ოლაფ შოლცი – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რუსეთმა არ გაიმარჯვოს, თუ ეს ასე არ მოხდა, შესაძლოა მალე გავიღვიძოთ უფრო არასტაბილურ, სახიფათო და არაპროგნოზირებად სამყაროში

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი დასავლელ პარტნიორებს მოუწოდებს, შეცდომა არ დაუშვან და ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ უკრაინას დაემარონ და რუსეთის გამარჯვება არ დაუშვან. „ნუ დაუშვებთ შეცდომას: რუსეთის გამარჯვება უკრაინაში არა მხოლოდ უკრაინის, როგორც თავისუფალი, დემოკრატიული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს დასასრული იქნება, არამედ მკვეთრად შეცვლის ევროპის სახეს. ეს მძიმე დარტყმას მიაყენებს ლიბერალურ მსოფლიო წესრიგს. რუსეთის სასტიკი მცდელობა, მიიტაცოს […]

ირაკლი კობახიძე – ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია კორუფციის ნებისმიერი ფორმა, მათ შორის ე.წ. ქართულ ჯიგრულ პონტში კორუფცია – არავითარი ინტერესი არ მაქვს ვინმეს კორუფციას დავაფარო ხელი

ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი კორუფციის ნებისმიერი ფორმა, მათ შორის ე.წ. ქართულ ჯიგრულ პონტში კორუფცია, რომლის მიმართაც ლოიალური იყო თქვენი პარტიის თავმჯდომარე. მე არ ვარ ლოიალური არც ასეთი კორუფციის მიმართ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც ამავდროულად, გახარიას პარტიას, „საქართველოსთვის“ მიმართა. კობახიძის თქმით, მას არავითარი ინტერესი არ აქვს ვინმეს კორუფციულ […]

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა პირველი, რა თქმა უნდა, არის ოცნება და მეორე – ეს არის ამოცანა!

ჩვენთვის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა პირველი, რა თქმა უნდა, არის ოცნება და მეორე – ეს არის ამოცანა! – ასე უპასუხა დეპუტატ თეონა აქუბარდიას კითხვას პრემიერ მინისტრის პოსტზე წარდგენილმა ირაკლი კობახიძემ. კობახიძის თქმითვე, მაქსიმუმი გაკეთდება იმისთვის, რომ იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, ვინც საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა. როგორც კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ეს მარტივი […]

გაყიდვების 45%-იანი ზრდა და საერთაშორისო ჯილდოები – „ვოლვო ქარ კავკასიის“ 2023 წლის წარმატება

გაყიდვების გაზრდილი მაჩვენებელი, სრულიად ახალი კონცეფციის შოურუმი, საერთაშორისო ჯილდოები და მასშტაბური გეგმები 2024 წლისთვის – „ვოლვო ქარ კავკასიისთვის“ 2023 წელი იმაზე პოზიტიური აღმოჩნდა, ვიდრე კომპანია წლის დასაწყისში პროგნოზირებდა. 45%-ით გაზრდილი გაყიდვები – ეს წარმატებული წლის მხოლოდ ერთი კომპონენტია. „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ სტრატეგიულ ბიზნესერთეულში „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ვოლვო ქარ კავკასია“ შვედური ბრენდის „ვოლვოს“ ოფიციალური იმპორტიორია […]

არჩილ თალაკვაძე „ლელოს“ ინიციატივაზე პენსიების 1000 ლარამდე ზრდასთან დაკავშირებით – ეს არის წმინდა წყლის პოპულიზმი, რაც აზიანებს ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესს – არარეალური დაპირებაა

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პენსიების 1000 ლარამდე ზრდასთან დაკავშირებით პარტია „ლელოს“ დაპირება წმინდა წყლის პოპულიზმი და რეალობას მოწყვეტილია. მისივე თქმით, რა ვადებშიც „ლელო“ მოქალაქეებს პენსიის 1000 ლარამდე გაზრდას ჰპირდება, მათემატიკურ ლოგიკას მოკლებულია. როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, პენსია ინდექსირებულია და მომავალ წლებში, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად ავტომატურად გაიზრდება. „ეს არის წმინდა წყლის პოპულიზმი და რა თქმა უნდა, […]

