კობახიძე: ამომრჩევლების 91% ხმას ელექტრონული აპარატების საშუალებით მისცემს

პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის განცხადებით 2024 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა 91%-ს საშუალება ექნება ხმა ელექტრონული წესით მისცეს. ამის შესახებ მან პარლამენტში, სამთავრობო პროგრამის წარდგენისას ისაუბრა. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა აპირებს მოიწვიოს გრძელვადიანი საერთაშორისო მისია, რომელიც საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება. “რაც შეეხება არჩევნების სათანადო სტანდარტებით ჩატარებას, თქვენ იცით, რომ გასული წლების განმავლობაში კანონმდებლობა მნიშვნელოვნად შეიცვალა. პირველად […]

ირაკლი კობახიძე ანაკლიის პორტზე – ორი პრეტენდენტია, რომელიც უკეთეს პირობებს შემოგვთავაზებს, ის კომპანია გაიმარჯვებს – გეოგრაფიულ სივრცეს ნაკლებად მიენიჭება უპირატესობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ანაკლიის პორტის საკითხთან დაკავშირებით ამჟამად არსებული ორი პრეტენდენტი კომპანიიდან, რომელიც უკეთეს პირობებს შესთავაზებს სახელმწიფოს, ის გაიმარჯვებს. როგორც ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო ოპოზიციის ფორმატში მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვაზე განახადა, გეოგრაფიულ სივრცეს ნაკლებად მიენიჭება უპირატესობა. „რაც შეეხება ანაკლიის საკითხს, არავის უთქვამს, რომ ჩინური კომპანია უპირატესობით ისარგებლებს. პროცედურები წარიმართება, ორი პრეტენდენტია ამჯერად, […]

ირაკლი კობახიძე ოპოზიციას – ჩვენ არ ვამბობთ, რომ ყველაფერი კარგად არის, ვამბობთ, რომ სიღარიბის დონე კვლავაც მაღალია, რაც ერთ-ერთი ეროვნული გამოწვევაა – არც ჩვენ ვიტყვით ტყუილს და ნურც თქვენ იტყვით

სინამდვილე არის ის, რომ 2012 წელთან შედარებით გვაქვს ფუნდამენტური პროგრესი, მაგრამ კვლავაც გვაქვს უამრავი პრობლემა. ამ პრობლემების მიზეზი არის ის, რომ ეკონომიკურად ჩვენ დღესაც ჩამოვრჩებით დასავლეთ ევროპის ქვეყნებს, აშშ-ს და ა.შ. ეს არის რეალური სურათი , – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა. კობახიძის თქმით, საუბარი იმაზე, რომ „დავრჩით იქ, სადაც ვართ“, „მდგომარეობა […]

პარლამენტის წევრები სტიქიის ზონაში ჩავიდნენ

დასავლეთ საქართველოში, სტიქიის ზონაში უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრები ჩავიდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, დეპუტატები არსებულ ვითარებას, სამაშველო და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ და გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს. „მეწყერი ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში ჩამოწვა. საგანგებო რეჟიმში გრძელდება მუშაობა – ადგილზე მძიმე ტექნიკა და სამაშველო ჯგუფები არიან მობილიზებული“, – ნათქვამია […]

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 47 წლის ქალი, რომელიც კლინიკაში მკურნალობდა, გარდაიცვალა. ექიმების ინფორმაციით, მას მუცლის ღრუში მძიმე დაზიანება ჰქონდა მიღებული. რაც შეეხება 54 წლის მამაკაცს, მას ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაში არის მოთავსებული. ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა აბუსერიძის ქუჩაზე მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ქვეითებს შეეჯახა, ასევე, დაზიანდა მიმდებარე ტერიტორიაზე […]

ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის 130-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 130-ე კმ-ზე ზვავის ჩამოსვლის გამო აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

“3 დაკარგულს ისევ ვეძებთ… სამაშველო ოპერაცია გაგრძელდება ღამითაც” – ბარნაბიშვილი

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის ლერი ბარნაბიშვილის განცხადებით, სტიქიის ზონაში სამაშველო ოპერაცია ღამითაც, სპეციალური განათებებისა და მოწყობილობების საშუალებით გაგრძელდება. „პირველ რიგში, მინდა სამძიმარი გამოვხატო 6-7 თებერვლის სტიქიური მოვლენების შედეგად ბაღდათის მუნიციპალიტეტში და მაღალმთიან აჭარაში გარდაცვლილი ჩვენი მოქალაქეების ახლობლების მისამართით. აჭარაში სტიქიურ მოვლენებს შეეწირა ორი ჩვენი მოქალაქე. რაც შეეხება ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთს, ამჟამადაც […]

ანაკლიის პორტის მშენებლობა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება – კობახიძე

“ანაკლიის პორტის მშენებლობა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება”, – ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან შეხვედრაზე გააკეთა. რაც შეეხება პორტებს, განსაკუთრებული ზრუნვის საგანი იქნება ანაკლიის პროექტის სათანადოდ დაწყება, განხორციელება. სამუშაოები უკვე დაწყებულია, წელს შეირჩევა კერძო კომპანია, რომელიც სათავეში ჩაუდგება ამ სამუშაოებს. ასევე, როგორც მოგეხსენებათ, სახელმწიფო გეგმავს მრავალმილიონიანი ინვესტიციის ჩადებას ამ პროექტში. ყველაფერი […]

კარმირ ავეტარან მალე მიუვალი და შენობებით გარშემორტყმული აღმოჩნდება – Armenian community

ოდესღაც თბილისის ყველაზე მაღალი ეკლესია, შამხორეცოც სურბ ასტვაწაწინ, ან კარმირ ავეტარან, სულ მალე საერთოდ მიუვალი და შენობებით გარშემორტყმული აღმოჩნდება, რაც იმის შიშს ბადებს, რომ აღარავინ აპირებს ამ ეკლესიის აღდგენასა და პატრონისთვის დაბრუნებას, სანამ ეს დიდებული ეკლესია საბოლოოდ არ დაინგრევა – ინფორმაციას კულტურული ძეგლის მდგომარეობის შესახებ ორგანიზაცია სომეხთა სათვისტომო საქართველოში ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, 2023 წლის ბოლოს […]

“სააკაშვილის დღევანდელმა განცხადებამ ჩვენი ეს მოსაზრება დაადასტურა” – რატომ არ მიიღებს გახარიას გუნდი მონაწილეობას პრეზიდენტის ინიციატივაში

პარტია “საქართველოსთვის” უარს ამბობს პრეზიდენტის შემოთავაზებულ პლატფორმაში მონაწილეობის მიღებაზე და განმარტავს: ჩვენ ვთქვით, რომ ამ პლატფორმის ფუნქცია ჩვენთვის იყო გაუგებარი, ვერ მოიტანდა შედეგს და კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობისგან” გამოყენებული იქნებოდა სააკაშვილის პოლიტპატიმრობის სტატუსისა და შეწყალების საკითხის ირგვლივ დისკუსიის წამოსაწყებად. ეს კარგად ჩანდა გუშინვე მათი განცხადებებიდან, რომლებიც გაკეთდა პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლიდან მალევე, რომ ევროპული და ეროვნული საქმე […]