ვოლოდიმირ ზელენსკი – როგორც ნატოს წევრს, უკრაინას შესაძლებლობა ექნება მნიშვნელოვნად გაზარდოს ალიანსის პოტენციალი

როგორც ნატოს წევრს, უკრაინას შესაძლებლობა ექნება მნიშვნელოვნად გაზარდოს ალიანსის პოტენციალი , – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნატოს ყოფილ გენერალურ მდივანთან, ანდერს ფოგ რასმუსენთან გამართული შეხვედრის შემდეგ “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს. “როგორც ნატოს წევრს, უკრაინას შესაძლებლობა ექნება მნიშვნელოვნად გაზარდოს ალიანსის პოტენციალი. ჩვენს არმიას რუსული აგრესიის წინააღმდეგ დაცვის ფასდაუდებელი გამოცდილება აქვს. დღეს ადრეს ფოგ რასმუსენს […]
ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელ საბაგირო გზაზე ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება

ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელ საბაგირო გზაზე რეგლამენტით გათვალისწინებული ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. აღნიშნულის გამო, 31 იანვარს საბაგირო მუშაობას 10:00 საათის ნაცვლად, 17:00 საათიდან განაახლებს და მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში, 22:00 საათამდე მოემსახურება. ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო.
პირველი გაჩერება ახალი მთავრობის დამტკიცების გზაზე – ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატს ხუთშაბათს დაასახელებს

პირველი გაჩერება ახალი მთავრობის დამტკიცების გზაზე – პარტიული შეკრება. “ქართული ოცნების” ყრილობამდე 2 დღეა და, რეზონანსულობით, ის წლის ბოლო ყრილობას არ უნდა ჩამოუვარდეს. ბოლოზე, საზოგადოებამ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების შესახებ შეიტყო, ზეგ კი სწორედ ივანიშვილი, ანუ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე – პოლიტსაბჭოს ირაკლი კობახიძეს წარუდგენს, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს. ეს პროცედურა ძალაში სწორედ “ქართული ოცნების” დამფუძნებლის […]
ვხედავთ, რომ დაფინანსება შემოდის არაღიარებული ქვეყნიდან – ტაივანიდან და ამ დაფინანსების მიზანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის – ჩინეთის დაზიანებაა – შალვა პაპუაშვილი

ესაა არის კლასიკური მაგალითი, თუ როგორ არის შეფუთული ლობისტური საქმიანობა არასამთავრობო ორგანიზაციის ფორმაში, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, თინა ხიდაშელის ორგანიზაციასა და მის დაფინანსებაზე საუბრისას. მისი თქმით, ხიდაშელი ცდილობს, ანტიჩინური განწყობები გააღვივოს. „ვხედავთ, რომ დაფინანსება შემოდის არაღიარებული ქვეყნიდან – ტაივანიდან და ამ დაფინანსების მიზანია, რომ დააზიანოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი – ჩინეთი. ამას ემსახურება […]
Toyota-მ აშშ-ში 50 ათასი მანქანის მფლობელი მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გააფრთხილა – მანქანის რომელი მოდელებია რისკის შემცველი

Toyota Motor-მა ორშაბათს გამოაცხადა, რომ დაუყოვნებლივ უნდა შეაკეთოს 50 000 ძველი ამერიკული მანქანა, შესაძლო აფეთქებებისა და მძღოლებისთვის საფრთხის გამო და ძველი ავტომობილის მფლობელებს მოუწოდა დაუყოვნებლივ მიაკითხონ სერვისცენტრებს შესამოწმებლად, რადგან Takata-ს მიერ დამზადებული აირბალიშები შეიძლება აფეთქდეს და ადამიანის დაზიანება გამოიწვიოს. ასეთი მანქანების მოდელებია: 2003-2004წლის მოდელები Corolla და Corolla Matrix; და 2004-2005 წლის RAV4. Toyota-ს ინფორმაციით, სატრანსპორტო […]
თურქეთსა და დიდ ბრიტანეთის შორის ბრექსიტის შემდეგ სავაჭრო ბრუნვა არ შემცირებულა

