ვინ არის საქართველოში ფიტნეს-კლუბების ქსელის მფლობელი რუსი მეწარმე, რომელიც რუსეთში ბიზნესგმირად დასახელდა

რუსულმა სააგენტო RBC-ეკატერინბურგმა 2023 წლის ბიზნესგმირებს შორის პირველი ადგილი ალექსეი რომანოვს მიანიჭა, რომელიც საქართველოში ფიტნეს-კლუბების ქსელ Bright Fit-ის მფლობელია. საქართველოში მის მიერ დაფუძნებული სპორტდარბაზი Fitness One-ის სახელით არის დარეგისტრირებული. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიის 60% სწორედ ალექსეი რომანოვს ეკუთვნის, 40%-იანი წილის მფლობელი კი არის ნინელი ოკუნევა. ალექსეი რომანოვმა Bright Fit-ის პირველი კლუბი საქართველოში 2022 წელს გახსნა. […]

ფინანსურმა პოლიციამ საავტორო უფლებათა ასოციაციაში საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საავტორო უფლებათა ასოციაციაში საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა, კერძოდ ოფისიდან ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და დოკუმენტაცია. უწყების განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს ავტორ-შემსრულებელთა კოლექტიური განცხადების საფუძველზე, საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარის მიერ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისების ფაქტზე. რადიო თავისუფლებასთან საუბარში საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელი, გიგა კობალაძე ამბობს, რომ ორშაბათს, 5 თებერვალს გამოკითხვაზეა დაბარებული. მისივე მტკიცებით, […]

გაეროს უმაღლესმა სასამართლომ განაცხადა, რომ მას აქვს იურისდიქცია რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის გენოციდის საქმის ნაწილზე

გაეროს უმაღლესმა სასამართლომ პარასკევს განაცხადა, რომ მას აქვს იურისდიქცია, გამოიტანოს გადაწყვეტილება უკრაინის მოთხოვნაზე იმ განცხადების შესახებ, რომ კიევი არ არის პასუხისმგებელი გენოციდზე, მაგრამ არა – უკრაინის საქმის სხვა ასპექტებზე. რუსეთმა და უკრაინამ სხვადასხვა დროს დაადანაშაულეს ერთმანეთი გენოციდის ჩადენაში. უკრაინამ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში სარჩელი თითქმის ორი წლის წინ შეიტანა და ამტკიცებდა, რომ მოსკოვმა, თავისი შეჭრა რომ […]

მიხეილ დაუშვილი – რა იცით, იქნება „ოცნების“ წევრები აქეთ მოდიან ჩვენთან, რატომ გგონიათ, რომ ვინმე უნდა მივიდეს „ოცნებასთან“

„ნაცმოძრაობა“ არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგაც “წითელი ხაზია”, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში” სავარაუდო კოალიციურ მთავრობაზე საუბრისას განაცხადა. კითხვაზე, არის თუ არა „წითელი ხაზი“ „ქართულ ოცნებასთან“ კოალიცია, მიხეილ დაუშვილი პასუხობს, რომ „იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს არის „ქართული ოცნება“ – “წითელი ხაზია“. „ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ. თუ […]

დევიდ კემერონის განცხადებით, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ბოლომდე არ გამორიცხა ორი სახელმწიფოს პრინციპი

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ბოლომდე არ გამორიცხა ორი სახელმწიფოს პრინციპი, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კემერონმა ლიბანურ ტელეარხ LBCI-სთან ინტერვიუში განაცხადა. კემერონმა აღნიშნა, რომ დადგება დრო, როდესაც დიდი ბრიტანეთი პალესტინური სახელმწიფოს აღიარებას განიხილავს, მათ შორის გაეროშიც. „ეს არ შეიძლება პროცესის დასაწყისში იყოს. პროცესი უნდა გრძელდებოდეს. მაგრამ პროცესის დასასრულშიც არ უნდა იყოს… […]

