აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა იემენელ ჰუსიტებზე ერთობლივი იერიშები მიიტანეს

აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა ირანის მიერ მხარდაჭერილ იემენელ ჰუსიტებზე ხომალდებითა და ავიაგამანადგურებლებით ერთობლივი იერიშები მიიტანეს. დარტყმების სამიზნე სულ მცირე 30 ობიექტი იყო.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ დარტყმებამდე, თავდაცვის მიზნით იერიში მიიტანეს ჰუსიტების ექვს ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსან რაკეტაზეც, რომლებიც გასაშვებად იყო მზად.
მათივე თქმით, ეს რაკეტები საფრთხეს უქმნიდა როგორც აშშ-ს საზღვაო ძალებს, ისე სავაჭრო ხომალდებს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა კერესელიძე – ყულევის ქარხნის დასანქცირება ეკონომიკაზე გავლენას მოახდენს, მაგრამ უფრო მეტად ქვეყნის რეპუტაციაზე აისახება, აშშ-ის თავდაცვის და სახელმწიფო მდივნის ანგარიშები კი მკაცრი იქნება, „ოცნებას“ მოუწევს პოზიციების შეცვლა