სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა 450 000 ადამიანი შეიწყალა, მათ შორის ამნისტიას აქტი ეხება ადმინისტრაციულ ჯარიმებს

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სუკ იოლმა 450 000-ზე მეტი ადამიანი შეიწყალა, მათ შორის თავდაცვის ყოფილი მინისტრი და პრეზიდენტის შტაბის ყოფილი უფროსი. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. იუნ სუკ იოლმა განაცხადა, რომ შეწყალებულთა სია ეკონომიკის აღორძინების აქცენტით მომზადდა, რადგან მძღოლებს, რესტორნებში დასაქმებულ პირებს და მეთევზეებს სხვადასხვა სახის ადმინისტრაციული ჯარიმებისგან ათავისუფლებს. „მთავრობა ყოველდღიური ეკონომიკური საქმიანობისთვის სასარგებლო […]
რატომ აპირებს ზელენსკი გენშტაბის უფროსის შეცვლას? – რას გვიყვება გიორგი თავდგირიძე

ლევან ჯავახიშვილი „ალიას“ ესაუბრება საქართველოს თავდაცვის ძალების პოლკოვნიკი, სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე. – ბატონო გიორგი, რატომ უშვებს უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი გენშტაბის უფროსს, ვალერი ზალუჟნის პოსტიდან? თუ მართლა გაუშვებს, რა შეიცვლება რუსეთს–უკრაინის ფრონტზე? – რაც მთავარია, ჩვენ არ ვიცით ნიუანსები მათი დაპირისპირებისა, ზელენსკის ამ მოსალოდნელი გადაწყვეტილებისა. შესაბამისად, ძნელია იმსჯელო იმ მიზეზებზე, რომლებმაც სათავე დაუდეს ამ კონფლიქტს […]
„პროტოკოლზე საუბრობთ და ჩოხა-ახალუხს და ქამარ-ხანჯალსაც ვერ გატყობთ“ – პაპუაშვილმა ელისაშვილის ჩაცმულობაზე

პარლამენტის თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილს ჩაცმულობის ეტიკეტი დაუწუნა და უთხრა, რომ საკანონმდებლო ორგანოში არსებობს ჩაცმის ეტიკეტი. პარლამენტის თავმჯდომარის შენიშვნა მოჰყვა ალეკო ელისაშვილის კრიტიკას, რომელიც მმართველი პარტიისკენ იყო მიმართული, იმის გამო, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატები საქართველოს პრეზიდენტის სხდომათა დარბაზში შემოსვლისას, სალომე ზურაბიშვილს არ მიესალმნენ. „ერთი ხალხური ლექსი გამახსენდა, „ათასად რომ კაცი დაფასდა და ათი ათას ზრდილობა“. ჩემთვის […]
„სალომე… ფუ, შენი სიცოცხლე რა ვთქვა…..“ – ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილს

ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილის გამოვლაზე: „სალომე, რუსეთის პროდუქტი, შუქი და გაზი არ უნდა შემოვიდეს არა..?! ამერიკის, ევროპის და უკრაინის გამოგზავნილი პლასტიკური ასაფეთქებელი ნივთიერება – C-4 – ის შემოსვლა სჯობს ხომ?!.. ნახევარი საქართველო რომ ჩახოცოს! სისხლი გწყურია არა?.. ხელისუფლებაც არ მოგწონს, შე მართლმადიანო, უსამშობლო საცოდაობავ! ჩვენ რომ 21- იანებს ვიხსენებთ, ერთმანეთს ვეფერებით, ვერთობით და […]
„„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვეხმაურებით ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს“ – „ბასიანის“ განცხადება