კიევმა თავდაცვის მაღალჩინოსანი თანამდებობიდან დაითხოვა

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა 2 თებერვალს თანამდებობიდან გაათავისუფლა ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი – ტომას ნაკხური. უკრაინის ხელისუფლება იძიებს იარაღის შესყიდვაში სავარაუდო კორუფციის საქმეს. ტომას ნახკური თავდაცვის სამინისტროს ტექნიკური პოლიტიკისა და იარაღის განვითარების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. მას უფლებამოსილება 1 თებერვალს შეუჩერდა, რადგან ის ოფიციალურად დასახელდა ეჭვმიტანილად სისხლის სამართლის საქმეში, – ნათქვამია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ სოციალურ […]

საავტომობილო საპროტესტო აქცია “დავიბრუნოთ ჩვენი საზღვარი” მექსიკის საზღვრისკენ მიემართება

ავტომობილების კოლონა, რომლითაც ამერიკელები ქვეყანაში არალეგალურ იმიგრაციას გააპროტესტებენ, ამერიკა-მექსიკის საზღვართან, 3 თებერვალს სამ ობიექტზე გეგმავს შეკრებას. ორგანიზატორების თქმით, აქცია მშვიდობიანი პროტესტი იქნება. თუმცა, კოლონის კრიტიკოსები შიშობენ, რომ ამან შეიძლება გააძლიეროს იმიგრანტების წინააღმდეგ მიმართული განწყობები და კიდევ უფრო გაამძაფროს საზღვრთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული მწვავე პოლიტიკური დაპირისპირება. აქციას “დავიბრუნოთ ჩვენი საზღვარი” ჰქვია და ის ვირჯინიიდან მიმდინარე კვირას […]

კობახიძის სამთავრობო პროგრამის ძირითადი აქცენტები

საქართველოს პარლამენტის ვებსაიტზე გამოქვეყნდა პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის სამთავრობო პროგრამა, რომლის სახელწოდებაცაა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“. პროგრამაში ფუნდამენტურად ახალი და წინა პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკისგან განსხვავებული, პრაქტიკულად, არაფერია ისევე, როგორც თითქმის არ იცვლება მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა. თანამდებობას მხოლოდ თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ტოვებს, მის ადგილს კი ირაკლი ჩიქოვანი დაიკავებს. შესაბამისად, ყველა მიმართულებით გაგრძელდება საქმიანობის ის ძირითადი […]

რუსეთმა დაგმო ეკვადორის მიერ აშშ-სთვის რუსული სამხედრო მასალების გადაცემის გადაწყვეტილება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო ეკვადორის გადაწყვეტილება რუსული წარმოების სამხედრო მასალების აშშ-სთვის გადაცემის შესახებ, რომელსაც ვაშინგტონი უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის გამოიყენებს. ეკვადორის ხელისუფლებამ აშშ-ს შეთავაზებაზე თანხმობის შესახებ გასულ თვეში გამოაცხადა. ეკვადორი “უკრაინული და რუსული მეტალის მასალების” სანაცვლოდ 200 მილიონი დოლარის ღირებულების თანამედროვე ამერიკულ აღჭურვილობას მიიღებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, ეკვადორის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება […]

შეერთებულმა შტატებმა ირანის რევოლუციური გვარდიის მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა

დღეს, 2 თებერვალს, შეერთებული შტატების ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის კიბერ-ელექტრონული სარდლობის ექვს მაღალჩინოსანს. ეს ირანის სამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც პასუხისმგებელია ამერიკისა და სხვა ქვეყნების კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ კიბერ თავდასხმებზე. „ირანული კიბერ აქტორების მიერ კრიტიკული ინფრასტრუქტურის მიზანმიმართული დამიზნება არაკეთილსინდისიერი და საშიში ქმედებაა“, – თქვა ხაზინის მდივნის მოადგილემ ტერორიზმისა და […]