რა იცვლება პრემიერის ცვლილებით?

29 იანვარს, საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობიდან წასვლის თაობაზე განაცხადა. მას სამი წუთი და 40 წამი დასჭირდა იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის აეხსნა პოსტის დატოვების მიზეზები და კიდევ ერთხელ შეეხსენებინა – ქვეყანას კეთილსინდისიერად ემსახურა. „ძვირფასო მეგობრებო, მსურს, საზოგადოებას ვაცნობო გადაწყვეტილების შესახებ, რომელზეც გუნდთან ერთად ვიმსჯელეთ,“- განაცხადა უკვე ყოფილმა პრემიერმა და ხაზი გაუსვა, რომ პრემიერის პოსტზე გატარებული […]
რიკოთზე გადაადგილებას სატვირთო ტრანსპორტიც შეუზღუდავად შეძლებს

რიკოთის უღელტეხილზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი სატვირთო ავტოტრანსპორტისთვისაც გაუქმდა. ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, რიკოთის არსებული (ძველი) გზის 149 კმ-თან მოეწყო შემოსავლელი გზა, რომელზეც გადაერთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა. შესაბამისად, მიმდინარე წლის 30 იანვრიდან რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
გერმანიაში, ქურდობის ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე დააკავეს

გერმანიაში ქურდობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გამოძიების თანახმად, საქართველოს მოქალაქესთან ერთად რუსეთის მოქალაქეც დააკავეს. დაკავებულებმა ჰამბურგში მდებარე ერთ-ერთ პარფიუმერიულ მაღაზიაში ქურდობა ჩაიდინეს. მათ სუნამოები ქურთუკების შიდა ჯიბეებში დამალეს, თუმცა მათი ეს ქმედება დაცვის თანამშრომელმა შენიშნა და პოლიცია გამოიძახა. ორივე ეჭვმიტანილი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. სისხლის სამართლის საქმე ქურდობის […]
რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებით, ყირიმსა და რუსეთის 4 ოლქში 21 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყირიმის, ბელგოროდის, ბრიანსკის, კალუგისა და ტულას ოლქების ტერიტორიებზე 21 უკრაინული დრონი გაანადგურეს, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. „გასული ღამის განმავლობაში აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე“, – აცხადებენ უწყებაში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 11 დრონი ყირიმის თავზე […]
რიკოთზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი სატვირთო ავტოტრანსპორტისთვისაც გაუქმდა

რიკოთის უღელტეხილზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი სატვირთო ავტოტრანსპორტისთვისაც გაუქმდა. ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, რიკოთის არსებული (ძველი) გზის 149 კმ-თან მოეწყო შემოსავლელი გზა, რომელზეც გადაერთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა. შესაბამისად, მიმდინარე წლის 30 იანვრიდან რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
დღეს თბილისში ელექტრომომარაგება შეიზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 30 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება: საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იყალთოს გორის, ბახტრიონის, გამრეკელის და კუტუზოვის ქუჩების მოსახლეობას. სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ლოჭინის დასახლების და ჭირნახულის ქუჩის მოსახლეობას. დიდუბის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან […]
ნიგერიის ისლამურ სკოლაში აფეთქების შედეგად 7 ბავშვი დაიღუპა

ნიგერიის ისლამურ სკოლაში აფეთქების შედეგად 7 ბავშვი დაიღუპა – შემთხვევა ბორნოს შტატში, გუიბოს რაიონში, შაბათს მოხდა, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობით, რომელიც შეცდომით ლითონის ჯართად მიიჩნიეს. 6-მა ბავშვმა, რომელთა ასაკი 7-დან 11 წლამდე იყო, ასაფეთქებელი მოწყობილობა ჯართთან ერთად სკოლის დაუმთავრებელ შენობაში შეინახა. უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ბავშვები ჯართის გაყიდვას 15 წლის მოზარდზე ცდილობდნენ, რომელიც მეშვიდე მსხვერპლია.
USAID-ის პროგრამის ფარგლებში “განათლება მომავლისთვის” ახალი პროექტი ხორციელდება

USAID-ის პროგრამის ფარგლებში, “განათლება მომავლისთვის” ახალი პროექტი ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც ოთხ ქართულ უნივერსიტეტსა და არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტსს შორის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის მიზანია საგანმანათლებლო მეცნიერებების პროგრამების ხელშეწყობა. პროექტში მონაწილეობენ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივესრიტეტი და საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწლოდებულის სახელობის უნივერსიტეტი.
საფრანგეთში ფერმერებმა პარიზისკენ მიმავალი ავტომაგისტრალები გადაკეტეს – ისინი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების დიზელზე გადასახადის შემცირებას ითხოვენ

საფრანგეთში, ფერმერებმა პრემიერ-მინისტრთან მოლაპარაკებებამდე, ინტენსიური მოძრაობით გამორჩეული პარიზისკენ მიმავალი ავტომაგისტრალები გადაკეტეს. ტაქსის მძღოლები სოლიდარობას უცხადებენ ფრანგ ფერმერებს, რომლებიც დედაქალაქის ბლოკირებას გეგმავენ. ადგილობრივი დროით 14:00 საათიდან, ფერმერები და ტაქსის მძღოლები რვა მთავარი მაგისტრალის ჩაკეტვას აპირებენ. საფრანგეთის მთავრობა ფერმერებზე ფინანსური და ადმინისტრაციული ზეწოლის შემცირებას დათანხმდა, თუმცა უარს ამბობს ფერმერების მოთხოვნის შესრულებაზე, შემცირდეს გადასახადი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების დიზელზე, რასაც […]
უკრაინაში ომი გრძელდება – საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევშიც, დრონებით შესაძლო თავდასხმის გამო ჩაირთო

უკრაინაში ომი გრძელდება – საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევშიც, დრონებით შესაძლო თავდასხმის გამო ჩაირთო. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები, გენერალური შტაბის ინფორმაციით, ფრონტზე თავდაცვის ძალებსა და რუს სამხედროებს შორის 50-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება განხორციელდა. რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას, ნიდერლანდები უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად 122 მილიონ ევროს გამოყოფს. ევროკავშირის ელჩებმა კი მხარი დაუჭირეს […]