თბილისის შემდეგ ქუთაისი – უძველესი სატახტო ქალაქი ანსამბლ “შვიდკაცას” გრანდიოზული კონცერტისთვის ემზადება

თბილისის შემდეგ ქუთაისი – უძველესი სატახტო ქალაქი ანსამბლ “შვიდკაცას” გრანდიოზული კონცერტისთვის ემზადება. მომღერლები, რომლებიც უკვე 25 წელია სცენაზე დგანან, მსმენელის წინაშე ნიკოლოზ რაჭველის ორკესტრთან ერთად წარდგებიან. ჯანსუღ კახიძის უკვდავ კომპოზიციებთან ერთად, მსმენელი, ლადო მესხიშვილის დრამატულ თეატრში 31 იანვარს თანამედროვე ავტორების კომპოზიციებსაც მოისმენს. “შვიდკაცასთან” ერთად კონცერტზე მისული მოქალაქეების განწყობაზე იზრუნებენ ქართული ესტრადის ვარსკვლავებიც. ქუთაისის გარდა, ანსამბლი […]

საქართველოს 9 ნაბიჯი ევროკომისიის 9 დათქმისთვის – ვინ მიიღო მონაწილეობა სამუშაო ჯგუფის დღევანდელ შეხვედრაში

პარლამენტი ევროკომისიის 9 რეკომენდაციის შესასრულებლად მუშობას განაგრძობს. საპარლამენტო უმრავლესობა, ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორის ნაწილი 5 საათის განმავლობაში მსჯელობდა, თუ ვის როგორ წარმოუდგენია ბრიუსელის დავალების შესრულება. 9 პუნქტიდან საკანონმდებლო ორგანომ სასამართლო, საარჩევნო, ანტიკორუფციულ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და დეპოლარიზაციის საკითხებზე უნდა იმუშაოს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ისინი მთავრობის მიერ დამტკიცებულ სამოქმედო გეგმას მიყვებიან და უზრუნველყოფენ ისეთი ფორმატის არსებობას, […]

სიღარიბის აღმოფხვრა, ევროპულ ქვეყნებთან ჩამორჩენის შემცირება და მშვიდობის შენარჩუნება – ირაკლი კობახიძე 2030 წლამდე განსახორციელებელ ქვეყნის მთავარ გეგმებზე

2030 წლისთვის ევროპულ ქვეყნებთან ჩამორჩენის მინიმუმამდე შემცირება, სიღარიბის სრულად დაძლევა და მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სტატუსის მიღება – “ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს ყველა რესურსი აქვს, გეგმა რეალობად აქციოს. ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ ქვეყნის განვითარებისა და მოსახლეობის ცხოვრების დონის უმთავრესი საზომი ეკონომიკაა, საქართველოს ეკონომიკა კი, პარტიის თავმჯდომარის ინფორმაციით, სხვა ქვეყნებთან შეფარდებით, შესამჩნევად იზრდება. მმართველი გუნდის შეფასებით, საქართველოს […]

აღიარებს თუ არა “ლელო” ჩინეთის ერთიანობის პრინციპს – დავით უსუფაშვილი არაღიარებული ტაივანიდან დაფინანსებულ საგრანტო პროექტებშია ჩართული

აღიარებს თუ არა პარტია “ლელო” ჩინეთის ერთიანობის პრინციპს – ეს ის კითხვაა, რომელზეც მმართველი გუნდი ოპოზიციური პარტიისგან პასუხს რამდენიმე დღეა ითხოვს. მიზეზი არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეაა”, რომელსაც თინა ხიდაშელი ხელმძღვანელობს და ტაივანის მთავრობასთან დაახლოებული დონორისგან ფინანსდება. “სამოქალაქო იდეის” პროექტებში ჩართულია “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი და თინა ხიდაშელის მეუღლე დავით უსუფაშვილიც. მმართველი გუნდის კითხვებზე პასუხი დღეს “ლელოდან”, […]

