დმიტრო კულება – ევროკავშირის გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ ნებისმიერი საუბარი „დაღლილობაზე“ ან „მხარდაჭერის შემცირებაზე“ უბრალოდ მცდარია

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ევროკავშირის დღევანდელი შეთანხმება კიევისთვის 50 მილიარდ ევროზე ისტორიული მასშტაბის ნაბიჯია. „ეს ცხადყოფს, რომ ნებისმიერი საუბარი ვითომდა „დაღლილობაზე“ ან „მხარდაჭერის შემცირებაზე“ უბრალოდ მცდარია“, – წერს მინისტრი სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში. მისი თქმით, ევროპამ კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ძალა და უნარი მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სხვებისგან დამოუკიდებლად. „ევროკავშირი ხელმძღვანელობს გზას […]

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ „ჰამასის“ დელეგაცია დღეს ეგვიპტეში მოლაპარაკებებს გამართავს

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ „ჰამასის“ დელეგაცია დღეს ეგვიპტეში მოლაპარაკებებს გამართავს, – ამის შესახებ ინფორმაციას კატარის მედია ავრცელებს. კატარის მედიის ცნობით, „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელი, ისმაილ ჰანიე დღეს კაიროში ეგვიპტის დაზვერვის ხელმძღვანელთან, გენერალ აბას კამელთან ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და „ჰამასის“ მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებს გამართავს. შეგახსენებთ, 30 იანვარს, „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელმა, ისმაილ ჰანიემ დაადასტურა, რომ „ჰამასმა“ […]

მედია – უკრაინის დახმარების პაკეტზე ევროკავშირის შეთანხმება ყოველწლიურ დებატებს და საჭიროების შემთხვევაში, მის ორ წელიწადში გადახედვას ითვალისწინებს

ევროკავშირის ლიდერები უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტის გამოყოფასთან დაკავშირებით გარკვეულ პირობებზე შეთანხმდნენ, – ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ლიდერების მიერ შეთანხმებულ ტექსტში აღნიშნულია, რომ უკრაინის მექანიზმის განხორციელების შესახებ კომისიის ყოველწლიური ანგარიშის საფუძველზე, ევროპული საბჭო ყოველწლიურად გამართავს დებატებს მექანიზმის განხორციელების შესახებ მითითების მიწოდების მიზნით. საჭიროების შემთხვევაში, ორ წელიწადში ევროპული საბჭო მოიწვევს კომისიას წინადადების წარსადგენად […]

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ გაცნობითი შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში რობინ დანიგანთან. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ცნობით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ელჩს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებისა და სამართალწარმოების შესახებ ესაუბრა. „ამასთანავე, მხარეებმა განსაკუთრებით აღნიშნეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერილი პროექტების მნიშვნელობა […]

ალდაგი სადაზღვევო ბაზარზე ახალ პროდუქტს წარადგენს

სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“, კორპორატიული დაზღვევის ფარგლებში პარაპლანით პროფესიონალ მფრინავებს, ახალ პროდუქტს სთავაზობს. ინფორმაციას „ალდაგი“ ავრცელებს. მათი ინფორმაციით, „ალდაგის“ ახალი სადაზღვევო პროდუქტი მესამე პირის წინაშე წარმოქმნილი პასუხისმგებლობისა და მგზავრის უბედური შემთხვევის დაზღვევას გულისხმობს. ინფორმაციის თანახმად, „ალდაგში“ შესაძლებელია, როგორც არაკომერციული, ისე კომერციული დანიშნულების მქონე ფრენების შესაბამისი პოლისების შეძენა. ერთადგილიანი პარაპლანის ან არაკომერციული დანიშნულების მქონე ორადგილიანი პარაპლანისთვის ხდება […]

„თეგეტა აკადემია“ USAID-ის მხარდაჭერით დასავლეთ საქართველოში მასშტაბურ პროექტს იწყებს

