თებერვალში თბილისი მსოფლიო ფარიკაობის ცენტრი გახდება

თებერვლის პირველი სამი კვირა, თბილისის სპორტის სასახლე მსოფლიო ფარიკაობის ცენტრი გახდება. საქართველოს დედაქალაქს პლანეტის მოქმედ უძლიერეს ხმლით მოფარიკავე კაცებთან ერთად, ფარიკაობის სამივე დისციპლინის ახალგაზრდა, მომავალი ვარსკვლავები ესტუმრებიან. 3-4 თებერვალს, დაშნით მოფარიკავე იუნიორ ქალთა მსოფლიო თასი ჩატარდება. ამ ეტაპზე დაგეგმილია 200-მდე მოფარიკავეს, მათ შორის ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენების გამოსვლაც. 9-11 თებერვალს, კაც ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასი გაიმართება. […]

ევროკავშირმა კიდევ 6 თვით გააგრძელა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციები

ევროკავშირმა კიდევ ნახევარი წლით, 2024 წლის 31 ივლისამდე გააგრძელა უკრაინის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები. საუბარია ჯერ კიდევ 2014 წლიდან, რუსეთის მიერ დონბასელი სეპარატისტების მხარდაჭერის და ყირიმის ანექსიის გამო ამოქმედებულ შეზღუდვებზე, რომლებიც გაფართოვდა 2022 წლიდან, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. სანქციები მოიცავს ვაჭრობის, საბანკო, ტექნოლოგიების, მრეწველობისა და ტრანსპორტის სფეროებს. ასევე – კრემლის მიერ კონტროლირებულ მედიას. 2022 […]

„ჩვენი ქვეყნის იმიჯი დაბლაა დაცემული და ეს გუდაურში ტურისტების რაოდენობაზე აისახება“ – ცოტნე ჯაფარიძე

„ჩვენი ქვეყნის იმიჯი, სამწუხაროდ, დაბლაა დაცემული და ეს ტურისტების რაოდენობაზე აისახება“, – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ დილის ეთერში „ტრეფიკ თრეველ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა ცოტნე ჯაფარიძემ ზამთრის კურორტებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, პოტენციურ ტურისტებს მაღალგანვითარებული ქვეყნიდან არ სურთ ჩამოვიდნენ იქ, სადაც არასახარბიელო გარემოა. „ტრეფიკ თრეველ ჯორჯიას“ დამფუძნებელს წლევანდელ სეზონთან დაკავშირებით დიდი მოლოდინები არ ჰქონია, რადგან„ მისი თქმით, […]

აშშ-ის არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქართულ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა დაიწყო

USAID განათლება მომავლისთვის პროგრამის ფარგლებში, აშშ-ის არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პარტნიორ ქართულ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა შედგა, რომლის მიზანია უნივერსიტეტებში მასწავლებლის მოსამზადებელი საგანმანათლებლო და განათლების მეცნიერებების პროგრამების განვითარების ხელშეწყობა. უნივერსიტეტების მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის შერჩეულმა ოთხმა უნივერსიტეტმა აშშ-ის არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის მარი ლუ ფულტონის განათლების სკოლასთან ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს. აღნიშნული უნივერსიტეტებია: ივანე ჯავახიშვილის სახელობის […]

ისრაელის სპეცდანიშნულების რაზმმა დასავლეთ სანაპიროს ქალაქ ჯენინში მდებარე საავადმყოფოში „ჰამასის“ სამი მებრძოლის ლიკვიდაცია განახორციელა

ისრაელის სპეცდანიშნულების რაზმმა დასავლეთ სანაპიროს ქალაქ ჯენინში მდებარე საავადმყოფოში „ჰამასის“ სამი მებრძოლის ლიკვიდაცია განახორციელა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, „ჰამასის“ მებრძოლები ქალაქ ჯენინში, იბნ სინას საავადმყოფოში იმალებოდნენ და ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმებს გეგმავდნენ. მათივე ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო ოპერაციის ერთ-ერთი სამიზნე, 27 წლის მუჰამედ ჯალამანა 7 ოქტომბრის მსგავს თავდასხმას გეგმავდა […]

აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლმა „შავნაბადა“ ქალაქ ბერლინში სოლო კონცერტი გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, ანსამბლმა „შავნაბადა“ ქალაქ ბერლინში გამართული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ,,into the open” სოლო კონცერტით დახურა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული ფესტივალის ფარგლებში კონცერტები მსოფლიო დონის მუსიკოსებმა გამართეს. ფესტივალის ორგანიზატორების მხარდაჭერით, ანსამბლმა „შავნაბადა“ საქართველოს ფარგლებს გარეთ ქართულ-აფხაზური მუსიკალური კულტურა […]

10 არასამთავრობო ორგანიზაცია ევროკომისიის 9 დათქმის შესრულებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრაში ჩართვას ითხოვს

დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ევროკომისიის 9 დათქმის შესრულებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრაში ჩართვას კვლავ ითხოვს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 29 იანვარს საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციურ პარტიებთან და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე არ მიიწვია. მათივე განცხადებით, პარლამენტი ვალდებულია უზრუნველყოს რეალური სამუშაო პროცესი, გააფართოოს სამოქალაქო […]

მასკი: Neuralink-მა ადამიანის ტვინში ჩიპის იმპლანტირების პირველი ოპერაცია ჩაატარა

ილონ მასკის თქმით, მისმა კომპანია Neuralink-მა ადამიანის ტვინში ჩიპის იმპლანტირების პირველი ოპერაცია განახორციელა. მისი თქმით, პაციენტი კარგად იმყოფება და პოსტ-ოპერაციულ პერიოდს გადის. ოპერაცია ადამიანის ტვინზე “ქირურგმა რობოტმა” ჩაატარა. კომპანია Neuralink-ს მსგავსი ოპერაციების ჩატარების ნებართვა ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) 2023 წელს მისცა. “პირველმა შედეგებმა იმედისმომცემი ნეირონული აქტივობა აჩვენა” – თქვა ილონ მასკმა. Neuralink-ის მკვლევრები […]

მდინარაძე: საკონსტიტუციო უმრავლესობას ველოდებით, ამას შემთხვევით არ ვამბობთ

ყველა ცვლილება ხორციელდება ყოველთვის იმ იმედით, იმ რწმენით და იმ რეალური არგუმენტებით, რომელიც კიდევ უფრო მეტ სიკეთეს მოუტანს ქვეყანას, ამ შემთხვევაში ეს მომავალ პრემიერმინისტრზე, სახელის და გვარის გარეშე, ჯერჯერობით. რაც შეეხება პარტიას, კიდევ ერთხელ მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს იმისთვის, რაც აკეთა თავისი პრემიერობის პერიოდში, განსაკუთრებული მადლობა ბოლო სამი წლისთვის, რისი გადატანაც მოუწია, რა წარმატებაც მისი ხელმძღვანელობით […]

“ნაპოლიმ” ოსტიგორის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო

როგორც რამდენიმე დღის წინ გაცნობეთ, “ნაპოლის” ცენტრალურმა მცველმა ლეო ოსტიგორმა სათამაშო პრაქტიკის არქონის გამო “პარტენოპეის” ტრანსფერზე დაყენება მოსთხოვა. ჯანლუკა დიმარციოს ცნობით, ნეაპოლელთა თავკაცმა ვალტერ მაცარიმ ნორვეგიელ ფეხბურთელს პირადად სთხოვა, რომ სეზონის ბოლომდე გუნდში დარჩეს და დაჰპირდა, რომ მისი სათამაშო დრო გაიზრდება. შეგახსენებთ, “ნაპოლი” სულ მალე არგენტინელი ცენტრალური მცველის, ნეუენ პერესის ტრანსფერს ოფიციალურად დაადასტურებს. ოსტიგორი “პარტენოპეის” […]