აშშ-ის სენატი ხუთშაბათს უკრაინის დახმარების კიდევ ერთ კანონპროექტს განიხილავს

აშშ-ის კონგრესი, მას შემდეგ, რაც, როგორც მოსალოდნელი იყო, გუშინ ჩავარდა კენჭისყრა საკანონმდებლო „პაკეტის“ თაობაზე უკრაინისთვის დახმარებისა და საიმიგრაციო კანონმდებლობის რეფორმის შესახებ, ხუთშაბათს მის შემოკლებულ ვარიანტს განიხილავს. მასში საუბარია მხოლოდ სახსრების გამოყოფაზე უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის, აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე ვითარებას კი ის საერთოდ აღარ ეხება. უკრაინის დასახმარებლად ნავარაუდევია 61 მილიარდი დოლარის გამოყოფა. სენატში დემოკრატთა უმრავლესობის ლიდერმა […]
12-ჯერ გაზრდილი სტატისტიკა ანუ რით ჩაანაცვლეს ე.წ. მევახშეებმა იპოთეკის ხელშეკრულებები?

კომერციულ ბანკებს არ შეუძლიათ გასცენ კრედიტები მსესხებლის შემოსავლების დადასტურების გარეშე. თუმცა, იმ დროს, როდესაც მსესხებელს არ შეუძლია შემოსავლების დადასტურება ან არ აკმაყოფილებს შესაბამის PTI ჩარჩოებს, საკრედიტო ბაზარზე რჩება შედარებით რუხი ფერის სეგმენტი, რომელსაც ინდივიდუალური გამსესხებლები ეწოდება. ეროვნული ბანკის რეგულაციების მიხედვით, ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირი, ვინც 20 ადამიანზე მეტზე გასცემს სესხებს ეროვნულ ბანკში უნდა დარეგისტრირდეს. […]
სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი ₾87 მილიონამდე გაიზარდა – არხების რეიტინგი შემოსავლების მიხედვით

კომუნიკაციების კომისია 2023 წლის სატელევიზიო ბაზრის წინასწარ ანგარიშს აქვეყნებს – დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს სარეკლამო ბაზრის ზომა 87.4 მილიონი ლარი იყო, რაც 2022 წელთან შედარებით 13.7 მილიონით, ანუ 18.6%-ით მეტი იყო. ტელევიზიების მიხედვით, სარეკლამო ბაზრის ლიდერი კვლავ “იმედია”, რომელიც ყოველწლიურად ყველაზე რეიტინგული არხის პოზიციას იკავებს. “იმედმა” რეკლამებიდან 33.7 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2022 წელთან […]
საქართველოს ბანკი ბიზნესებს სატენდერო გარანტიის მიღებას უმარტივებს

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, აგრძელებს ახალი ინიციატივების დანერგვას და კომპანიების საჭიროებებზე მორგებული ციფრული პროდუქტების განვითარებას. სერვისი, რომელსაც საქართველოს ბანკი ბიზნესებს განახლებული პირობებით სთავაზობს, უზრუნველყოფის გარეშე სატენდერო გარანტიაა. ეს სერვისი იმ ბიზნესებისთვისა განკუთვნილი, რომლებიც სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობას გეგმავენ. რა არის სატენდერო გარანტია? სატენდერო გარანტია აზღვევს შემთხვევას, როცა ტენდერში მონაწილე კომპანია, გარკვეული მიზეზებით, ვერ […]
2023 წელს ტელე და რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები 15 მილიონით გაიზარდა- ComCom

2023 წელს სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების ჯამურმა კომერციულმა სარეკლამო შემოსავალმა 95 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით, 18.8%-ით მეტია. მხოლოდ ტელევიზიების შემთხვევაში, 2023 წელს კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხა 87.4 მილიონი ლარი იყო, რაც 2022 წელს 18.6%-ით, კერძოდ კი, 13.7 მილიონი ლარით აღემატება. ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავლების 67.7% პირდაპირმა რეკლამამ შეადგინა. სპონსორობის წილი გასული წლის […]
გაყიდვების 45%-იანი ზრდა და საერთაშორისო ჯილდოები – „ვოლვო ქარ კავკასიის“ 2023 წლის წარმატება

