აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა იემენელ ჰუსიტებზე ერთობლივი იერიშები მიიტანეს

აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა ირანის მიერ მხარდაჭერილ იემენელ ჰუსიტებზე ხომალდებითა და ავიაგამანადგურებლებით ერთობლივი იერიშები მიიტანეს. დარტყმების სამიზნე სულ მცირე 30 ობიექტი იყო. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ დარტყმებამდე, თავდაცვის მიზნით იერიში მიიტანეს ჰუსიტების ექვს ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსან რაკეტაზეც, რომლებიც გასაშვებად იყო მზად. მათივე თქმით, ეს რაკეტები საფრთხეს უქმნიდა როგორც აშშ-ს საზღვაო ძალებს, ისე სავაჭრო […]

სატრანსფერო საგა დასრულდა? – მბაპემ “რეალში” გადასვლაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

Le Parisien-ის ინფორმაციით, ზაფხულში კილიან მბაპე მადრიდის “რეალის” ფეხბურთელი გახდება. ფრანგმა თავდამსხმელმა მის ამჟამინდელ გუნდ პსჟ-ის უკვე შეატყობინა, რომ კონტრაქტს არ გაახანგლძრივებს და “სანტიაგო ბერნაბეუს” თავისუფალი აგენტის სტატუსით მიაშურებს. პრესაში უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარიზელებმა კილიან შემცვლელის ძიება უკვე დაიწყეს და ერთ-ერთი კანდიდატიც შეარჩიეს. “პარკ დე ფრანსზე” “მილანის” შემტევის რაფაელ ლეაოს მიყვანა სურთ.

ჩრდილოეთ ირლანდიის პირველი მინისტრად ნაციონალისტური პარტიის ვიცეპრეზიდენტი დაინიშნა

ქვეყნის ისტორიაში პირველად, ჩრდილოეთ ირლანდიის პირველ მინისტრად ნაციონალისტი პოლიტიკოსი, Sinn Féin-ის ვიცეპრეზიდენტი, მიშელ ო’ნილი დაინიშნა. ო’ნილმა პირობა დადო, რომ “ყველას თანასწორობად ემსახურება და იქნება ყველას პირველი მინისტრი”, მათ შორის იუნიონისტებისაც. “ჩვენს ხალხში ყველას შორის შერიგებაზე მუშაობას მთელი გულით ვუერთგულებ. წარსული ვერ შეიცვლება, მაგრამ რისი გაკეთებაც შეგვიძლია, არის უკეთესი მომავლის შენება”. – თქვა ო’ნილმა მისი დანიშვნის […]

„სულ რომ ორი ადამიანი დამიდგეს გვერდში, ქრისტე იქნება ჩვენთან და ჩვენ გავიმარჯვებთ“ – დომენიკ მანგო

დომენიკ მანგო სოცქსელში წერს: „გავიდეთ და დავდგეთ! სულ რომ ორი ადამიანი დამიდგეს გვერდში, ქრისტე იქნება ჩვენთან და ჩვენ გავიმარჯვებთ! ჯანდაცვას აუცილებლად უნდა გავაწნათ სილა, ადამიანები იღუპებიან!“

მოსკოვში 20 ჟურნალისტი დააკავეს, რომლებიც მობილიზებული სამხედროების ცოლების აქციას იღებდნენ

მოსკოვში 20 ჟურნალისტი დააკავეს, რომლებიც მობილიზებული სამხედროების მეუღლეების აქციას იღებდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული დამოუკიდებელი გამოცემა „მედუზა” ტელეგრამ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, პოლიცია აკავებს ყველას, ვინც მარადიულ ცეცხლთან ყვავილების მიტანას იღებდა. ამ მომენტისთვის დაკავებულია 25 ადამიანზე მეტია დაკავებული, მათგან უმრავლესობა – ჟურნალისტები. დაკავებულთა შორის არიან ჟურნალისტები გამოცემებიდან France Press, Spiegel, Sota.Vision, “კომერსანტი”, და ასევე […]

„შატო სვანიძის“ ღვინოები დიდი ბრიტანეთის 25-მდე პრემიალური ხაზის რესტორანში იყიდება

„შატო სვანიძე“ ბრიტანეთის ბაზრის აქტიური იმპორტიორია. „კომერსანტთან“ საუბრისას „შატო სვანიძის მენეჯერი“ ირაკლი ძნელაძე ამბობს, რომ მათი ღვინოები ლონდონის და, ზოგადად, დიდი ბრიტანეთის 25-მდე ისეთ პრემიალური ხაზის რესტორანსა და ალკოჰოლურ მაღაზიაში იყიდება, როგორებიცაა Zuma, Nobu Hotel, Four Season, Hilton, Hyatt Regency, The Maine, STK, Gentlemen Barista, Los Mochis და ა.შ.“. „შატო სვანიძე“ ქართულ ბაზარზე 14 წლის […]

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის […]

ფრანგულად ითარგმნა და გამოიცა თემურ ბაბლუანის “მზე მთვარე და პურის ყანა”

მწერალთა სახლის ხელშწყობით, ფრანგულად ითარგმნა და გამომცემლობის Le cherche midi მიერ გამოიცა თემურ ბაბლუანის “მზე მთვარე და პურის ყანა”. მთარგმნელი: მაია ვარსიმაშვილი-რაფაელი. ცნობილი ქართველი რეჟისორის, თემურ ბაბლუანის „მზე, მთვარე და პურის ყანა (მანუშაკა მელოდება)“ სათავგადასავლო რომანია, რომელშიც აღწერილი ერთი თბილისელი ბიჭის დარდითა და ტკივილით სავსე ცხოვრების ამბავი ერთი ამოსუნთქვით იკითხება.

აშშ-მა და ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ 30-ზე მეტ ობიექტს დაარტყეს

შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ იემენში „ჰუსიტების“ ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. ინფორმაციას CNN-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი თქმით, შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ იემენში 30-ზე მეტ სამიზნეს 13 ლოკაციაზე დაარტყეს და ეს დარტყმები რამდენიმე სხვა ქვეყნის მხარდაჭერით განახორციელეს. „დღევანდელი დარტყმის სამიზნე იყო „ჰუსიტების“ იარაღის საწყობები, სარაკეტო სისტემები და გამშვებები, საჰაერო თავდაცვის სისტემები და რადარები“, – […]

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.