონიჭალას ტერიტორიაზე, ხანძარია. საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლი უკიდია პლასტმასის საწყობს, ხოლო ადგილზე არიან მეხანძრეები. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.