თბილისი მოლის ახალი სიცოცხლე იწყება

რენოვაცია მოლის ვიზიტორებს შოპინგის ახალ გამოცდილებას შესძენს თბილისი მოლი 11 წლის არის. იუბილეს მოლი რენოვაციით ხვდება. განახლებული ინფრასტრუქტურითა და დიზაინით ის ახალ სიცოცხლეს შეიძენს და მომხმარებლისთვის სტუმრობას კიდევ უფრო კომფორტულს გახდის. რენოვაცია მოიცავს ინტერიერის, კერძოდ, იატაკის, კედლის, ჭერის, მაღაზიის ფასადების, განათებებისა და შიდა სივრცეების მოწყობა-გაუმჯობესებას. განახლდება სავაჭრო ცენტრის საზოგადოებრივი სივრცეებიც, რაც ჯამში სამ სართულზეა მოწყობილი. […]
სუს-ი – ჩნდება ვარაუდი, რომ ტერორისტული აქტები, რომლებიც საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ განხორციელდებოდა, როგორც დაგეგმვის, ისე განხორციელების ნაწილში საქართველოს დაბრალდებოდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, თბილისში დატოვებული სამი ერთეული ასაფეთქებელი მოწყობილობა რუსეთში გასატანად იყო განკუთვნილი, თუ საბოლოოდ საქართველოში მოქმედებაში მოსაყვანად უნდა დარჩენილიყო, გამოძიება გრძელდება. სუს-ის ინფორმაციით, საქმის დეტალები და ფაქტობრივი მდგომარეობა იმის ეჭვის საფუძველს იძლევა, რომ საქართველოს ტერიტორიის გამოყენება და მთელ ამ პროცესში საქართველოს მოქალაქეების მრავლად ჩართვა, იმ მოსაზრების შექმნას ემსახურება, რომ ტერორისტული აქტები, რომლებიც საქართველოში […]
თბილისი მოლის ახალი სიცოცხლე იწყება – რენოვაცია მოლის ვიზიტორებს შოპინგის ახალ გამოცდილებას შესძენს

თბილისი მოლი 11 წლის არის. იუბილეს მოლი რენოვაციით ხვდება. განახლებული ინფრასტრუქტურითა და დიზაინით ის ახალ სიცოცხლეს შეიძენს და მომხმარებლისთვის სტუმრობას კიდევ უფრო კომფორტულს გახდის. რენოვაცია მოიცავს ინტერიერის, კერძოდ, იატაკის, კედლის, ჭერის, მაღაზიის ფასადების, განათებებისა და შიდა სივრცეების მოწყობა-გაუმჯობესებას. განახლდება სავაჭრო ცენტრის საზოგადოებრივი სივრცეებიც, რაც ჯამში სამ სართულზეა მოწყობილი. „თბილისი მოლი პირველი მოლია საქართველოში, რომელმაც მომხმარებელს […]
სუს-ი – ასაფეთქებელი მოწყობილობების შემოტანაში საქართველოს 7, უკრაინის 3 და სომხეთის 2 მოქალაქე იყო ჩართული – პროცესს ორგანიზებას უკრაინის მოქალაქე, „ხალხის მსახურის“ წევრი ანდრეი შარაშიძე უწევდა, რომელიც წარმოშობით ბათუმიდანაა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ამოღებული 14 კილოგრამი ასაფეთქებელი მოწყობილობების საქართველოში შემოტანაში, ქვეყნის მასშტაბით გადაადგილებაში, ერთ-ერთი კონტეინერის რუსეთის ფედერაციის მიმართულებით ტრანზიტულად გატანაში, ხოლო მეორე მათგანის დედაქალაქში განთავსებაში საქართველოს 7 მოქალაქე იყო ჩართული. როგორც სუს-ში გამართული ბრიფინგიდან ირკვევა, აღნიშნულ მოქმედებებში ასევე უკრაინის 3 და სომხეთის 2 მოქალაქე იყო ჩართული. უწყების ცნობით, საქმის მასალებით აღნიშნულ […]
„მედიახმა“ კვლევას სახელწოდებით „მედიაგარემო 2023: გამოწვევები პოლიტიკური პოლარიზაციისა და კრიზისების დროს საქართველოში“, მედიის, არასამთავრობო სექტორისა და აკადემიის წარმომადგენლებს 6 თებერვალს წარუდგენს