თურქეთის სტატისტიკური ინსტიტუტის მონაცემებით, თურქეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის 2020 წელს, როდესაც ბრექსიტი რეალურად განხორციელდა, სავაჭრო ბრუნვამ 16 მილიარდ 289 მილიონ 882 ათასი დოლარს გადააჭარბა. ეს თანხა 2021 წელს 18 მილიარდ 675 მილიონ 840 ათას დოლარამდე გაიზარდა. ვაჭრობის მთლიანმა მოცულობამ, რომელმაც გარკვეული იმპულსი დაკარგა მომდევნო წლებში, როდესაც Covid-19-ის ღონისძიებები, რუსეთ-უკრაინის ომი და სხვა გეოპოლიტიკური რისკები […]
კარა-მურზა ციმბირში, სხვა კოლონიაში სამარტოო საკანში გადაიყვანეს

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვლადიმირ კარა-მურზა ციმბირში, სხვა კოლონიაში გადაიყვანეს და ის სამარტოო საკანში იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ მისი ადვოკატი და მეუღლე ავრცელებენ. კარა-მურზა ადვოკატისთვის მიწერილ წერილში, რომელიც მისმა მეუღლე ევგენია კარა-მურზამ გამოაქვეყნა, ამბობს, რომ ეს გადაყვანა იყო სასჯელი იმისთვის, რომ ის არ დაემორჩილა ციხის მცველის მოწოდებას “ამდგარიყო”. მისი თქმით, ხელისუფლებამ ეს “მავნებლურ დარღვევად” მიიჩნია. კარა-მურზა […]
საერთაშორისო სავალუტო ფონდს 2024 წლისთვის ოპტიმისტური ეკონომიკური პროგნოზი აქვს

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დღეს დაადასტურა საკუთარი ოპტიმისტური პროგნოზი გლობალური ეკონომიკური ზრდის თაობაზე. ფონდმა გააუმჯობესა როგორც შეერთებული შტატების, ისე ჩინეთის 2024 წლის ეკონომიკური პერსპექტივა, რომელთაც მსოფლიოს ორი უდიდესი ეკონომიკა აქვთ და ასევე ივარაუდა ინფლაციის მოსალოდნელზე სწრაფად შემსუბუქება. პიერ-ოლივიე გარინჩასმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მთავარმა ეკონომისტმა განაცხადა, რომ მცირე ვარდნის შემდეგ, ისინი შედარებით “რბილ დაშვებას” მოელიან. თუმცა, საბოლოო […]
ზელენსკის თქმით, რუსეთმა ახალი წლიდან უკრაინის წინააღმდეგ 1,000-ზე მეტი რაკეტა და დრონი გამოიყენა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა წლის დასაწყისიდან დღემდე, ჯამში, თითქმის 1,000 რაკეტა და დრონი გაუშვა უკრაინაზე საჰაერო თავდასხმების დროს. საჰაერო განგაში დღეს, 30 იანვარსაცაა გამოცხადებული უკრაინის რამდენიმე რეგიონში. რუსეთის ბოლო თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. “რუსეთმა სხვადასხვა ტიპის 330 რაკეტა და დაახლოებით 600 საბრძოლო დრონი გაუშვა უკრაინული ქალაქების წინააღმდეგ წლის […]
უკრაინელ მილიარდერს თაღლითობის საქმეზე ლონდონის სასამართლომ ამ ეტაპზე მხარი დაუჭირა

უკრაინელმა მილიარდერმა კოსტიანტინ ჟევაგომ ლონდონის სასამართლოში მის წინააღმდეგ სარჩელის გასაუქმებლად გამარჯვება მოიპოვა. მას ბრალად ედება დიდი ოდენობით ფულის გაფლანგვა, ახლა უკვე გაკოტრებული „ფინანსებისა და კრედიტის“ ბანკისგან. ჟევაგოს, რომელიც მეტალურგიაში გამოყენებული რკინის მადნის მარცვლების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებლის „ფერექსპოს“ მფლობელია, იმ ბანკის აქციონრები უჩივიან, რომელშიც მას ბანკის გაკოტრებამდე 95%-იანი წილი ჰქონდა. ჟევაგო უკრაინის პარლამენტის დეპუტატი 1998-2019 წლებში […]