„ბასიანი“ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვეხმაურებით ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს და უმძიმეს ტრაგედიას, რომელსაც ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. პირველ რიგში, ღრმა მწუხარებას და თანაგრძნობას ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. საკითხის სენსიტიურობის გამო და ზუსტი ინფორმაციის მოპოვებამდე თავს ვიკავებდით საჯარო კომენტარისგან, თუმცა ცრუ ბრალდებებისა და გავრცელებული დეზინფორმაციის საპასუხოდ, რომლითაც […]
ყაზახეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა ხელი მოაწერა განკარგულებას ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ოლჟას ბეკტენოვის დანიშვნის შესახებ. უფრო ადრე ბეკტენოვის პრემიერად დანიშვნას მიემხრო პარლამენტი. ბეკტენოვის კანდიდატურა წამოაყენა მმართველმა პარტია „ამანათმა“. ბეკტენოვის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 69 დეპუტატმა, თავი შეიკავა 7-მა კანონმდებელმა, იტყობინება რადიო თავისუფლების კორესპონდენტი. 43 წლის ბეკტენოვი 2023 წლის აპრილიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო. მას სხვადასხვა დროს ეკავა […]
სალომე ზურაბიშვილი: გიდასტურებთ, საქართველო იმსახურებს და დაიმსახურებს ევროპაში გაწევრიანებას

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტში ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პარლამენტის წინაშე თავისი ბოლო ყოველწლიური მოხსენების დასკვნით სიტყვაში უპასუხა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს მამუკა მდინარაძეს და თქვა, რომ საქართველო იმსახურებდა და დაიმსახურებს ევროკავშირში გაწევრიანებას. “იმისთვის, რომ არ ინერვიულოთ, მინდა გავიმეორო, დაგიდასტუროთ, რასაც ვაკეთებ შიგნით და გარეთ, რომ საქართველო იმსახურებდა, იმსახურებს და დაიმსახურებს ევროპაში გაწევრიანებას. ეს არის […]
BASSIANI კლუბის მიმართ ბრალდებებს განცხადებით პასუხობს

კლუბი BASSIANI კლუბის მიმართ ბრალდებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კლუბი ადამიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ იგი კლუბს 27 იანვარს, კვირას, დილის 07:30 საათზე ეწვია, ხოლო 10:40 საათზე ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც, მომენტალურად გაეწია პირველადი დახმარება შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე უსაფრთხოების გუნდის მხრიდან, ხოლო დაახლოებით 10-12 წუთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების საშუალებით გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც სამწუხაროდ […]
ბოკუჩავა: ენმ მზადაა, ზურაბიშვილის ინიციატივაში მონაწილეობა მიიღოს

მინდა, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის სახელით მზაობა დაგიდასტუროთ, რომ პრეზიდენტის ინიციატივაში მონაწილეობა მივიღოთ. იმიტომ, რომ ჩვენთვის უმთავრესია არა პარტიული, არამედ ქვეყნის ევროპული და შესაბამისად, ეროვნული ინტერესი. ამიტომ, მიგვაჩნია, რომ ერთიანი ძალისხმევა ძალიან მნიშვნელოვანია იმ არჩევნების წინ, რომელიც საქართველოს ელოდება. ამ არჩევნებმა ცვლილება აუცილებლად უნდა მოიტანოს. განაცხადა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე. […]
მდინარაძე: სურთ, საქართველოს დაჰბრალდეს რუსეთში ტერაქტების მოწყობა, მიზანი ჩვენი ომში ჩაბმაა

ქართული ოცნების გენერალური მდივნის, მამუკა მდინარაძის თქმით, საქართველოსთვის რუსეთში “ტერაქტების მოწყობის დაბრალების” მიზანი საქართველოს ომში მონაწილე ერთ-ერთ მხარედ ქცევაა. “როდესაც იხსნება ტრანსნაციონალური დანაშაული და იკვეთება რომელიმე ქვეყნის მმართველი პარტიის წარმომადგენლის როლი ამაში, რომელი ქვეყნისაც უნდა იყოს, ჩვენი მეგობარი თუ არამეგობარი, უდავოა, რომ ამაზე განმარტებები უნდა გაკეთდეს. წარმოუდგენელ ამბავთან გვაქვს საქმე, როდესაც ხდება იმის მცდელობა, რომ […]