არმაზ ახვლედიანი ირაკლი კობახიძეს – გთხოვთ, აჩვენოთ გლობალურ საკითხებში კომპრომისის, კონსენსუსის მაგალითი – წყალი წაიღებს ყველაფერს, თუკი მთავარ თემებზე შეთანხმება ვერ მოხდება!

გთხოვთ, აჩვენოთ გლობალურ საკითხებში კომპრომისის, კონსენსუსის მაგალითი – წყალი წაიღებს ყველაფერს, თუკი მთავარ თემებზე შეთანხმება ვერ მოხდება! – ასე მიმართა პრემიერ მინისტრის პოსტზე წარდგენილ ირაკლი კობახიძეს ოპოზიციონერმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა. როგორც ახვლედიანმა აღნიშნა, ამ გადასახედიდან ჩანს, რომ მწვავე დაპირისპირება, შეუთანხმებლობა, კონსენსუსის არარსებობა არც ერთ პოლიტიკურ მხარეს და თავად ქვეყანას კარგს არ უქადის. „არავის იცის, ამ […]

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრაბსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო ლიპყინულის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. ინფორმაციას […]

ამბროლაურის მერია – მუნიციპალიტეტში თოვლწმენდის და ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოები მეორე დღეა ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში თოვლწმენდის და ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოები მეორე დღეა ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ამ დროისთვის გაიწმინდა შემდეგი სოფლები: კრიხი, ჭელიაღელე, წესი, აბარი, ლიხეთი, თლუღი, ტბეთი, პატარა ონი, ბარეული, გორისუბანი, ჯვარისა, ქედისუბანი, სხვავა, ჟოშხა, გენდუში. ინფორმაციის თანახმად, თოვლწმენდის სამუშაოები, ასევე მიმდინარეობს: ურავში, ჭყვიშში, კაჩაეთში, ცახში, ხოტევში, სხარტალში, ველევსა და ნიკორწმინდაში. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის […]

გრძელდება შეკვეთილი კამპანია საქართველოს წინააღმდეგ – არჩილ თალაკვაძე

როგორც ჩანს არის კონტრაქტები, რომელიც ჯერ არ ამოწურულა და ამ კონტრაქტის ფარგლებში კიდევ რამდენიმე სტატია გამოჩნდება, თუმცა, ეს რეალობას უკვე მოწყვეტილია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. „გრძელდება შეკვეთილი კამპანია საქართველოს წინააღმდეგ. წინა თვეებში აშშ-მა პირდაპირ გამოაქვეყნა დოკუმენტები, სადაც გამოჩნდა, რომ სააკაშვილის გარემოცვას ასობით ათასი, მილიონამდე დოლარი ჰქონდა გადახდილი იმისთვის, რომ […]

ჩემი პატიმრობა არის საქართველოს ხელისუფლების დიდი, მსოფლიო მასშტაბის სირცხვილი – მიხეილ სააკაშვილი

“გუშინ ეკა ბესელიამ “ფორმულაზე” გამოსვლაში თქვა, რომ დაარწმუნებს გახარიას მიიღოს მონაწილეობა საერთო ფორმატში და “დაზღვევის მექანიზმებს” შესთავაზებს მას. რა დაზღვევაზეა ლაპარაკი, რომ ჩემს მიმართ მიმდინარე უსამართლობა არ დასრულდება? ადამიანის ბედითა და ასობით ათასი ადამიანის შეხედულებებით ვაჭრობაა პოლიტიკური პროცესი? “გამარჯვების კოალიცია” არავის წინასწარ პირობას არ უყენებს და ვაჭრობას არ სთავაზობს და არც სხვას ვურჩევ ამ გზაზე […]

ეკონომიკა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის საკვანძო მნიშვნელობის საკითხია, ეკონომიკურ წინსვლას მომავალშიც განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება

ეკონომიკა არის ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის საკვანძო მნიშვნელობის საკითხი და მომავალშიც ეკონომიკის ზრდას, ეკონომიკურ წინსვლას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან შეხვედრაზე განაცხადა. ირაკლი კობახიძემ წარადგინა სამთავრობო პროგრამა, რომელიც მოიცავს 10 თვიან პერიოდს. “წარმოგიდგენთ სამთავრობო პროგრამას, რომელიც მოიცავს ათ თვიან პერიოდს გასაგებ მიზეზთა გამო. ოქტომბერში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, მანამდე მომზადდება „ქართული […]

ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა მთიან ყარაბაღში მისცა

აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ილჰამ ალიევმა ხმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში მისცა. ილჰამ ალიევმა მამამისი, ჰეიდარ ალიევი 2003 წელს ჩაანაცვლა და მას შემდეგ აზერბაიჯანის პირველი პირია. ნავარაუდევია, რომ ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში 85%-ს მიიღებენ. აზერბაიჯანული უფლებათა დამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ჩატარებული არჩევნები არც თავისუფალია და არც სამართლიანი. აზერბაიჯანის წარმომადგენლების თქმით, არჩევნები სამართლიან პირობებში მიმდინარეობს და […]

“შევე*ი ბიძინას, შევე*ი ქოცებს” – ნატა ფერაძემ საპატიმრო დატოვა

5-დღიანი პატიმრობის შემდეგ, აქტივისტმა ნატა ფერაძემ საპატიმრო დატოვა. “შევე*ი ბიძინას, შევე*ი ქოცებს” – თქვა ფერაძემ ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობის დატოვების შემდეგ. აქტივისტ ნატა ფერაძეს სამებაში მატრონას სტალინის გამოსახულებიან ხატზე საღებავის შესხმისთვის 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა 2 თებერვალს შეუფარდეს და იმავე დღეს საკუთარ სახლში დააკავეს. საქმე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით იყო აღძრული, რაც წვრილმან […]

მეწყრული პროცესები უხვმა ნალექმა გაააქტიურა – გარემოს სააგენტო ბაღდათზე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მეწყრული პროცესები დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე უხვი ნალექის მოსვლამ გაააქტიურა. “ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთის ტერიტორიაზე, 2024 წლის 7 თებერვალს, მდინარე ხანისწყლის ხეობის მარჯვენა ფერდობზე, ადგილი ჰქონდა კლდეზვავური ტიპის მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურებას. მეწყერი განვითარდა ფერდობის ქვედა ნაწილში, ძლიერ ციცაბოდ დახრილ ზედაპირზე (60-650), ფერდობის ამგებ ძლიერ გამოფიტულ ტუფქვიშაქვებში, ტუფებში და არგილეტებში (ზეკარის წყება). მეწყრული […]

ასურეთში საჰაერო ბურთი ელექტროგადამცემ ხაზს შეეჯახა, არის მსხვერპლი

ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ასურეთში საჰაერო ბურთი მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზს შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, არის მსხვერპლი. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, აეროსტატზე მყოფი ადამიანების ოჯახებმა უბედური შემთხვევის შესახებ ჯერ არ იციან. ადგილზე მუშაობენ პოლიციის, სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფებიც. მომხდარი შემთხვევის შესახებ ოფიციალურ უწყებებს ჯერ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.