გერმანიამ ევროკავშირის მისიის მხარდასაჭერად წითელ ზღვაში ფრეგატი გაგზავნა

გერმანიამ ევროკავშირის მისიის მხარდასაჭერად წითელ ზღვაში ფრეგატი გაგზავნა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. „თავისუფალი საზღვაო სავაჭრო მარშრუტები ჩვენი ინდუსტრიისა და თავდაცვის საფუძველია. წითელ ზღვაში არსებულმა ვითარებამ მიწოდების შეფერხება გამოიწვია და ზოგიერთი კომპანია აიძულა, რომ წარმოება შეეწყვიტა“, – განაცხადა გერმანიის საზღვაო ძალების უფროსმა ვიცე-ადმირალმა, იან კრისტიან კააკმა. გერმანული ფრეგატი „ჰესე“ ევროკავშირის მისიას შეუერთდება, რომელიც […]

ირაკლი კობახიძე – პირველად მოხდა საქართველოში, რომ სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა აღემატება სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ადამიანების რაოდენობას

გასულ წელს პირველად მოხდა საქართველოში, რომ სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა აღემატება სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ადამიანების რაოდენობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა მიმდინარეობს. მისივე თქმით, სახელმწიფოს ზრუნვის ხარისხი მოქალაქეებზე თვისებრივად გაუმჯობესდა. „გასულ წელს პირველად მოხდა საქართველოში, რომ სოციალური დახმარების […]

კობახიძე ლილუაშვილს: ნუ ეძებთ სხვის თვალში ბეწვს, როდესაც ბელადის თვალში დირეს ვერ პოულობთ

მე ვახსენე, რაც გავაკეთეთ ჩვენს გუნდთან ერთად, კონკრეტულად პარლამენტში. ჩვენს პოლიტიკურ გუნდს აქვს უამრავი რამ გაკეთებული და მე ვარ ამ ყველაფრის თანამონაწილე, რითაც ვამაყობ და ეს არის უამრავი საქმე, რომელიც გაკეთდა, მათ შორის ჩემი მონაწილეობით, თუმცა გავიმეორებ, რომ გამიჭირდება დეტალურად ჩემს თავზე საუბარი, ეს უბრალოდ არ იქნება სწორი. მაგრამ მე იმ პარტიის წარმომადგენლისგან, თქვენ ადგილას […]

ქალაქ ნიკოპოლის მერის მოადგილე მისი მანქანისთვის ცეცხლის გახსნის შედეგად დაიღუპა

8 თებერვალს უკრაინაში, დნიპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ ნიკოპოლში ქალაქის მერის მოადგილის, ვიტალი ჟურავლევის მანქანას უცნობმა პირებმა ცეცხლი გაიხსნეს, რასაც ჟურავლევის სიცოცხლე ემსხვერპლა. “8 თებერვალს, დაახლოებით დილის 9 საათზე პოლიციაში შემოვიდა შეტყობინება, რომ უცნობმა პირმა ესროლა ნიკოპოლის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის კუთვნილ მანქანას. შემთხვევის ადგილზე პოლიციამ დაადგინა, რომ თავდამსხმელმა გამოიყენა არაიდენტიფიცირებული იარაღი, რის შედეგადაც მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. სალონში […]

სხალთის ხეობაში მეწყერი ჩამოწვა – ჩაიტანა გზა და ხიდი

ხულოს მუნიციპალიტეტში, სხალთის ხეობაში, მეწყერი ჩამოწვა. მიწის მასამ ჩაიტანა სხალთა-ხიხაძირის საავტომობილო გზა და დაანგრია ხიდი. გამთენიისას განვითარებულ სტიქიურ მოვლენას გადაურჩა მოსახლეობა. ხეობის 20-მდე ოჯახს სახლების დატოვება მოუწია. “მთელი გორა მოწყდა და ჩაიტანა გზაზე. ძლიერი ხმა გავიგეთ. სიბნელეში არაფერი ჩანდა. მეზობლებმა გადაძახილებით გავაგებინეთ ერთმანეთს, რომ მეწყერია. სოფლებიდან ხალხი სამშვიდობო ადგილას გადავიყვანეთ, მერე პირუტყვი გამოვიყვანეთ”, – იხსენებს […]