„მედიახმა“ კვლევას სახელწოდებით “მედიაგარემო 2023: გამოწვევები პოლიტიკური პოლარიზაციისა და კრიზისების დროს საქართველოში“, მედიის, არასამთავრობო სექტორისა და აკადემიის წარმომადგენლებს 6 თებერვალს წარუდგენს. მათივე ცნობით, კვლევა, რომელიც ორი უმაღლესი სასწავლებლის პროფესორების ჩართულობით მომზადდა, გამოკვეთს, თუ როგორ მოქმედებს პოლიტიკური პოლარიზაცია მედიაზე, ჟურნალისტების საქმიანობაზე, პროდუქტის ხარისხსა და მედიის სანდოობაზე. „კვლევაში გაანალიზებულია, თუ როგორ ახერხებს მედია ინსტიტუციური სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებას (მაგ: […]
თეონა აქუბარდია – სამთავრობო პროგრამას, ისევე როგორც პრემიერობის ახალ კანდიდატს, ჩემი ნდობა არ ექნება – ბიძინა ივანიშვილის საჭადრაკო დაფაზე პაიკების გადაადგილება მისი ძალაუფლების და გავლენების შენარჩუნების ერთადერთი ინსტრუმენტია

სამთავრობო პროგრამას, ისევე როგორც პრემიერობის ახალ კანდიდატს, ჩემი ნდობა არ ექნება – ბიძინა ივანიშვილის საჭადრაკო დაფაზე პაიკების გადაადგილება მისი ძალაუფლების და გავლენების შენარჩუნების ერთადერთი ინსტრუმენტია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, სამთავრობო ცვლილებებით ქვეყნისთვის უკეთესობისკენ არაფერი იცვლება და კვლავ ძალაუფლების შენარჩუნების ინტერესი გაგრძელდება. „თუ ავიღებთ ირაკლი ღარიბაშვილის და ირაკლი […]
ირაკლი ჩიქოვანი – ჯარის მიმართ პატივისცემა და მხარდაჭერა ჩვენი პირდაპირი სამოქალაქო მოვალეობა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოხატულებაა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა მჭიდრო სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ირაკლი ჩიქოვანის თქმით, აუცილებელია კიდევ უფრო მეტი სიახლოვე საზოგადოებასა და ჯარს შორის, საჭიროა უფრო მეტად გაიზარდოს ცნობადობა ჯარის შესახებ, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში. ,,ჩვენი ქვეყნის დამცველები ღირსეული […]
სუს-ი – ამოღებულია რამდენიმე ერთეული სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობა და დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება – ხალხმრავალ ადგილებში მსგავსი მოწყობილობის ამოქმედება გამოიწვევდა მასშტაბურ მსხვერპლს

სუს-ი – ამოღებულია რამდენიმე ერთეული სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობა და დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება – ხალხმრავალ ადგილებში მსგავსი მოწყობილობის ამოქმედება გამოიწვევდა მასშტაბურ მსხვერპლს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რამდენიმე ერთეული სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობა და დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღო. აღნიშნულთან დაკავშირებით, სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, […]
ქუთაისში აფთიაქი გატეხეს და “შესაწირი ყუთი” მოიპარეს

ქუთაისში აფთიაქი გატეხეს და “შესაწირი ყუთი” მოიპარეს ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე აფთიაქი გატეხეს. ფაქტი ორი დღის წინ, გვიან ღამით მოხდა. “მთავარის” იმერეთის კორესპონდენტის ინფორმაციით, უცნობ პირებს აფთიაქში თანხა არ დახვდათ და შესაწირი ყუთი, დაუდგენელი თანხით წაიღეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
გერმანიაში ავიაკომპანია „ლუფთჰანზას“ თანამშრომლები ხელფასების გაზრდის მოთხოვნით გაფიცვას გეგმავენ

გერმანიაში ავიაკომპანია „ლუფთჰანზას“ თანამშრომლები ხელფასების გაზრდის მოთხოვნით ერთდღიან გაფიცვას გეგმავენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. როგორც მედია წერს, გაფიცვამ, შესაძლოა, დიდი შეფერხებები გამოიწვიოს ფრანკფურტის, მიუნხენის, ჰამბურგის, ბერლინისა და დიუსელდორფის აეროპორტებში. ვერდის პროფკავშირის განცხადების თანახმად, გაფიცვა 7 თებერვალს, ადგილობრივი დროით 04:00 საათზე დაიწყება და 8 თებერვლის 07:10 საათამდე გაგრძელდება.