„თეგეტა აკადემიამ“, შპს „ტრანსფორდთან“ (პეის ჯგუფი) პარტნიორობითა და USAID-ის მხარდაჭერით, მასშტაბური პროექტი წარადგინა. „თეგეტა მოტორსის“ ბათუმის ფილიალში გამართულ ოფიციალურ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, რობინ დანიგანმა, USAID-ის წარმომადგენლებმა, აჭარის მთავრობის წევრებმა. პროექტის ფარგლებში, შპს „ტრანსფორდთან“ და USAID-ის პროგრამასთან „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ პარტნიორობით, „თეგეტა აკადემია“ ფოთში ახალ ფილიალს გახსნის, ხოლო ბათუმში […]

Flutter ჯგუფი ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე (New York Stock Exchange) განთავსდა

Flutter ჯგუფის აქციები ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა (New York Stock Exchange) განთავსდა, რომელიც უდიდესია კაპიტალიზაციით. Flutter ჯგუფი (flutter.com) საჯაროდ აღიარებული, მსოფლიოს ყველზე მსხვილი ონლაინ თამაშების კომპანიაა, რომელიც გლობალური მასშტაბით 100-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს. ჯგუფი ფლობს ისეთ მოწინავე და ცნობად ბრენდებს როგორიც არის: PokerStars-ი, PaddyPower-ი, FanDuel-ი, Betfair -ი, adjarabet-ი და სხვა. კომპანია აჭარაბეთი Flutter ჯგუფის წევრი 2019 […]

“ალდაგი” სადაზღვევო ბაზარზე ახალ პროდუქტს წარადგენს

სადაზღვევო კომპანია ალდაგი, კორპორატიული დაზღვევის ფარგლებში პარაპლანით პროფესიონალ მფრინავებს, ახალ პროდუქტს სთავაზობს. “ალდაგის” ახალი სადაზღვევო პროდუქტი მესამე პირის წინაშე წარმოქმნილი პასუხისმგებლობისა და მგზავრის უბედური შემთხვევის დაზღვევას გულისხმობს. ალდაგში შესაძლებელია როგორც არაკომერციული, ისე კომერციული დანიშნულების მქონე ფრენების შესაბამისი პოლისების შეძენა. ერთადგილიანი პარაპლანის ან არაკომერციული დანიშნულების მქონე ორადგილიანი პარაპლანისთვის ხდება მესამე პირის წინაშე წარმოქმნილი პასუხისმგებლობის შეძენა, ხოლო […]

დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ბრიუსელი „ორბანისგან დაიღალა“

უკრაინისათვის ფინანსური დახმარების დაბრკოლების გამო, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა გააკრიტიკა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი. მან, ტუსკის თქმით, უნდა გადაწყვიტოს, არის თუ არა უნგრეთი „ჩვენი გაერთიანების ნაწილი.“ „ეს არის ვიქტორ ორბანის ძალიან უცნაური და ძალიან ეგოისტური თამაში და აქ არ არის ჩვენს პრინციპებთან და კანონის უზენაესობასთან კომპრომისის ადგილი. და ნამდვილად არ არის უკრაინის საკითხში კომპრომისის ადგილი“, […]

ყაზანის სასამართლომ 5 აპრილამდე გაუგრძელა პატიმრობა რადიო თავისუფლების ჟურნალისტ ალსუ კურმაშევას

ყაზანის რაიონულმა სასამართლომ 1 თებერვალს 5 აპრილამდე გააგრძელა რადიო თავისუფლების თათარ-ბაშკირული სამსახურის ჟურნალისტის, ალსუ კურმაშევას პატიმრობის ვადა. ეს გადაწყვეტილება გამოაცხადა მოსამართლე სერგეი აპტულინმა, რომელმაც ამით დააკმაყოფილა გამოძიების შესაბამისი მოთხოვნა. სასამართლო სხდომა დახურულ კარს მიღმა გაიმართა, პრესის წარმომადგენლები დარბაზში მხოლოდ გადაწყვეტილების გამოცხადების დროს დაუშვეს. ყაზანის სასამართლოში იმყოფებოდნენ ავსტრიის, ჩეხეთისა და ნიდერლანდის საელჩოების წარმომადგენლები. ალსუ კურმაშევას ადვოკატი […]