ისრაელის სპეცოპერაცია დასავლეთ სანაპიროზე – მოკლულია 3 მებრძოლი

ისრაელმა დასავლეთ სანაპიროზე ერთ-ერთ საავადმყოფოში სპეცოპერაცია ჩაატარა, ინფორმაციას ამის შესახებ თავდაპირველად საავადმყოფოს თანამშრომლებმა გაავრცელეს. გამოქვეყნდა ვიდეოც სადაც ჩანს თუ როგორ შედიან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული შეიარაღებული პირები საავადმყოფოს შიდა ტერიტორიაზე. ინფორმაცია სპეცოპერაციის შესახებ მოგვიანებით დაადასტურა ისრაელმა, განცხადებაში ნათქვამია, რომ მოკლულია სამი მებრძოლი, რომელთაგან ერთი, მოჰამედ ჯალამნე „ჰამასის“ წევრი იყო და ისრაელზე თავდასხმას გეგმავდა. კიდევ ორი მოკლული […]
რა ღირს 1 აშშ დოლარი და ევრო – ეროვნული ვალუტის ახალი გაცვლითი კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6827 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6773 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0054 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9080 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8963 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0117 ლარი შეადგინა.
შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსა და ინსტიტუციური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსა და ინსტიტუციური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელ ადრიენ კირალის შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა ადრიენ კირალის ხელმძღვანელის პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და მასთან თანამშრომლობის მზაობა გამოხატა. „ადრიენ კირალიმ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა და დაინტერესდა 9 ნაბიჯის შესრულების პროგრესით. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ევროკომისიასთან ნაყოფიერ თანამშრომლობას კანდიდატის სტატუსის […]
“შახტარის” შემტევის ხელში ჩასაგდებად “ნაპოლის” 100 მილიონის გადახდა მოუწევს

ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო თავისი “ტვიტერით” იტყობინება, რომ 21 წლის ნახევარმცველი გიორგი სუდაკოვი “შახტართან” კონტრაქტს გააგრძელებს. მხარეებს შორის ახალი ხელშეკრულება 2029 წლის ზაფხულამდე გაფორმდება და ფეხბურთელის გამოსასყიდი ფასი მინიმუმ 100 მილიონი ევრო იქნება. სუდაკოვის შეძენას “ნაპოლი” ცდილობდა, დონეცკურ კლუბს 40 მილიონი შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო, თუმცა მოლაპარაკებები გაგრძელდება. ასე რომ, “შახტარმა” ფასი კიდევ უფრო ასწია და […]
ჩერგოლეიშვილი: ჩვენ ჩვენი ხაზი გვაქვს და ის მიგვაჩნია გამარჯვების გზად

ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა კოალიციური მთავრობის საკითხზე ისაუბრა და ის კონკრეტული მახასიათებლები განმარტა, რომლებიც აუცილებელია ოპოზიციისთვის არჩევნებში უპირატესობის მოსაპოვებლად. “არჩევნებში უპირატესობის მოპოვებას სჭირდება ძალიან კონკრეტული მახასიათებლები. პირველ რიგში უნდა იყო თანმიმდევრული იმისთვის, რომ გოლი გაიტანო. მეორე მნიშვნელოვანი მახასიათებელია სისტემური აზროვნება – ადამიანები ისედაც მიდრეკილნი არიან, რომ იყვნენ ბევრისკენ და უმრავლესობისკენ. როცა ნორმატიულ გავლენას […]
პაკისტანში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ტერაქტს ორი ადამიანი ემსხვერპლა

30 იანვარს პაკისტანის ბელუჯისტანის რეგიონში მომხდარ აფეთქებას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ადასტურებს. მოგვიანებით, ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ საკუთარ Telegram არხზე გამოაცხადა, რომ მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას იღებს. პოლიციის ცნობით, აფეთქება პაკისტანის ყოფილი პრემიერმინისტრის იმრან ხანის პარტიის (PTI) მიერ ორგანიზებული მიტინგის შემდეგ მოხდა. მიტინგის მიზეზი, რამდენიმე საათით ადრე პაკისტანის სასამართლომ იმრან ხანს სახელმწიფო საიდუმლოების გასაჯაროებისთვის […]
ივანე ჩხაიძე – 2023 წელს მთელი წლის განმავლობაში წითელას 26 შემთხვევა გვქონდა, 2024 წლის იანვარში კი 16 შემთხვევაა, ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი მატებაა – უმრავლესობა 20-დან 40-მდე წლამდე პირია

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, საქართველოში 2023 წელს წითელას 26 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 2024 წლის იანვარში კი 16 შემთხვევა. მისივე თქმით, წითელას 16 შემთხვევიდან 14 დედაქალაქში დაფიქსირდა და უმრავლესობა 20-დან 40-მდე წლამდე პირია. გარდა ამისა, ივანე ჩხაიძის თქმით, ევროპაში წითელას შემთხვევები მომატებულია. ჩხაიძის განმარტებით, […]
Politico – აშშ-მა მაღალი სიზუსტის GLSDB რაკეტები უკრაინას შესაძლოა, 31 იანვარს გადასცეს

აშშ-მა მაღალი სიზუსტის GLSDB რაკეტები უკრაინას უკვე 31 იანვარს შეიძლება გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის წყაროების ინფორმაციით, რაკეტამ წარმატებით გაიარა ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის შემოწმებები და მისი უკრაინისთვის გადაცემა უკვე 31 იანვარს შეიძლება მოხდეს. კერძოდ, გამოცემის ერთ-ერთმა ანონიმურმა წყარომ, ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ 150 კილომეტრზე მოქმედი GLSDB რაკეტები “უკრაინისთვის მნიშვნელოვანი […]
“ფორმულაზე”, სავარაუდოდ, გადაცემების ნაწილი იხურება

ტელეკომპანია “ფორმულაზე”, სავარაუდოდ, გასართობი გადაცემები დაიხურება. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეწამყვანი ია ფარულავა ავრცელებს და წერს, რომ მათ შორის, მარტიდან ეთერში აღარ გავა არც მისი გადაცემა “მოდი ვილაპარაკოთ ია ფარულავასთან ერთად”. “გადაცემა “მოდი ვილაპარაკოთ ია ფარულავასთან ერთად” ” ფორმულაზე” იქნება თებერვლის ბოლომდე. არხის სტრატეგია იცვლება და გასართობი გადაცემები იხურება. დიდი მადლობა ვინც მუშაობდა ჯერ “ია ფარულავას […]
ბალტიისპირეთიდან ტურები გაგვინულდა… პარტნიორმა მომწერა, სადაც ბევრი რუსია, იქ არ ჩავალთო – ტუროპერატორი

ტურისტული კომპანია AG TRAVEL & ADVENTURE-სთვის 2023 წელი სპონტანური იყო. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ალექსანდრე გიორგიძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა, ტურები ჰქონდათ, თუმცა, ძირითადად, დაუგეგმავი. მისი განმარტებით, ტურისტულ ბიზნესს დაგეგმვა და გათვლა უყვარს, რომ მომსახურება უფრო ხარისხიანი იყოს, მაგრამ მისი თქმით, ჯერ პანდემიამ და შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომმა როგორც ტურისტების, ისე კომპანიების გეგმები არია. „2023 წელი […]