რუსეთში, მსოფლიო ახალგაზრდულ ფესტივალს საქართველოს დელეგაციაც დაესწრება – რუსული მედია

რუსეთში, მსოფლიო ახალგაზრდულ ფესტივალზე მონაწილებას საქართველოს დელეგაციაც მიიღებს – ამასთან დაკავშირებით რუსეთის სამთავრობო პროპაგანდისტული მედია TASS-ი საქართველოში პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელის დიმიტრი ლორთქიფანიძის კომენტარს ავრცელებს. “დიახ, საქართველოდან დელეგაცია იქნება წარმოდგენილი მსოფლიო ახალგაზრდულ ფესტივალზე. უკვე ჩამოყალიბდა 40 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი. დელეგაციის წევრები არიან ახალგაზრდა ლიდერები, სამოქალაქო აქტივისტები, მათ შორის არის ანა ხოტივრიშვილი, არჩილ სიხარულიძე – ავტორი ქართულენოვანი […]
“60 წლის ასაკში ვინმემ პენსიონერად მაქციოს, მკვდარი და ცოცხალი უგინებელი არ დარჩება” – ჩერგოლეიშვილი

მართლა მაინტერესებს, რა ნიშნით თვლით კარგ პოლიტიკოსად კაცს, რომელიც 60 წლის კაცებს პენსიონრებად ქცევას უპირებს 21-ე საუკუნეში. გახარიას ვგულისხმობ. კაცი რომ ვიყო და 60 წლის ასაკში ვინმემ პენსიონერად მაქციოს, მკვდარი და ცოცხალი უგინებელი არ დარჩება.
ვითარება გზებზე – დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 130-ე კმ-ზე ზვავის ჩამოსვლის გამო აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დეპარტამენტის ინფორმაციითვე, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ28-კმ90 (იდუმალა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა […]
„N1 გამოწვევა ცოდნის ნაკლებობაა“ – ფერმერები სახელმწიფო პროგრამით ექსპერტული ცოდნის დაფინანსებას ითხოვენ

„თუნდაც მხოლოდ დაგეგმვის პროცესში თუ იქნებიან ჩართულნი უცხოელი/ქართველი კვალიფიციური ექსპერტები, ეს ერთი ორად შეამცირებს შეცდომების რისკს, რომელიც ბუნებრივია ფული ღირს“ – ამის შესახებ „საქმის კურსთან“ ინტერვიუში ფერმერი, ნუშისა და კაკლის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ნიკო ნიკოლაძე აცხადებს. მისი თქმით, დღეს აგროსექტორში მთავარი გამოწვევა არასაკმარისი ცოდნაა, ამიტომ მათი ინიციატივაა სახელმწიფო პროგრამებში, თუნდაც შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამაში გაჩნდეს […]
ვისთვის ხდება მონაცემთა დაცვის ოფიცრის დაქირავება სავალდებულო და რა ფუნქცია აქვს მას? – ექსპერტი

რამდენიმე კვირაში, მიმდინარე წლის 1 მარტიდან, “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” ახალი კანონი ამოქმედდება, რომლის თანახმადაც, გარკვეული ტიპის კომპანიებისთვის სავალდებულო ხდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის მომსახურება. საკითხზე – კონკრეტულად რა ტიპის კომპანიებზე ვრცელდება აღნიშნული რეგულაცია – BMGTV-ის გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში მონაცემთა დაცვის ექსპერტი, დავით ყარაშვილი საუბრობს. “მონაცემთა დაცვის კანონი ხდება რისკებსა და პროაქტიურ მიდგომაზე ორიენტირებული, […]
„სუვერენიტეტის“ კანონის გამო ევროკავშირი იწყებს უნგრეთის წინააღმდეგ მოქმედებას

7 თებერვალს ევროკავშირმა განაცხადა, რომ დაიწყო უნგრეთის წინააღმდეგ მოქმედება მას შემდეგ, რაც ბუდაპეშტმა მიიღო კანონები, რომლებიც, მისი თქმით, მიზნად ისახავს “უნგრეთის სუვერენიტეტის” დაცვას და უცხოეთის გავლენის შეზღუდვას. კრიტიკოსების თქმით, ეს კანონები არის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ნაციონალისტური მთავრობის ბოლო მცდელობა, გააჩუმოს ოპონენტები ევროკავშირისა და უნგრეთის გადამწყვეტი ადგილობრივი არჩევნების წინ, რომლებიც ივნისში ჩატარდება. ევროკომისიამ – ევროკავშირის აღმასრულებელმა […]
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და თანავუგრძნობთ იმერეთსა და ზემო აჭარაში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და თანაუგრძნობს იმერეთსა და ზემო აჭარაში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაშია აღნიშნული. „იმედი გვაქვს, რომ მეწყრის ქვეშ მოყოლილი ყველა ადამიანი უვნებელი დაუბრუნდება თავის ოჯახს, ხოლო სტიქიის შედეგად დაშავებულებს გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა რესურსი და შესაბამისი დახმარება გაუწიოს სტიქიით […]
შალვა პაპუაშვილი – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს სახალხო არტისტის და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვაჟა აზარაშვილის ოჯახის წევრებს, მეგობრებს და სრულიად საქართველოს მისი გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ვაჟა აზარაშვილი მარად დარჩება საქართველოს მომავალი თაობების მეხსიერებაში, როგორც დიდი მოღვაწე და შემოქმედი. ,,ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს სახალხო არტისტის და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო. მის მიერ შექმნილი უკვდავი კომპოზიციების წყალობით, ბატონი ვაჟა […]
„საქართველოსთვის“ – სააკაშვილის დღევანდელმა განცხადებამ ჩვენი მოსაზრება დაადასტურა, შესაბამისად, პრეზიდენტის შემოთავაზებულ პლატფორმაზე ჩვენს ადგილს ვერ ვხედავთ

პარტია „საქართველოსთვის“ კიდევ ერთხელ განმარტავს, რატომ არ იღებს მონაწილეობას პრეზიდენტის შეთავაზებულ პლატფორმაში და აცხადებს, რომ მათი მოსაზრება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ განცხადებაში დაადასტურა. პარტია აცხადებს, რომ ვერ დაუშვებს, მიხეილ სააკაშვილის „პოლიტპატიმრობაზე სპეკულაცია კიდევ ერთხელ გამოიყენონ“ ქვეყნის ევროპული მომავლით სავაჭროდ ევროკავშირის გაფართოების საკითხის განხილვისა და საქართველოსთან წევრობის მოლაპარაკებების საკითხის განხილვის წინ. ამასთან, „საქართველოსთვის“ მზაობას […]
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ოთხი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატურების შერჩევა იწყება

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ოთხი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატურების შერჩევის პროცესი იწყება, განცხადებების მიღება კი, 20 თებერვალს დასრულდება. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „კონსტიტუციის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატურებს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. დაინტერესებულ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთათვის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს, […]