გაყიდვების გაზრდილი მაჩვენებელი, სრულიად ახალი კონცეფციის შოურუმი, საერთაშორისო ჯილდოები და მასშტაბური გეგმები 2024 წლისთვის – „ვოლვო ქარ კავკასიისთვის“ 2023 წელი იმაზე პოზიტიური აღმოჩნდა, ვიდრე კომპანია წლის დასაწყისში პროგნოზირებდა. 45%-ით გაზრდილი გაყიდვები – ეს წარმატებული წლის მხოლოდ ერთი კომპონენტია. „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ სტრატეგიულ ბიზნესერთეულში „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ვოლვო ქარ კავკასია“ შვედური ბრენდის „ვოლვოს“ ოფიციალური იმპორტიორია […]
“ღამის 2 საათზე გამოვიქეცით ფეფხშიშველნი, ტყის გავლით გამოვედი” – რას ჰყვებიან ხულოში გადარჩენილები

ხულოდან სტიქიის ზონაში გეოლოგები იმყოფებიან. როგორც თვითმხილველები იხსენებენ, მეწყერი დაახლოებით ღამის 2 საათისთვის დაიწყო. მათ სტიქიისგან თავის დაღწევა საკუთარი ძალებით მოახერხეს: “ღამის 2 საათი იყო როცა გავიგეთ ხმაური… შეგვეშინდა, ავფორიაქდით, გამოვიქეცით ფეხშიშველი… მოკლე გზიდან ვერ ჩამოვედით და გავედით გაღმა, ტყის გავლით გადმოვედით მეორე მხარეს”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი მთავარ არხთან. ჩამოწოლილმა მეწყერმა შექმნა ინფრასტრუქტურული პრობლემები. […]
ხალხი მეწყრის პირისპირ და მარტო – რას ამბობდა ხალხი მეწყრის ჩამოწოლამდე 6 დღით ადრე – მედია

ფოტო – ბათუმელები სოფელი გულები 6 თებერვალს დაიმეწყრა: მოიშალა გზები, მეწყერი შევიდა სახლის ეზოებსა და ბაღებში. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მეწყრის შედეგად აჭარის სოფლებში 2 ადამიანი დაიღუპა, გულებში 15 ოჯახს, ღამის 12 საათის შემდეგ, ახლობლებისთვის შეუფარებია თავი. იმის მიუხედავად, რომ წინა წლებში სოფელ გულებში მცხოვრებ 19 ოჯახს გეოლოგებმა უთხრეს, რომ მათი გასახლებაა საჭირო, ისინი […]
“ნუ გაიოცებთ ახლა, ყველამ ყველაფერი იცით და ყველაფერი ცხვირწინ ხდება” – ბაუჟაძე

ამდენთან ისიც იკითხეთ გეოლოგები თუ გვყავს ქვეყანაში. ის ორი-სამი კინკილა გეოლოგი ყველანაირად ხელფეხ შეკრული რომაა და მათგან ზოგიერთი კიდე ათასგვარ ოხრობაზე “ხელის მომწერი”. დროდადრო გლოვა რომ არ მოგვიწიოს, პრევენციის სისტემა უნდა მუშაობდეს და არა “ფულის საჭრელი სტანოკი”. ნუ გაიოცებთ ახლა, ყველამ ყველაფერი იცით და ყველაფერი ცხვირწინ ხდება.
“კობახიძის პროგრამის 80 პროცენტი გახარიას გუნდის დაწერილია – მადლობა ივანიშვილს სუსტი პრემიერისთვის” – ანა ბუჩუკური

“დღეს მე მეგონა, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ვუსმენდით, მაგრამ მთელი სხდომის განმავლობაში – გახარიამ, გახარიას, გახარიათ, მოკლედ, გახარიას მიეძღვნა ეს სხდომა – მე მხოლოდ მადლობა მეთქმის ბიძინა ივანიშვილის მისამართით, რომ პოლიტიკურად ნულის ტოლფასი, პოლიტიკურად სუსტი პრემიერ-მინისტრის კანდიდატი წარმოადგინა მან და ეს ჩვენი გუნდისთვის უდიდესი შესაძლებლობაა. რა მოვისმინეთ კობახიძის მხრიდან – მოვისმინეთ პროგრამა, რომელიც 70-80 პროცენტი არის […]