ივანიშვილის ერთი პოლიტიკური თოჯინა მეორეთი ჩანაცვლდა – ბოკერია პრემიერის ცვლილებაზე

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ცვლილება „ივანიშვილის ერთი პოლიტიკური თოჯინა მეორე თოჯინით ჩანაცვლებაა“ და ქვეყნისთვის არაფერი იცვლება. ბოკერიას თქმით, სადაც ერთ კაცს შეუძლია, ასე წყვეტდეს, ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი და ასე ეპყრობა საკუთარ გუნდს, იქ არავინ უნდა ელოდოს, რომ საზოგადოებას ან ქვეყანას სცემს პატივს და მას წინ წაიყვანს. „ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ივანიშვილი დემოკრატიული […]

“კობახიძეს ამ ფულთან არავინ გააკარებს” – ლილუაშვილი

კობახიძე რომ თავის წილ 600 მილიონს ეძებდა, გახსოვთ? გახარიას განცხადების შემდეგ, ეტყობა, ეგონა, გახარია მაგას ელაპარაკებოდა, ამ 600 მილიონს ეძებდა მერე და ახლა, ალბათ, სურს ეს პოზიცია გამოიყენის ამ 600 მილიონის სათავისოდ აღმოსაჩენად, მაგრამ ერთ რამეში ძალიან სცდება, ის ახლა, პრემიერობის დროს აღმოაჩენს, რომ მას ამ ფულთან არავინ გააკარებს, მომსახურე პერსონალია უბრალოდ. რა შეიძლება შეიცვალოსო, […]

„პირველი გადაყენებისას უფრო გაოგნებული იყო“ – მიშა მშვილდაძე

„ფორმულას“ თანადამფუძნებელი, მიშა მშვილდაძე: „პირველი გადაყენებისას უფრო გაოგნებული იყო ღარიბა, დღეს ძაან მოკლედ და მესიჯბოქსით და ყოჩაღად იყო – ყველაფერს ეჩვევი ანუ ადამიანი: – მარსზე რო მეორედ წავალთ, ალბათ ჩვენც ვიტყვით, რომ ნუ, არაუშავს“

უნგრეთის ოპოზიციას პარლამენტის რიგგარეშე სხდომის გამართვა სურს შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხზე

უნგრეთის ოპოზიციურმა პარტიებმა 29 იანვარს წარმოადგინეს ინიციატივა 5 თებერვალს გაიმართოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, რომელზეც განახორციელებენ შვედეთის ნატოში გაწევრიანების განაცხადის რატიფიკაციას. 31-წევრიან ალიანსში უნგრეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ჯერ არ მოუხდენია შვედეთის განაცხადის რატიფიკაცია. თურქეთმა ეს ნაბიჯი გასულ კვირაში გადადგა – დაახლოებით 20 თვეში მას მერე, რაც სტოკჰოლმა ალიანსში გაწევრიანების განაცხადი შეიტანა, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. […]

ომის დაწყების შემდეგ ზელენსკის შემოსავლები 4-ჯერ შემცირდა – უკრაინის პრეზიდენტმა დეკლარაცია განაახლა

უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის და მისი ოჯახის შემოსავალი ბოლო წლებში შემცირდა. ამას მოწმობს მისი დეკლარაციის მონაცემები. შემოსავალი 2021 წლისთვის 2021 წლის დეკლარაციის მიხედვით, სახელმწიფოს მეთაურის და მისი ოჯახის წევრების შემოსავალმა შეადგინა 10 824 507 გრივნას (დაახლოებით 285 306$), მათ შორის სახელმწიფო ობლიგაციების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი – 5 359 600 გრივნა (141 265$) იყო. ვლადიმერ ზელენსკის […]

პუტინი თურქეთს ეწვევა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თებერვალში თურქეთში ჩავა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე საერთაშორისო საკითხებში იური უშაკოვი ავრცელებს. მისი თქმით, სავარაუდოდ, მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი საგანი უკრაინის საკითხი იქნება. გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი უახლოეს მომავალში ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტსაც გეგმავს.