ამ ურთულეს პერიოდში, ირაკლი ღარიბაშვილმა არა მხოლოდ ომში ჩართვას გადაარჩინა ჩვენი სამშობლო, არამედ შეძლო, 3 წლის განმავლობაში, ქვეყნის ეკონომიკა გაეორმაგებინა – სოზარ სუბარი

“ირაკლი ღარიბაშვილი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია 2011 წლიდან, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა პირველად განაცხადა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ,” – ამის შესახებ “ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. “პირველ რიგში, ოპოზიციის ჟივილ-ხივილზე გავაკეთებ პატარა რეპლიკას – მათ კიდევ დიდხანს მოუწევთ კომენტატორების როლში ყოფნა […]
რუსეთში შესაძლოა ისტორიაში უდიდესი მასშტაბის დაბრკოლება მოხდა ინტერნეტში

“.RU”-ს ზონაში მომხმარებლებისთვის რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ იხსნებოდა ასობით ვებსაიტი, მობილური აპლიკაცია და სერვისი, მათ შორის Yandex-ის, Sberbank-ის, VKontakte-ს, Ozon-ის, ასევე სახელმწიფო სერვისების პორტალი. საჩივრები შევიდა არა მხოლოდ ქვეყნის ყველა რეგიონიდან, არამედ საზღვარგარეთ მყოფი მომხმარებლებისგანაც. რუსეთის ციფრული განვითარების სამინისტრომ განაცხადა, რომ წყვეტა მოხდა ტექნიკური პრობლემის გამო, რომელიც დაკავშირებულია DNS პროტოკოლის გაფართოებასთან, რომლის მეშვეობითაც “.RU”-ს დომენის […]
უკრაინის ხელისუფლება ზალუჟნის გადაყენების ინფორმაციას უარყოფს

გამოცემა “ფაინენშალ თაიმსი” წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეიარაღებული ძალების მეთაურის, ვალერი ზალუჟნის გადაყენებას აპირებს. რაც უმაღლესი რანგის სამხედრო მეთაურებს შორის ცვლილების ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი იქნება რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ორი წლის განმავლობაში. გამოცემის თანახმად, ორშაბათს ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნის სხვა როლი შესთავაზა, რომელზეც გენერალმა უარი თქვა. ამას გამოცემა 4 იმ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომლებიც ადმინისტრაციაში […]
ბაიდენმა იორდანიაში ამერიკულ ძალებზე მომხდარ თავდასხმაზე რეაგირების გადაწყვეტილება მიიღო

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ როგორ უპასუხოს იორდანიაში ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვის ფაქტს. თუმცა, პრეზიდენტ ჯო ბაიდენს დამატებითი დეტალები თეთრ სახლთან შეკრებილი ჟურნალისტებისთვის არ გაუმხელია. მან მხოლოდ იმას გაუსვა ხაზი, რომ პასუხის გასაცემად ამერიკას ახლო აღმოსავლეთში ომის გაფართოების საჭიროება არ აქვს. “არ ვფიქრობ, რომ ახლო აღმოსავლეთში უფრო ფართო ომი […]
FT: ზელენსკი ზალუჟნის თანამდებობიდან გათავისუფლებისთვის ემზადება

ბრიტანული გამოცემა Financial Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ემზადება, რომ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სარდალი ვალერი ზალუჟნი თანამდებობიდან გადააყენოს. გამოცემის ცნობით, გუშინ, 29 იანვარს, ზელენსკიმ უკრაინის მთავარსარდალს ომის საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის პოზიცია შესთავაზა, რაზეც ზალუჟნისგან უარი მიიღო. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა საკითხთან დაახლოებულ ოთხ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთანავე, გამოცემის თქმით, ზელენსკიმ ზალუჟნის განუმარტა, […]
ესტონეთის ბიბლიოთეკიდან წიგნების იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის, ქართველ კაცს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ესტონეთში, ტარტუს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან წიგნების ქურდობისთვის, საქართველოს მოქალაქეს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მედიის ცნობით, დანაშაული 2022 წლის გაზაფხულზეა მომხდარი. საქმე ეხება 8 იშვიათი გამოცემის მოპარვას. გამოცემებს შორის, რომლებიც დამნაშავემ მაღალ დონეზე დამუშავებული ყალბი წიგნებით შეცვალა, იყო რუსი მწერლების – პუშკინისა და გოგოლის ნაწარმოებების ორიგინალებიც, რომლებიც მე-19 საუკუნით თარიღდება. დამატებითი სასჯელის სახით, დამნაშავეს ქვეყანაში ხელახალი […]
,,ფორმულაზე” ია ფარულავას გადაცემა იხურება

მსახიობი ია ფარულავა სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი გადაცემა იხურება: ,,გადაცემა “ მოდი ვილაპარაკოთ ია ფარულავასთან ერთად “ ფორმულაზე იქნება თებერვლის ბოლომდე . არხის სტრატეგია იცვლება და გასართობი გადაცემები იხურება . დიდი მადლობა ვინც მუშაობდა ჯერ “ ია ფარულავას კონვერტზე “ და შემდეგ ამ ახალ პროექტში სადაც მაყურებელს უფრო მოვეწონე 🙏 დიდი მადლობა არხის ხელმძღვანელობას […]
ეკა ბესელია – მძიმე იქნება თუ საარჩევნო პროცესში „ქართული ოცნება“ ირაკლი კობახიძის პრემიერობით წარდგება

საკმაოდ მძიმე იქნება თუ საარჩევნო პროცესში „ქართული ოცნება“ ირაკლი კობახიძის პრემიერობით წარდგება, – ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ “პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა. ბესელიას თქმით, გაუგებარია, რატომ უნდა აჩერებდე არჩევანს ირაკლი კობახიძეზე, თუკი მიზანია, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებს უკეთეს ფორმაში შეხვდეს. „სამწუხაროდ, არჩევნების წელს, ასეთ მნიშვნელოვან ეტაპზე, როდესაც საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობის პროცესში მნიშვნელოვან […]
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ გადაწყვიტა, როგორ უპასუხებს იორდანიაში ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმას

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მან გადაწყვიტა როგორ უპასუხებს იორდანიაში ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმას. ჯო ბაიდენის თქმით, მიიღო გადაწყვეტილება, თუ რა პასუხი გაეცემა თავდასხმისთვის ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფებებს, მაგრამ რეგიონში უფრო ფართო ომის გამოწვევის გარეშე. ბაიდენს საკუთარი გადაწყვეტილება უფრო დეტალურად არ აუხსნია. თავის მხრივ, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა ჯონ კირბიმ აღნიშნა, რომ აშშ-ის პასუხი რამდენიმე […]
გია ცაგარეიშვილი გიორგი გახარიაზე – ახლა გახდა თურმე ბიძინა ივანიშვილი არჩევნების მომპარავი, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია

მაინტერესებს, 2012 წლის და ყოველი მომდევნო არჩევნები, რითაც ბატონი გახარია ჯერ ბიზნეს-ომბუდსმენი, შემდეგ ეკონომიკის მინისტრი, შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი, შემდეგ პრემიერ მინისტრი გახდა, ის არჩევნებიც მოტაცებული იყო ივანიშვილის მიერ? – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, მაშინ „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას მოსწონდა ეს ყველაფერი, ახლა აღარ მოსწონს, რადგან […]